შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რა იცით ისეთი, რაც ადრე არ იყო მიჩნეული ხელოვნებად, ახლა კი არის?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ვფიქრობ ეს არის მოდა. მოდა ხელოვნების ფორმაა, შენ შეგიძლია უწოდო მას დეკორატიული ან გამოყენებითი სახვითი ხელოვნება.  ზოგ დიზაინერს პირდაპირი გავლენა ჰქონდა სახვითი ხელოვნების ნიმუშებისა. მაგალითად ბილ გიბსის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ფლამანდიურ მატვრობაში კაბების ჩაჭრილმა პანელებმა.  დიზაინერ ლიზა პერის საგაზაფხულო კოლექციის ინსპირაცია იყო მოდენრისტი პიტ მონდრიანი.


Q. როგორი იქნებოდა დედამიწა ადამიანები, რომ არ არსებობდნენ?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დიდი ალბათობით დედამიწაზე იქნებოდა უფრო მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო და ყველაფერი შეიცვლებოდა. ცხოველებს, ფრინველებს და თევზებს ადამიანების დახმარების გარეშე შეუძლიათ შეინარჩუნონ ბუნებრივი ბალანსი, საინტერესო იქნებოდა, რომელი ჯიშები აღმოჩნდებოდნენ სუსტები და გადაშენდებოდნენ და ასევე თუ არა ადამიანები, ვინ იქნებოდა დომინანტური ძალა?


Q. რას უნდა ვაქცევდეთ ნაკლებ ყურადღებას ცხოვრებაში?

თეო დვალიშვილი
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი აზრით რასაც ახლა ვიტყვი ბანალურია, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანი. 

• არ მიაქციო ყურადღება რას ფიქრობენ შენს ნებისმიერ საქციელზე იმიტომ, რომ რაც უნდა გააკეთო აზრი და შეხედულება აუცილებლად ორად გაიყოფა.

• არ მიაქციო ყურადღება არაფერს და არავის, არავითარ შემთხვევაში რაც/ვინც გიშლის გააკეთო ის, რისი კეთებაც გულით გინდა. მერე აუცილებლად სხვას დაადანაშაულებ საკუთარ წარუმატებლობაში.

 


Q. სიკვდილს რომ შეხვედროდი, რას ეტყოდი?

ანონიმი

“Hello, darkness my old friend,” უბრალოდ ასე მივმართავდი


Q. რა "უნდა გააკეთო"/"ერთხელ მაინც უნდა სცადო" ცხოვრებაში გასართობად?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1.      დალაშქრო მთა.

2.      წახვიდე სამოგზაუროდ ავტოსტოპით.

3.      გაიჩინო მეგობარი მსოფლიოს მეორე მხარეს (ინტერნეტმა ეს ძალიან გააადვილა)

4.      ჩაიცვა ძალიან რადიკალური/განსხვავებული საზოგადოებაში.

5.      წახვიდე ისეთ ადგილას, რომლის შესახებაც არაფერი გაგიგია.

6.      გაიჩინო ისეთი ჰობი, რომელიც ძალიან განსხვავდება შენთვის უკვე არსებულებისგან და მინიმუმ ერთი თვე მაინც დაკავდე ამ ჰობით.

7.      ააშენე რამე.

8.      გაისროლე აალებული მშვილდისარი (მართლა, კარგი გასართობია)

9.      შენი სახლიდან ფეხით გადადი მომდებარე ქალაქში (უფრო კარგად მიხვდები, თუ რამხელაა მსოფლიო)

10.  გააკეთე ისეთი რამე მეგობრის რეკომენდაციით, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდი.


Q. რატომ არის მონა ლიზა ასეთი პოპულარული?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ბევრი მიზეზია იმისა თუ რატომ უწოდებენ მას შედევრს:

1. და ვინჩიმ ხატვისას გამოიყენა ისეთი ტექნიკები, რომლებიც იმ პერიოდში ჯერ არავის ჰქონდა გამოყენებული. მონა ლიზას კანი ბრწყინავს, რადგან მხატვარი იყენებდა სპეციალურ გამჭირვალე ზეთის ფენებს ხატვისას. მონა ლიზას ღიმილი და უკანა ფონიც ახალი მხატვრული ელემენტები იყო.

