რატომ გვირჩევნია ამ საიტზე ანონიმურად რეგისტრირება?

ეს ჩემი პირველი შეკითხვაა საიტზე, გამარჯობა, მომეწონა საიტის იდეა, გადავწყვიტე პირველად ის მეკითხა რამაც განაპირობა ამ საიტზე რეგისტრირება.

ბევრჯერ ფეისბბუქზე კომენტარი დამიწერია, ჩემი აზრი, ამა თუ იმ საკითხზე და ბოლოს ენთერის მაგივრად წამიშლია ყველაფერი, იმიტომ რომ ამ კომენტარს ფეისბუქი მერე ამოუგდებდა ჩემს მეგობრებს. ეს კომენტარი არ შეიცავს არც სექსუალურ, არც რელიგიურ, არც პოლიტიკურ რაიმე რადიკალურ შეხედულებას, უბრალო აზრია რაღაცასთან დაკავშირებით, მაგრამ მინც არ მინდა მერე ჩემი აზრი აკრიტიკონ, სულელურად ან ფილოსოფიურად მიიჩნიონ.

 რატომ ხდება ასე, ჩემი ხასიათია ასეთი ნეტავ, თუ ყველა ასეა? რატომ გვირჩევნია ანონიმურობა 


გაცემულია 5 პასუხი

სორტირება: თარიღი | პოპულარობა

თეო დვალიშვილი
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ დააკვირდებით, თავად გაქვთ პასუხი გაცემული, თქვენივე დასმულ კითხვაზე :) "არ გსურთ, რომ მერე თქვენი აზრი აკრიტიკონ საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანებმა. სულელურად ან ფილოსოფიურად მიიჩნიონ იგი." 

აი მე ვფიქრობ, რომ ანონიმურობა მხოლოდ საჩუქრებს უხდება. რათქმაუნდა მერე ისიც უნდა გაცხადდეს, მაგრამ ეფექტურობისთვის ასე ჯობია! ^^ 

რაც შეეხება თემას, ყოველთვის ყველამ გაიგოს შენი აზრი ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით! გაიგონ თუნდაც ის შეხედულება, რაღაც ახალი. იკამათონ და განავითარონ საკუთარი მსჯელობის უნარი.. დაე იკამათონ.. ადევნეთ თვალი შორიდან და დატკბით ადამიანების აზრთა მრავალფეროვნებით, რომელიც ხანდახან არაამქვეყნიურად სულელურია და ხანდახან სასაცილოც კი :)

გამოქვეყნდა: Dec 05, 2017

ანონიმი

ძირითადად რაღაცის შიშიდან გამომდინარე, ჩემს შემთხვევაში ეს მანიპულირების შიშია, ვინაიდან რაც უფრო მეტ ინფორმაციას აძლევ გარშემომყოფებს შენ შესახებ, მით უფრო მარტივი ხდება შენით მანიპულირება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ სოციალურ ურთიერთობებს ყოველთვის თავდაცვითი კუთხიდან უდგები, რაც თავისთავად პრობლემაა, და ა.შ.

შენს შიშებში შენზე მეტად ალბათ ვერავინ გაერკვევა :)

გამოქვეყნდა: Dec 11, 2017

Super Administrator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

უამრავი ცნობილი ადამიანი იყენებდა ფსევდონიმს, ამაში ცუდი არაფერი არ არის.

მე ვფიქრობ რომ როცა ადამიანი ანონიმურობას ინარჩუნებს, გარდა იმისა რომ მანიპულირების, ან თუნდა სხვისი აზრის შიშისგან იცავს თავს, მგონია რომ სინამდვილეშიც მასში ხდება გაორება.  ადამიანი გადის საკუთარი "მე"-ს საზღვრებიდან და ახერხებს რომ ანონიმური პასუხი ისე გასცე, ან ფსევდონიმით პასუხი ისე გასცეს რომ ეს პასუხი მის რეალურ "მე"-სთვისაც გასაოცარი იყოს.

მგონი ბერძენიშვილის ლექციას ვუსმენდი, სადაც ის ვაჟა ფშაველაზე საუბრობდა, და იმ გაორებაზე და შესაძლოა გენიაზე რომელიც "ვაჟა ფშაველას"-ს ფსევდონიმმა წარმოქმნა. 

გამოქვეყნდა: Dec 25, 2017

ASSASSIN 23
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ალბათ იმიტომ რომ ვიღაც ნაცნობმა არ გაგჩითოს და არ იფიქროს შეხე რანაირად მსჯელობს , რა თემებზე აქვს განხილვები . (ანუ ჩვენში ღმადაა ეს ფესვი გადგმული ხშირად გვეფიქრება რას იფიქრებს სხვა... ან უარეს შემთხვევაში ვინმე დარეხვილი არ გადაიკიდო შენი კომენტარით ,,, ან კიდე იმიტო რომ არ გააბაზრო რომ უფრო მეტ დროს სოც ქსელებს უთმობ ... ან ისეთ არააქტიურ საიტზე შედიხარ რომელიც იშვიათად თუ ვინმეს გაუგია და ვერ ხვდება რატომ ხარჯავ დროს .... ან უბრალოდ იმიტომ რომ "ეს შენი კომფორტის ზონაა" ნაკლებმა ადამიანმა იცოდეს შენი ფიქრები და უფრო ადვილი ჩასაკბეჩი იყო მისთვის ... იმდენი რამე შეიძლება დაიწეროს ჩემო მეგობარო რომ განსჯა შენზე მომინდვია 
პ.ს. შენი მიგნებაც დამიფიქსირე 

გამოქვეყნდა: Dec 31, 2017

Inco Gnitus
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მე მაინც მგონია რომ ბევრ საკითხში დილეტანტი ვარ და სხვასთან კამათს ვარიდებ თავს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი აზრის ან გრძნობის გამოხატვასაც ვერიდები, რაც შეკამათებას არ მოითხოვს, მგონი რომ ეს ჩემი კომფორტის ზონაა და ამას არც უნდა ვეწინააღმდეგებოდე.

