შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გამძლეობა.
დედაჩემს ჰქონდა მძიმე ბავშვობა. მშობლებმა მიატოვეს და საცხოვრებლად  ნათესავებთან გაუშვებს, მათ კი მისი მიღება არ უნდოდათ. 14 წლისას მძიმე სამუშაოს კეთება უწევდა თავის გადასარჩენად. როდესაც ვიზრდებოდი, ეს ისტორია არ ვიცოდი- უბრალოდ ვხვდებოდი, რომ ის იყო შესანიშნავი დედა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა, რათა შვილებისთვის მიეცა ის, რაც მას მშობლებმა ვერ მისცეს.
მან მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ ის, რაც თავს გადაგხდება, არამედ ის, თუ როგორ გაუმკლავდები გაჩენილ პრობლემას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ჩავარდები განსაცდელში, არ უნდა შეწყვიტო წინ სვლა და უნდა იბრძოლო მიზნის მისაღწევად.


Q. რა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს ბევრი სელფის გადაღებას?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამერიკელი მეცნიერები სელფომანიას გონებრივ აშლილობად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს არის აკვიატებული და დაუძლეველი სურვილი გადაუღო საკუთარ თავს ფოტო, განათავსო ის ინტერნეტში და ამ გზით შეივსო საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა. აკვიატებული მცდელობა გადაიღო სელფი ემყარება ეგოიზმს, ნარცისიზმს და ზოგჯერ გამოწვეულია არასრულფასოვნების კომპლექსით. მეცნიერებმა მენტალური აშლილობის სამი ფორმა გამოავლინეს: ”დემოკრატიული სელფომანია”- დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ იღებთ ფოტოს, მაგრამ მას სოციალურ ქსელში არ ათავსებთ.”მწვავე სელფომანია”- დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ იღებთ ფოტოს და ყველა მათგანს სოციალურ ქსელებზე ტვირთავთ.”ქრონიკული სელფომანია”- უკონტროლო სურვილი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიღო ფოტო და მინიმუმ 6 მაინც გაუზიარო სოციალური ქსელის ვირტუალურ მეგობრებს.

 


Q. რაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ადამიანს არ აქვს Facebook -ი და არც აპირებს მის შექმნას?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შეხედეთ ფილმის პრემიერაზე მოსულ მოხუც ქალბატონს. სანამ დანარჩენი ხალხი ცდილობს ცნობილ მსახიობებთან სურათები გადაიღოს და დაპოსტოს, მას შეუძლია უბრლოდ დატკბეს სანახაობით და მთლიანად შეიგრძნოს მომენტი.

ამ ქალბატონს შესაძლოა ჰქონდეს/არ ჰქონდეს Facebook, მაგრამ როგორც სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი, ვფიქრობ, რომ აქ პოპულარობა ნიშნავს გქონდეს ბევრი მოწონება პოსტებზე და ფოტოსურათებზე. დავფიქრდეთ ყოველდღიურად რამდენი დრო გვეხარჯება ამ like-ების დასათვალიერებლად და ამ დროის პროდუქტიულად გამოყენების როგორ შანსს ვუშვებთ ხელიდან.


Q. რომლებია ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვები?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ვაჟა ფშაველამ სიკვდილის წინ მოითხოვა იატაკზე ახლადმოჭრილი ხის ტოტები, ბალახი და ყვავილები დაეყარათ, რათა ზედ დაწოლილიყო და ერთხელ კიდევ ეყნოსა ახლადმოცელილი თივის სურნელება და საბზლის  ბურდოში გატარებული

ბედნიერი ბავშვობის ღამეები მოეგონებინა,

სიკვდილის დღეს გამალებით კითხულობდა რომელი საათია, შუადღისას მოწყალების დას ისევ შეეკითხა რომელი საათიაო, სამიო უპასუხა მან, მასაც უთქვამს "მიკვირს, რომ ექვს საათამდე როგორ ვიცოცხლებ, ვგრძნობ,რომ ეს საათი ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი საათია", ვაჟამ კიდევ 4 საათი იცოცხლა, საღამოს ექვს საათზე მან თავი ცუდად იგრძნო, შვიდ საათზე კი გარდაიცვალა.