2. ნახატზე გამოსახული ადამიანია იდენტობა დღესდღეობითაც საიდუმლოებით არის მოცული. ზოგი თვლიდა, რომ იგი იყო თავად და ვინჩის ქალური ვარიანტი. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ის იყო 24 წლის ლიზა გერარდინი.

3. ნახატის ციფრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ და ვინჩის სახის მახასიათებლები და მონა ლიზას მახასიათებლები იდეალურადაა განლაგებული ერთმანეთთან. ეს უფრო სარქმუნოს ხდის იმ მოსაზრებას, რომ ქალი თავად და ვინჩია.

4. ნახატის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მონა ლიზას ღიმილი. და ვინჩიმ გამოიყენა ადამიანის ოპტიკური ილუზია ჩრდილების და სიმეტრიების მეშვეობით, რათა შეექმნა განსხვავებული ღიმილი.


Q. რატომ არის, რომ სიმღერების უმეტესობა სამიდან ხუთ წუთამდე გრძელდება?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამის მიზეზი არის ტექნიკური შეზღუდვა, რომელიც თავიდან იყო, ხოლო შემდეგ ის დამკვიდრდა როგორც მუსიკის სტანდარტი.

ეს საინჟინრო ლიმიტი სათავეს იღებს 1920-იანი წლებიდან, როდესაც 25  სანტიმეტრიანი (78 ბრუნვა წუთში) გრამაფონის დისკი გახდა ყველაზე პოპულარული ჩამწერი. 78 ბრუნვა წუთში, დისკის უხეში ჭილი და სქელი ნემსი ამცირებდა თითოეულ მხარეს ჩანაწერის ხანგრძლივობას 3 წუთამდე. ამის გამო კომპოზიტორები ცდილობდნენ დაეწერათ 3 წუთიანი მელოდიები, რათა მორგებულიყო დისკს. 1960-იან წლებში, როდესაც ტექნიკა განვითარდა, მელოდიის  დისკზე ჩასწერად აღარი იყო საჭირო 3 წუთიანი ლიმიტი. მაგრამ ხალხის წარმოდგენაში მუსიკის ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა და ისინი უნებურად ქმნიდნენ 3 წუთიან მელოდიებს.

 


Q. რომელია დღესდღეობით ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ვალუტა?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დღესდღეობით ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ვალუტა არის ქუვეითური დინარი. 1 დინარი ღირს 3.33$ (8.15 ლარი).

ქუვეითში ვალუტა ხელოვნურად შენარჩუნებულია დოლარის მიხედვით, მას აქვს ფიქსირებული განაკვეთი, ასერომ მისი ცვალებადობის არე ძალიან ვიწროა.

აი როგორ გამოიყურება ქუვეითური დინარი:

იმედია ეს ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის.


Q. რა უცნაური ფაქტები იცით ცნობილ კინოებზე?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

"ჯანგოს“ გადაღებების დროს დიკაპრიომ ხელი ჭიქის ნამსხვრევზე გაიჭრა და მოგვიანებით ნაკერების დადებაც დაჭირდა. თუმცა ამას არ შეუჩერებია ლეო. მიუხედავად სისხლდენისა, მან თამაში განაგრძო. მოგვიანებით ეს სცენა ტარანტინომ ფილმშიც გამოიყენა.

 


Q. რომლებია ყველაზე დამაბნეველი ფილმები?

Suuns The Revelator
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

David Lynch-ს შეუძლია ამ კითხვაზე გაგცეს პასუხი :)


Q. სიკვდილის წინ ერთი სიმღერის მოსმენის უფლება რომ გქონდეთ რომელს მოუსმენდით და რატომ?

George Petriashvili
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

2Pac Life Goes On... იმიტომ რომ 24 წლის ბიჭი საუბორბს თავის საკუთარ სიკვდილზე ყველაზე პოზიტიურად.