შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რომელია ყველაზე რთული კომპიუტერული თამაში?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი გამოცდილებიდან, ყველაზე რთული თამაში რაც კი ოდესმე მითამაშია არის EVE: Online.

ეს არის თამაში, სადაც შეგიძლია იყო ყველაფერი. EVE: Online იმდენად დიდი და მრავალფეროვანი თამაშია, რომ შენ შეიძლება ასობით საათი გქონდეს ნათამაშები, იყო გამოცდილი ფლოტის მთაური, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდეს როგორ მოიპოვო მადანი. ასეთი მრავლისმომცველია ის.

თამაში, რომელსაც არ აქვს რეალური მიზანი- ეს არის მასობრივი მულტიფლეიერული თამაში, რომლის მთავარი იდეაა პირადი კარიერის მოწყობა. გინდა გახდე პოლიტიკოსი? იყავი! გინდა გახდე მხედართმთავარი? იყავი! ვიცნობ ხალხს, რომელიც ცხოვრების გზის საპოვნელად იწყებს თამაშს. ეკონომისტის სტატიას ვკითხულობდი, სადაც ეწერა, რომ EVE: Online-ს ეკონომიკა რეალურ ეკონომიკასაც უახლოვდება თავისი სირთულით.


Q. გაგიჟებამდე რამდენი ხანი გაძლებს ადამიანი ხალხთან უკონტაქტობას?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამის დასადგენად რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო.

ყველაზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ განმარტოება ნებაყოფლობითია თუ არა.

თუ ის ნებაყოფლობითია, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ დაახლოებით 10 წელი მარტო, ბედნიერად ყოფნა. თუ ადამიანური კონტაქტის ნაკლებობა გამოწვეულია ბუნებრივი პირობებით, მაგალითად, მიტოვებულ კუნძულზე იმყოფები, მაშინ წლიბით შეძლებ არსებობას. ყველაზე ცუდია თუ შენს გარშემო არიან ადამიანები, მაგრამ მათთან  ვერ/არ კონტაქტობ, ეს მძიმე დეპრესიას იწვევს და შეიძლება საქმე თვითმკვლელობამდეც მივიდეს.

 


Q. რომელია ყველაზე უცნაური ფაქტი/ფრაზა ბიბლიაში?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემთვის 5 ყველაზე უცნაური მონაკვეთი ძველი აღთქმიდან:
1. მეორე რჯული 25:11- თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება, ხელის მტევანი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
2. მეორე მეფეთა 2:23- იქიდან ბეთელში წავიდა იგი. აღმართს რომ მიუყვებოდა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან და დაცინვა დაუწყეს: „წადი, შე მელოტო, წადი, შე მელოტო!“ ბოლოს მიუბრუნდა იგი და იეჰოვას სახელით დაწყევლა ისინი. გამოვიდა ტყიდან ორი ძუ დათვი და მათგან ორმოცდაორი ბავშვი დაგლიჯა. იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და ისევ სამარიაში დაბრუნდა.
3. მეორე რჯული 23:1- ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში. 
4. ლევიანნი 24:16- უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.  ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
5. ეზეკიელ წინასწარმეტყველი 23:19- გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა. მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი. ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა. ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან.

 


Q. რატომ გაჩნდა ოზონის ხვრელი ანტარქტიკის და არა ჩრდილოეთის პოლარული წრის თავზე?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ოზონის ხვრელი ჩნდება ოზონდამშლელი ქიმიკატებისგან (CFS). როდესაც CFS-სს ხვდება ულტრაიისფერ სხივები, ისინი გამოსცემენ ქლორს. ქლორი რეაქციაში შედის ოზონთან, ანადგურებს მას, რათა გამოუშვას ქლორის მონოქსიდი და ორატომიანი ჟანგბადი.
ეს რეაქციები ყველაზე ეფექტურია, თუ მიმდინარობს ყინულის კრისტაელბის ზედაპირზე, სტრატოსფეროში. რაც უფრო მეტად ცივა, მით მეტია ყინულის კრისტალები.
ანტარქტიკა არქტიკულ წრეზე ცივია, რადგან მიწის თანაფარდობა წყალთან უფრო დიდია.
მაშასადამე, სამხრეთ პოლუსზე უფრო მეტად იშლება ოზონი ვიდრე ჩრდილოეთ პოლუსზე. 


