შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რომლებია ყველაზე უცნაური კანონები რაც კი ოდესმე გსმენიათ?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

სინგაპურში, კანონსაწინააღმდეგოა საკუთარ სახლში შიშველი სიარული. თუ შენი მეზობელი დაგინახავს და ამას პოლიციას შეატყობინებს, მოგიწევს 2000$ ოდენობის ჯარიმის გადახდა, საჭიროების შემთხვევაში პოლიციას აქვს უფლება სახლში შემოგეჭრას და ძალის გამოყენებით ჩაგაცვას.

სინგაპურის ტერიტორიაზე ასევე სასტიკად აკრძალულია საღეჭი რეზინის გაყიდვა-მოხმარება, ვინც ამ კანონს დაარღვევს, სასტიკად დაჯარიმდება, ხოლო თუ ვინმე ამ წებოვან მასას მიწაზე დააგდებს, შეიძლება ციხეშიც მოხვდეს.


Q. რატომ აკრავს ხალხი ავტომობილებს "baby on board" ნიშანს?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შვილი რომ შემეძინა, მანქანას ეს ნiშანი დავუმაგრე. ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ველოდებოდი უკან მყოფი ავტმობილები უფრო ფრთხილად გაატარებდნენ, თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს ჩემთვის ბენეფიტი იქნებოდა. 
მავარი მიზეზი იყო ის, რომ ბავშთან ერთად ყოველთვის ფრთხილად ვატარებდი. უცბდ არ ვკრეფდი სიჩქარეს, არ ვაკეთებდი სწრაფ და უხეშ მოძრობებს. მწვანე სანთებისას უმალ არ ვძრავდი მანქანას. უმეტესად ნელა ვატარებდი. ამ ნიშნის დანახვის შემდეგ,  ჩემს უკან მდგმი ავტომობილები არ იფიქრებდნენ და შეწუხდებოდნენ იმით, რომ ძალიან ნელა ვფიქრობ, ან ზეტმეტად ნელა ვატარებ, უბრალოდ თუ ვაფერხებ მათ, მშვიდად გადამისწრებენ და გააგრძელებენ თავიანთ გზას.


Q. როგორ განისაზღვრება 2017 წლის კანონპროექტის მიხედვით საქართველოში ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და მოცულობა?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ეს გადასახადი 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.


Q. რა პრივილეგიები გვექნება თუ ამერიკის მწვანე ბარათს (green card) მოვიგებთ?

Mariam Lezhava
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მცდარი წარმოდგენების თუ მოსმენილი ჭორების გამო ბევრს გონია რომ მწვანე ბარათის მოგებით მას უფასოდ ჩაიყვანენ ამერიკაში, აეროპორტში გაუშლიან წითელ ხალიჩას, მისცემენ სახლს , მანქანას, სამსახურს. 

ვისაც ზემოთხსენებულის ჯერა სამწუხაროდ უნდა იმედები გავუცრუოთ და ვუთხრათ, რომ თავად მოუწევთ მოგზაურობასთან და იქ დასახლებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღება და ტყუილუბრალოდ არავინ არაფერს არ გვჩუქნის.

ყველაზე დიდი რამ, რასაც გამარჯვებული მართლა იგებს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონიერი მუდმივი მცხოვრების სტატუსი ანუ ცხოვრების და მუშაობის უფლება. გარდა გარკვეული პოლიტიკური უფლებებისა (როგორიცაა არჩევნებში ხმის მიცემა ან მონაწილეობა) თითქმის მოქალაქესთან გათანაბრებული ყველა დანარჩენი უფლებით სარგებლობს მწვანე ბარათის მფლობელი. ჩასვლიდან 5 წელიწადში კი შეუძლია შეიტანოს საბუთები და მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა. ყველა ის ბენეფიტი, ანუ სიკეთე რაც მოქალაქეობასთანაა დაკავშირებული რა თქმა უნდა გადავა თქვენს შთამომავლებზე.

თუ გამარჯვებულს ყავს მეუღლე და შვილები, საქმრო ან საცოლე – შეუძლია ისინი მოგების შემთხვევაში თან წაიყვანოს. მოქალაქეობის მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კი უფლება ეძლევა საიმიგრაციო ვიზით დაასპონსოროს და წაიყვანოს მშობლები შტატებში საცხოვრებლად, რომლებიც თავის მხრივ მიიღებენ მწვანე ბარათს.


Q. რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ შევძლო სისხლის ჩაბარება?

Mariam Lezhava
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
•    თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
•    თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
•    თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია.
•    თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
 
სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
•    გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
•    მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
•    გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები.
•    უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
•    რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
•    იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60  წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, სისხლის აღება  არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს  ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ. 
მიუხედავად ამისა  პიროვნებისაგან  სისხლის გაღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ.


Q. რა არის, ძალიან მარტივი რამ, რაც ადამიანს აბედნიერებს?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რთული  პერიოდი მქონდა, როდესაც უმარტივესმა წესმა შეცვალა ჩემი ცხოვრება.
წესი: როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდები პირველი, რასაც ჩემს ცოლს ვუყვები, არის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა რაც ამ დღეს მოხდა.

