დავუშვათ მინდა ქართველი მომღერლების ალბომის შეძენა. გარკვეული მორალური ამბებიდან გამომდინარე არ მინდა მოვიპარო და ისე ჩამოვტვირთო. როგორ უნდა მოვახერხო, სად იყიდება?

მაგალითად მეფეს ალბომი, რომელიც ბოლოს ბრავო რეკორდსმა გამოუშვა, ან ჯგუფი შინ-ის ალბომი. ვგუგლავ რაც შემიძლია და არ არის. ბრავო რეკორდს მივწერე მეფეს ალბომზე და პასუხიც არ მომსვლია.

ან მაგალითად მინდა ბაბლუანის ახალი ფილმის ნახვა სახლში და არ მინდა კინოში წასვლა. ანდა კინოში ვერ წავედი, როცა გადიოდა და 2 კვირის მერე მინდა ნახვა. რანაირად უნდა მოვახერხო, ხომ არ იცით?


პასუხები ჯერ არის

კითხვის სტატისტიკა


2 გამომწერები
146 ნახვა
ბოლო პასუხი 1 თვე წინ