გამოქვეყნდა: Jan 19, 2018

კითხვის სტატისტიკა


5 გამომწერები
231 ნახვა
ბოლო პასუხი 3 თვეs წინ

მსგავსი კითხვები


რატომ მოიკლა თავი გალაქტიონმა?

რა შემიძლია ვიცოდე/ვისწავლო 10 წუთში რაც მთელი ცხოვრება გამომადგება?

არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი ადამიანმა იარსებოს წერით. რა მოხმარება აქვს წერითი უნარების მქონე ადამიანებს?

ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, რა საბუთები უნდა მქონდეს ან რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთო?

როგორი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე?

სიკვდილის წინ ( როგორც ზღაპრებში )ბოლო სურვილი რომ გისრულდებოდეთ რას ისურვებდით?

რატომ გვინდა ყველას,ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს?

რა ჯობია ლიჟბი რამე აკეთო,თუ ელოდო როცა მართლა მოგინდება რამის კეთება?

რამდენჯერ კვდება ადამიანი?

რისი კეთება ან სწავლა შემიძლია დავიწყო ეხლა რაც შეიძლება მაგრა გამომადგეს ხუთი წლის მერე?

რას გრძნობთ როდესაც ძალიან ახლო ადამიანს გულს ტკენთ?

რა არის ყველაზე სასაცილო/უცნაური ამბავი რაც შეგემთხვათ ან შეესწარით საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

რაში ვკარგავთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მეტ დროს?

შენი ცხოვრება რომ ნოველა იყოს, რა იქნებოდა მისი სათაური და რატომ?

რა აბრკოლებთ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც მათ უნდათ?

რა ყოფილა ყველაზე დიდი კულტურული შოკი რაც საკუთარ ქვეყანაშივე მიგიღია?

რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ ყველაზე მეტად?

როგორ ერთობიან-ხოლმე ინტრავერტები ?

რა გაუკეთებია ადამიანს ისეთი, რამაც გაფიქრებინა, რომ ის ძალიან ჭკვიანია?

რა არის კითხვის მიზანი/აზრი?

რა "უნდა გააკეთო"/"ერთხელ მაინც უნდა სცადო" ცხოვრებაში გასართობად?

ინგლისურის შემდეგ რომელი ენაა ყველაზე საჭირო?

თუ ადამიანი ყრუ დაიბადება, რა ენაზე ფიქრობს?

რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელის მართებულობაშიც საზოგადოება გვარწმუნებს?

რას უნდა ვაქცევდეთ ნაკლებ ყურადღებას ცხოვრებაში?

რომელმა ტრივიალურმა ცოდნამ შეიძლება ერთ დღეს გადაგირჩინოს სიცოცხლე?

რომელია ყველაზე დიდსულოვანი საქციელი რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ?

რა იყო თქვენს ბავშვობაში ისეთი, რაც დღევანდელ ბავშვებს არ აქვთ?

ახლა რომ 20 წლის ასაკში დაბრუნდე, რას გააკეთებდი სხვანაირად?

დანამდვილებით რაში ვფლანგავთ დროს?

რა არის ადამიანური არსებობის ყველაზე დიდი სიამოვნება ?

რომლებია ყველაზე უცნაური კანონები რაც კი ოდესმე გსმენიათ?

რომელმა აპლიკაციამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

რა უნდა გავაკეთო, როდესაც უკანასკნელი იმედიც მიქრება?

რა არის ოჯახი ?

როგორია იცხოვრო სხვა ადამინის ცხოვრებით?

სიკვდილის წინ, რა შემთხვევაში ჩათვლი შენს ცხოვრებას წარმატებულად?

ტომი უფრო კარგი ტიპია თუ ჯერი?

რაში მდგომარეობს ნების თავისუფლება და არსებობს თუ არა იგი?

ღმერთი ვინ შექმნა ?

რა შეცდომებისგან უნდა დაიზღვიონ თავი სტარტაპებმა?

რომლებია ყველაზე დამაბნეველი ფილმები?

რა უნდა წაიკითხო ან ისიწავლო, რომ გახდე უფრო გონიერი?

ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებელი რა ხერხები იცით?

მარტივად როგორ გადმოვიბიროთ ადამიანები ჩვენს მოსაზრებებზე?

რომელი სასარგებლო სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება შემიძლია მოკლე დროში?

უნდა დავლიოთ თუ არა ვარჯიშის დროს წყალი?

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყურებოდეთ?

როგორ გავაგრძელო (შევინარჩუნო) საუბარი ადამიანთან, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო და არც რაიმე განსაკუთრებული კითხვაა, რისი დასმის სურვილიც მაქვს?