Q. რატომ ჩნდება ნაბახუსევი და როგორ ავირიდოთ თავიდან მისი უსიამოვნო სიმპტომები?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ნაბახუსევს იწვევს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, რომელიც გარდაიქმნება მომწამლავ ნივთიერებად - აცეტალდეჰიდად, რომლის ზემოქმედებითაც ორგანიზმში სხვა ტოქსინები წარმოიქმნება.

ნაბახუსევის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გზაა, რომ ბევრი არ დალიოთ. მაქსიმალური უწყინარი დოზა მამაკაცებისთვის დღეში 3 ულუფაა, ხოლო ქალებისთვის - 2 (1 ულუფად ითვლება 1 ჭიქა ლუდი, 150 მლ ღვინო ან 45 მლ არაყი). ნაბახუსევთან ბრძოლა ორგვარად შეიძლება: პრევენციით და არასასიამოვნო სიმპტომების ნეიტრალიზაციით.

როგორ ავირიდოთ ნაბახუსევის სიმპტომები?
• წვეულების შემდეგ, ძილის წინ, დალიეთ რძე - ის ორგანიზმს ნებისმიერი ტოქსინის დამარცხებაში დაეხმარება.
• ვიდრე სუფრას მიუჯდებით, 2-3 საათით ადრე გადაკარით 50 გრამი არაყი. ეს ორგანიზმს დატვირთვისთვის მოამზადებს. თუ შესაძლებელია, არაყს შეურიეთ ელეუტეროკოკის ნაყენი - ეს საოცარი მცენარე მეორე დილით მოსალოდნელი ტანჯვისგან გიხსნით.
• სუფრასთან სვით მხოლოდ ერთი სახეობის სპირტიანი სასმელი.
• ნუ დაიწყებთ სმას ტკბილი ღვინით, შამპანურით ან კონიაკით; სასმელს დააყოლეთ მოხარშული კერძი ან მჟავე კომბოსტო, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედებას გაანეიტრალებენ.
• წვეულების მსვლელობისას დროდადრო იცეკვეთ, იმოძრავეთ, გადით ჰაერზე, იაქტიურეთ.
• ეცადეთ, გაისუფთაოთ კუჭი.
• ძილის წინ მიიღეთ ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები - შტოში, ასკილი, ლიმონი, გრეიპფრუტი.
• მიიღეთ გააქტიურებული ნახშირი.
• ძილის წინ კარგად გაანიავეთ საძინებელი, რათა რაც შეიძლება სუფთა ჰაერზე დაიძინოთ.
• ეცადეთ, ნაკლებად მოსწიოთ.
• ნუ დაიწყებთ სმას მშიერ კუჭზე - ჯერ კარგად დანაყრდით.
• გაზიან და უგაზო სასმელებს ერთმანეთში ნუ აურევთ - ასეთი კოქტეილი მალე წაგაქცევთ, რადგან გაზი ხელს უწყობს ალკოჰოლის სისხლში შეღწევას.
• თუ მკურნალობთ, ანუ რეგულარულად სვამთ წამალს, სპირტიან სასმელებს თავი არიდეთ. ალკოჰოლისა და წამლების ერთდროული მიღების ეფექტი შესაძლოა ძალზე არასასიამოვნო აღმოჩნდეს.
• თუ არ გაქვთ ალერგია, სმის დაწყებამდე მიიღეთ უმი კვერცხი.


Q. რომელი ჰობი გაგხდის უფრო ჭკვიანს?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1.       ჭადრაკი.

ჭადრაკი არამხოლოდ კარგი ჰობია, არამედ დამტკიცებულია, რომ ვარჯიშთან ერთად ის გხდის უფრო ჭკვიანს და ავარჯიშებს ტვინის ორივე მხარეს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მოსწავლეებში ის IQ-საც ზრდის, ასტიმულირებს კრეატიულობას, აუმჯობესებს მახსოვრობას, აძლიერებს კონცენტრაციას, ახდენს ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას.

