შენთვის საინტერესო კითხვები


Q. სადაური სახელია არტი

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. რა არის საჭირო ნებისყოფის გამოსამუშავებლად? რა უნდა გააკეთო როცა იწყებ საქმეს ან რაიმეს და არასდროს არ მიგყავს ბოლომდე? სურვილი ქრება თუ ინტერესი?

ანონიმი

საქმის დაწყებამდე მიაქციე ყურადღება, თუ რა მოლოდინები გაქვს. კარგი იქნება თუ დაწერ. როგორც წესი არარეალურ მოლოდინებს მოყვება იმედგაცრუება და მოტივაციის დაკარგვა. https://www.youtube.com/watch?v=wuiz_ze-y8M

რათქმაუნდა პირადი მიზეზიც შეიძლება არსებობდეს, ამ შემთხვევაში self-inquiry პრაქტიკა დაგეხმარება.


Q. როგორ ქეითერინგის სერვისს ისურვებდით?

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. მართლა არსებობს თავისუფალი ნება თუ ილუზიაა ყველაფერი?

ამელი
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი აზრით, ყველაფერი ერთად არსებობს, ანუ ნაწილობრივ გარემო გვაყალიბებს და თავს გვახვევს თავის ქცევებს რის შესაბამისადაც  გაუცნობიერებლად გვიჩნდება ჩვენც სურვილები თუ ნება, სხვადასხვა რამისა, მაგრამ ამავდროულად არსებობს გენეტკური კოდი "მე"-სი, რომელი კოდითაც ვიბადებით. მთავარი ალბათ ის არის,  რომ არჩევანი და შესაძლებლობა,  იმის გააზრებისა, ესა თუ ის ნება შენგან მომდინარეობს გარედან თუ საერთოდ როგორ და რატომ გაჩნდა შენში, ყოვეთვის არსებობს.


Q. რატომ არის ასეთი მიუღწეველი მშვიდობა მსოფლიოში?

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. analuri seqsit ikargeba vajishviloba?

Super Administrator
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იცით, უცებ ასეთი კითხვა რომ დავინახე. როგორ ადმინისტრატორმა ვიგრძენი პასუხისმგებლობა რომ ვალდებული ვარ გავაკონტროლო საიტის კონტენტი და ესთეტიკა.  და ისეთი კითხვა იყო რომ დასაფიქრებელია რომ ხომ არ დავბლოკო და წავშალო.

მაგრამ მერე დავფიქრდი რომ რავი თუკი გაინტერესებთ ეს საკითი, ნება თქვენია, უბრალოდ გთხოვთ რომ მომავალში ქართული ასოებით დაწეროთ კითხვა და არა ლათინურით.

 


Q. რომელი დაუწერელი სოციალური კანონები უნდა ვიცოდეთ ყველამ?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. კაცის თავის დაკვრის წესი. მეგობრბთან შეხვედრისას თავი მაღლა ასწიეთ, ხოლო უცხო ადამიანებთან შეხვედრისას- ქვემოთ.
2. თუ პირველად ხარ სტუმრად და მასპინძლებმა ახსენეს, რომ ხვალ ბევრი საქმე აქვთ, ან დაიღალნენ, დროა სახლში დაბრუნდე.
3. თუ ვინმეს ყურსასმენები უკეთია, მას არ სურს საუბარი.
4. გამორთე ტელეფონი კინოში.
5. თუ შენობიდან/ოთახიდან გასვლისას კაცი გაგატარებთ, ან კარებს დაგიკავებთ, არ დაგავიწყდეთ მადლობის თქმა.
6. ავტომობილით მგზავრობისას, თუ შეამჩნევთ, რომ ზებრაზე ადამიანი გადადის, დაუთმეთ გზა.
7. ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით მისი პირადი სივრცე.
8. გამომიწერეთ pasuxebi.ge-ზე :)


Q. აქვს თუ არა ISIS-ს აღიარებულ ქვეყნად გადაქცევის პოტენციალი ?

Lado Chalatashvili
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არ არსებობს ასეთი თეორიული დაშვებაც კი. პირველ რიგში იმიტომ რომ მათი წარმოქმნა არ მომხხდარა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის უფლებების დასაცავად ან უუფლებო ეთნოსის (მაგ. ქურთები) ქვეყნის შესაქმნელად. ISIS-ი არის ალ-ქაედას გამოყოფილი და სადამ ჰუსინის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცრების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობას ვერანაირად ვერ შესძლება, ისევე როგორც ვერ მოახერხა ალ-ქაედამ ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის სტატუსის მიღება თუნდაც ავღანეთს შიგნით.  