არა გამონაკლისები, ჩივილი თუ წუწუნი. უბრალოდ საუკეთესო რამ, რაც დღეს შემემთხვა, თუნდაც ეს იყოს უბრალო გემრიელი ფინჯანი ყავა. ეს წესი მეხმარება ოჯახში საღამო პოზიტიურად დავიწყო და ამ პოზიტიურმა ნოტამ შეცვალა ჩვენი ურთიერთობაც.


Q. რატომ ქორწინდებიან ადამანები?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი თანამშრომელი ფილოსოფიურად მოაზროვნე კაცია, არასოდეს დაქორწინებულა. ახლაც არავინ ჰყავს. ადრე შეყვარებული იყო, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არ უნდოდა და საბოლოოდ ქალმაც მიატოვა.

ერთხელ მითხრა: " მას რომ ოდესმე ვყვარებოდი, არ დასჭირდებოდა ქორწინების უხილავი ძაფი ჩემთან ერთად ყოფისათვის. სინამდვილეში სათანადოდ არ ვუყვარდი და ეს მიზეზი გამოიყენა დასაშორებლად."
დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე სანამ რაღაც არ შემემთხვა...
ჩემმა მშობლებმა საშინლად იჩხუბეს, ასეთი დაძაბულობა ოჯახში არასოდეს ყოფილა. დედაჩემმა დაიფიცა, რომ მამას აღარასოდეს დაელაპარაკებოდა და მათ თვეები ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის.
ძალიან ვღიზიანდებოდი როცა ვუყურებდი როგორ ნერვიულობდა დედაჩემი, ერთხელაც ვკითხე თუ რატომ არ ტოვებდა მამას! მან კი მიპასუხა, რომ დაქორწინებული იყო მასზე და დაიფიცა, რომ სიხარულის და გაჭირვების დროს მის გვერდით ინებოდა, ახლა კი ყველაზე დიდი "გაჭირვება" ჰქონდათ.
ახლა, ერთი წლის შემდეგ, ისინი ბედნიერები არიან ერთად, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ყველანაირი წყენა დაივიწყეს და თავს ძაიან კარგად 
გრძნობენ.
საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ ურთიერობა არ ემყარება მხოლოდ სიყვარულს, მას ხშირად თან სდევს მედგაცრუება, შუღლი და შეუთანხმებლობა.
 ქორწინება არის ის უხილავი ძაფი, რომელიც იცავს სიყვარულს მაშინ, როდესაც ჩნდება გაუგებრობები. ის აკავებს ურთიერთობას ამ რთული პერიოდის დროს.
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, რამდენადაც არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, დადგება სირთულეების პერიოდი და ქორწინების უხილავი ძაფი ეცდება შეინარჩუნოს სიყვარული. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ქორწინებას ჰგავს ნაჩქარევი გადაწყვეტლების მიღებამდე ათამდე დათვლის ეფექტს.  


Q. რა მოუვა ავტომობილს თუ ზეთის გამოცვლის გაფრთხილებას ყურადღებას არ მიაქცევ?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ასე გამოიყურება აუდის გამოუყენებელი ძრავის ცილინდრის თავი.

ასე კი, როდესაც მას კარგად იყენებენ და უვლიან.

და ასე, როდესაც ერთი და იგივე ზეთით 135000 კილომეტრს გაივლი.

 

თუ ამ ჭუჭღიანი ნივთიერების ნარჩენი არასწორ ადგილას მოხვდება, ის აბრკოლებს ზეთის არხს და ანადგურებს მთლიანად ძრავს.


Q. მართალია თუ არა, რომ ბანანები რადიოაქტიურია, თუ ეს სიმართლეა, მათი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება რომ მოგკლას?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დიახ. არა.

ბანანი ოდნავ რადიოაქტიურია, რადგან ის შეიცავს კალიუმს და კალიუმი ლპება.
კალიუმი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. ძალიან ბევრი ბანანი უნდა შეჭამო, რათა შეეჯიბრო სხეულში კალიუმის ბუნებრივ დოზას.
სხვა რადიოაქტიური, კალიუმით მდიდარი საჭმელებია: შპინატი, თეთრი ლობიო, გარგარი, ორაგული, ავოკადო, სოკო და იოგურტი.
ჯერ არავის ჰქონია რადიაციული დაავადება ბანანის ჭამისგან.


Q. რა არის ცხოვრების აზრი, თუ ბოლოს მაინც ყველანი მოვკვდებით და არაფერი გვემახსოვრება?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ნამცხვარს თუ შევჭამთ, ის დამთავრდება და მისგან აღარაფერი დარჩება, მაშინ რა არის მისი მირთმევის აზრი?

აზრი სიამოვნების მიღებაშია. თუ მოგართმევენ ნამცხვარს, ხომ არ უპასუხებთ, "არა, მადლობა. ნამცხვარს სამუდამოდ ვერ შევჭამთ, ის ამოიწურება, ანუ აზრი არ აქვს მის ჭამას." რა თქმა უნდა, არა! შეზღუდულობა არ ხდის მას ნაკლებ სასიამოვნოს.
ნუთუ არ გამოიყურება ის მადის აღმძვრელად? ასევეა ცხოვრებაც.