2.       კითხვა

კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია გონების განვითარებისთვის. ის ზრდის ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს, კრეატიულობას და უნარჩუნებს ტვინს ახალგაზრდობას. ის არამხოლოდ ამსუბუქებს სტრესს ადამედ ასტიმულირებს თავის ტვინს, აშენებს ახალ სინაპსებს (ნერვული უჯრედების შემაერთებელი ადგილები), აძლიერებს მათ და ავარჯიშებს. კითხვა ზრდის ლექსიკურ მარაგს, ვერბალურ გონებას და კარგად მოქმდებს მახსოვრობაზე.

3.       ვარჯიში

მსოფლიოს მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ვარჯიში კარგია ადამიანის ტვინისთვის. ის მაცირება სრესს, აუმჯობესებს ტვინში სისხლის ცირკულაციას. ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარტივ აერობიკის სავარჯიშოსაც შეუძლია ჰიპოკამუსის ზრდა. ასერომ, გირბენიათ თუ არა მარათონი, გივარჯიშიათ თუ არა ოდესმე, გირჩევდი ახლავე დაგეწყოთ რეგულარული ვარჯიშები. განსაკუთრებით კარგია თუ ვარჯიშს დილით დაიწყებთ. სამუშაო დღის დაწყებამდე ვარჯიში კარგდ აზროვნებაში და მთელი დღის ენერგიულად გატარებაში დაგეხმარებათ.


Q. არის თუ არა კიბოს გაჩენის რეალური მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესი?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კიბოს რეალური წარმოშობის მიზეზი შემდეგნაირია: შენი სხეულის უჯრედების დაახლოებით 37 ტრილიონში არის შენი გენომის ასლი, რომელიც შეიცავს 3135000000 წყვილ ნუკლეინის მჟავას, რომელიც ორ რიგადაა განლაგებული. მათი უმრავლესობა იყოფა და ქმნის თავიანთ ასლებს. სიცოცხლის მანძილზე შენი სხეული შექმნის ამ წყვილების დახლოებით კვადრილიონ, კვინტილიონ, სიქსტილიონ და სეპტილიონ ასლებს.
მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ასე არ ხდება. და ასლები ასე იდეალურად ვერ იქმნება. შეცდომა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციამ, სიგარეტის მოწევისგან გამოწვეულმა ზიანმა, პაპილომა ვირუსმა ან თუნდაც დიეტის ფაქტორებმა. ასამდე განსხვავებული კიბო არსებობს, რომელთაც ერთი პრინციპი აერთიანებთ: ცვლილების, ან ასლების წარმოქმნის შეცდომის (მუტაცია)  დროს უკონტროლებელი ხდება უჯრედების გაყოფა. უჯრედები აღარ რეაგირებენ ნორმალურ სიგნალებზე " შენი საქმე დამთავრებულია, ახლა განადგურდი"(აპოპტოზი) და სიმსივნედ გარდაიქმნებიან .
კიბო მხოლოდ ადამიანების დაავადება არ არის, მას ვხვდებით ძაღლებში, კატებში, ვირთხებში, თუ ზვიგენებში. ათასობით მილიონი წლის წინ დინოზავრებსაც ჰქონდათ ეს დაავადება.
თანამდეროვე მსოფლიოში არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან კიბოს გაჩენის რისკს, ასეთი ფაქტორებია: მოწევა, ჰაერის დაბინძურება, თუნდაც არაჯანსაღი სავები (მაგრამ არა მობილური ტელეფონი და მიკროტალღური ღუმელი, ეს უბრალოდ მითია), მაგრამ კიბოს გავრცელების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით თუ როგორ ვუმკურნალოთ მას. დღესდღეობით ამდენი ადამიანი იმიტომ იღუპება კიბოსგან, რომ ისინი გადაურჩნენ წარსულს, სადაც მათი წინაპრები მალარიით, ჭლექით თუ შავი ჭირით იხოცებოდნენ. კიბო გვიანდელი ასაკის დაავადებაა: რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ, შანსი იმისა, რომ უჯრედების გამრავლებაში მოხდეს შეცდომა იზრდება. ექიმებს ძალან კარგად შეუძლიათ შეუნარჩუნონ ადამიანებს სიცოცხლე იქამდე, სანამ მათ კიბო დემართებათ. ახლა მათ მხოლოდ კიბოს მკურნალობის მეთოდის პოვნა დარჩენიათ.