Q. რომელმა აპლიკაციამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

აპლიკაცია Forest-ი. ყოველთვის, როდესაც მას ვიყენებ, ხვდები, რომ ის საუკეთესო აპლიკაციაა ჩემს ტელეფონში. 
l საფეხური :  რგავ ნერგს, იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის ხე გინდა რომ გაზარდო. 

II საფეხური: დებ ტელეფონს. მას ვერ გამოიყენებ მითითებული დროის განმავლობაში. თუ დატოვებ აპლიკაციას, შენი ხე გახმება. 

Forest-ი მაიძულებს ვისიამოვნო მომენტებით და არ მოვცდე შესასრულებელ სამუშაოს.  ამ აპლიკაციის მეშვეობით დროს უფრო პროდუქტიულად ვიყენებ.  

 


Q. ბეტმენი რომ რეალური პიროვნება ყოფილიყი, თქვენი აზრით რომელი ცნობილი ადამიანი იქნებოდა ის ?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

სერგეი ბრინი

ძალიან მდიდარი (US$38 მილიარდი), ინტელიგენტი, ტექნიკასთან ახლოს მოფი (Google-ის თანადამფუძნებელი) და კანონის მხარეს მდგომი. 

დამატებითი მინიშნებები:
1. არეული ბავშვობა (მშობლიური ქვეყანა ექვსი წლის ასაკში დატოვა)
2. მისი ფილანტროპული პროექტები დაკავშირებლია ტექნოლოგიების მეშვეობით დიდი პრობლემების მოგვარებასთან.
3. მისი კომპანიის დევიზია "არ ჩაიდინო ბოროტება"
4. მას უყვარს მაღალტექნოლოგიური, გაჯეტებით სავსე ავტომობილები ( Google-ს თვითმავალი მანქანა)


Q. ვინ არის დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ფიდელ კასტრო- ადამიანი, რომლის მოკვლაც შეუძლებელი იყო.

კუბის რევოლუციის ლიდერი დასახელდა ადამიანად, რომლის მოკვლაც ყველაზე ბევრჯერ სცადეს. ის სიკვდილს 638–ჯერ გადაურჩა და გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

კასტროს ლიკვიდაციის მცდელობათა ჩამონათვალში შედის მისი სნაიპერით განადგურება, ფეხსაცმელებში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამოტაჟება, მოწამლული სიგარა.

ამერიკის დაზვერვამ რამდენჯერმე სცადა ფიდელ კასტროს ლიკვიდაცია, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იგი სასწაულით გადაურჩა ყველა თავდასხმას.  დაზვერვამ გადაწყვიტა კასტროს მოსკლავად  ყოფილი საყვარლის გამოყენება. ქალს მისცეს აბები, რომელიც საჭმელში უნდა ჩაეყარა, ფიდელი მიხვდა საყვარლის  ჩანაფიქრს, რის შემდეგადაც მას იარაღი მიაწოდა და სროლა შესთავაზა, თუმცა ამაზე ქალმა უარი განაცხადა. 2016 წელს კუბელი დიქტატორი 90 წლის ასაკში საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა.


Q. რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ომი გამოვუცხადოთ ISIS-ს და შეიარაღებული ძალებით გავანადგუროთ ისინი?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ვთვლი, რომ ამ კითხვის მარტივი პასუხია:

თუ შენ შეიარაღებულ ძალებს გაგზავნი სოფელში, სადაც ფიქრობ, რომ არის ISIS, საიდან გეცოდინება, რომ იქ შემხვედრი ადამიანი დაჯგუფების წევრია/არ არის წევრი? მათ ერთნაირად აცვიათ, არც ერთს არ დააქვს იარაღი, ლაპარაკობენ ერთნაირ ენაზე. შენ ხომ არ შეგიძლია ორივეს ესროლო იმ იმედით, რომ იცოდე,  ტერორისტიც მოკვდება მათ შორის.

დაბომბავ 500 კაციან სოფელს, მოკლავ ყველას-კაცებს, ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს- რათა დარწმუნდე, რომ აისისის 25-50 წევრიც მოკვდება მათთან ერთად?