Q. რომელი სასარგებლო სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება შემიძლია მოკლე დროში?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. ილაპარაკე ხმამაღლა და გარკვევით- გაუმარტივე ხალხს მოისმინოს შენი სათქმელი.
2. გაღიმებისას გამოაჩინე კბილები- უფრო კარგად და გულწრფელად წარმოაჩენ თავს.
3. გააკეთე განცხადებები- ისინი უფრო სახალისოა ვიდრე შეკითხვები.
4. ყოველთვის დაასრულე წინადადება- არ მისცე ხალხს უფლება გაგაწყვეტინონ.
5. გაიცინო როდესაც ადამიანები სასაცილოს ამბობენ- არ შეიკავო სიცილი, ისინი უკეთ იგრძნობენ თავს.
6. მოიქეცი ისე, თითქოს ყველა შენ მეგობარია- გაგიმარტივდება მეგობრების შეძენა.
7. ისაუბრე საუზმეზე რომელიც დილით მიირთვი- ხალხს უყვარს საჭმელებზე საუბარი.
8. მოყევით საინტერესო ისტორიები მსოფლიოზე- ხალხს უყვარს გასაცარი ისტორიების მოსმენა.
9. იყავი თავმომწონე მაგრამ იხუმრე საკუთარ თავზეც- ხდები უფრო მხიარული და სასაცილო.
10. გაუზიარე პირად ცხოვრების დეტალები- ადამიანები უფრ მარტივად მოგენდობიან. 
11. უთხარი ადამიანებს რა მოგწონს მათში- ამან შეიძლება გამოუკეთოს მათ დღე.
12. ილაპარაკე ტაბუდადებულ თემებზე- გექნება უფრ საინტერესო საუბრები და ადამიანებს მეტად დაამახსოვრდები.
13. დაუსვი სახალისო კითხვები- ამას ყოველთვის მოყვება სასიამოვო საუბარი.
14. როდესაც გაქვს ეჭვი ილაპარაკე ხმამაღლა- ეს ატყუებს ტვინს და გხდის უფრო თავდაჯერებულს.


Q. რა ფერისაა მარსის ცა?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ დავსვავდი კითხვას "რა ფერისაა ცა დედამიწაზე?" როგორ უპასუხებდი?
ეს არის ერთგვარი კოლაჟი, რომელიც შევადგინე ერთ-ერთი დასვენებისას, როდესაც ცას ვუღებდი სურათებს.


დედამიწაზე ცის ფერი ძალიან ხშირად იცვლება, ის დამოკიდებულია მზის კუთხეზე, ტემპერატურაზე, პოზიციაზე, ცაში მტვრის დონეზე და ა.შ. მარსი ამ მხრივ არც ისე მრავალფეროვანია.

მარსის ცის ისეთი ფერის პოვნა, როგორსაც ნახავდა მის მიწაზე მდგომი ასტრონავტი, ძალიან რთულია. გამოგზავნილი კამერები ძირითადად შავ-თეთრებია და მხოლოდ მეცნიერებისთვის საინტერესო ინფორმაციებს აგროვებენ. ასევე მარსის ცის მტვერი და ყინულის კრისტალებიც მოქმედებენ ფერის აღქმაზე.
აი ნიმუში. ეს შევადგინე მარსის ცის რეალურად მიჩნეული ფერების სხვადასხვა სურათებიდან.


თუ ვინმე გკითხავთ, რა ფერისაა მარსზე ცა, აირჩიეთ რომელიმე ამ რვა ფერიდან და თქვენ მართალი იქნებით. 


Q. არის თუ არა უბრალო დამთხვევა სიზმრის ახდენა?

khatia khosroshvili
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

  მიზიდულობის კანონი მუშაობს ყველაფერში. ( ჩემი აზრით)  ხოდა თუ გავითვალისწინებთ, რომ სიზმრებში ადამიანები საკუთარ  გაუცნობიერებლ სურვილებსა და შიშებს ხედავენ, შესაძლოა რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებიან მათ. ( ანუ თავს ვიპროგრამებთ ჩვენდაუნებურად :))) 


Q. ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი რა ყოველდღიური მეთოდები იცით?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. ეცადე არ იკვებო არაჯანსაღი საკვებით- ათასში ერთხელ არაუშავს, მაგრამ არ აქციო ყოველდღიურობად.

2. დალიე წყალი საკმარისად- თუ მოგწყურდა, დალიე წყალი და არა სხვა სითხე. შეეცადე დღიური რაციონი იყოს 3 ლიტრი. არ მიიღო ის სადილისას, არამედ მანამდე ან მის შემდეგ.

3 არ ნერვიულო- რეალურად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მოიქეცი ახალგაზრდულად, იგრძენი თავი ახალგაზრდად, დარჩი ახალგაზრდა.


Q. ახლა რომ 20 წლის ასაკში დაბრუნდე, რას გააკეთებდი სხვანაირად?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. არ დავიწყებდი სასიყვარულო ურთიერთობებს. ეს იყო ფუჭი დროის კარგვა.
2. ვიმუშავებდი საკუთარ თავზე, რათა გამეუმჯობესებინა უნარ-ჩვევები და გავმხდარიყავი წარმატებული.
3. ვივარჯიშებდი მეტს და ვიკვებებოდი უფრო ჯანსაღად.
4. არ გავსინჯავდი სიგარეტს.
5. ვიქნებოდი უფრო ორგანიზებული.
6. დავზოგავდი ფულს და სამომავლოდ გადავინახავდი.
7. ჩემს ეგოს დავთრგუნავდი და ადამიანებს სასიამოვნოდ მოვექცეოდი.
8. წავიკითხავდი წიგნებს და შევეცდებოდი წერით უნარების დახვეწას.
9. ვისწავლებდი საჭმლის მომზადებას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილის აუცილებლობა 25 წლის ასაკში გავაცნობიერე. ვიცი, რომ 5 წელი არც ისე დიდი დროა, მაგრამ ვრძნობ, რომ ცხოვერებაში ამით ბევრი დამაკლდა.