შენთვის საინტერესო კითხვები


Q. გაქცევს თუ არა სიმდიდრე უფრო ბედნიერ ადამიანად?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

სურათს დავიხმარებ უკეთ ასახსნელად.

სიმიდრე იგივეა რაც საწვავი ავტომობილისთვის. რაც უფრო მეტი გაქვს, მოკლე დროში მით უფრო შორს წახვალ და არ მოგიწევს ბენზინგასამართ სადგურებზე ხშირი გაჩერება.

საწვავი ვერ მოგცემს ბედნიერებას. ის გაძლევს მოგზაურობის თავისუფლებას. ფულის შემთხვევაშიც ანალოგიურადაა საქმე.  მას არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ გაძლევს მეტ თავისუფლებას ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში, რამაც შეიძლება მიგიყვანოს, ან ვერ მიგიყვანოს ბედნიერებამდე.


Q. როდესაც ვშოულობ ფულს, ღარიბდება თუ არა ამით სხვა?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

წარმოიდგინე ორი ადამიანისგან შემდგარი ეკონომიკა. შენ იჭერ თევზს, შენი მეგობარი ჭრის ხეებს და ჩეხავს შეშას. შიშველი ხელებით შენ იჭერ დღეში ორ თევზს. ერთი თევზის სანაცვლოდ მეგობრისგან იღებ 10 ცალ შეშას. 
ერთ დღესაც, თევზაობისას შენ გადაწყვიტე, რომ გჭირდება ბადე. ბადის მეშვეობით შეძლებ დაიჭირო  დღეში 5 თევზი.
შეგიძლია გააგრძელო მეგობართან ვაჭრობა და ერთი თევზის სანაცვლოდ ისევ 10 შეშა მიიღო. მეგობრის მდგომარეობა ამით არ შეიცვლება, მაგრამ შენ გახდები უფრო მდიდარი.
შენ გადაწყვეტ, რომ ორი თევზის სანაცვლოდ გინდა 15 ცალი შეშა. მეგობარს აქვს მეტი საკვები, ანუ მეტი ენერგია და მას მეტი შეშის დაჩეხვა შეუძლია, შენც მეტის ყიდვის საშუალება გაქვს. ორივე ხართ უფრო მდიდრები, არავინ გაღარიბებულა. ასევეა მსფლიო ეკონომიკაშიც.


Q. შესაძლებელია თუ არა უმუშევრობის დაზღვევა საქართველოში?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზოგადად, უმუშევრობის დაზღვევა სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტია და მისი შემოღება აუცილებელია, რადგან სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანის სრულიად უსახსროდ დატოვება სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლობაა. მთავრობის წარმომაგენლები არ უარყოფენ უმუშევრობის დაზღვევის მნიშვნელობას, მაგრამ პრობლემა საკმარისი სახსრების არ ქონაა. როგორც ვიცი, სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს დაზღვევის შემოღებას, მაგრამ როდის, რა პირობებით და მსგავსი დეტალები უცნობია. რამდენიმე წლის წინ კერძო სადაზღვეო კომპანიას ჰქონდა უმუშევრობის დაზღვევა, მაგრამ ვერ იმუშავა და გააუქმეს.


Q. რა იწვევს თმის ცვენას?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თმის ცვენის მიზეზები შეიძლება იყოს მარტივი. როგორიცაა ვიტამინის დეფიციტი და კომპლექსური - მძიმე სამედიცინო მდგომარეობები. თმის ცვვას ძალიან ბევრი რამ იწვევს, შევეცდები ძირთადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზები ჩამოვთვალო:
 

ფიზიკური სტრესი - დიდი და სერიოზული ფიზიკური ტრავმა , ავარია, ქირურგიული ოპერაცია, მძიმე დაავადება, გრიპიც კი. შეიძლება გახდეს თმის ცვენის დროებითი მიზეზი.  
ორსულობა - ორსულობაში საკმაოდ ხშირია თმის ცვენა, უფრო ხშირი კი მშობიარობის შემდგომი თმის ცვენაა, ვინაიდან მშობიარობა ნამდვილად დიდი ტრავმაა.  თმების ზრდა ისევ ნორმალურ რიტმს უბრუნდება რამდენიმე თვეში მშობიარობიდან.
A ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება - მაღალი დოზებით ა ვიტამინი შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი. ამიტომ, ა ვიტამინის    5000 საერთაშორისო ერთეულზე მეტის მიღება სასურველი არ არის. ა ვიტამინით თმის გამოწვეული თმის ცვენა დროებითია,  როგორც კი ნორმას დაუბრუნდება ა ვიტამინის დონე  თმის ზრდა  განახლდება.
ცილების ნაკლებობა -  თუ არ იღებთ სათანადო ოდენობით ცილებს  თმის ცვენა შეიძლება ნამდვილად პრობლემად გექცეთ. ასევე თმის ღეროების დაყოფა და ფრჩხილების პრობლემებიც.   თმის ცვენა იწყება ცილების მიღების შემცირებიდან დაახლოებით  2-3 თვეში. 
თმის ცვენა მამაკაცური ტიპით - კაცების 70 % 60 წლისთვის უკვე მელოტია.  ყოველ შემთხვევაში მამაკაცური ტიპით მაინც.  ამის მიზეზს გენეტიკური წინასწარ განწყობა, მამაკაცის სასქესო ჰორმონები და  გარემო ფაქტორების ერთობლიობა წარმოადგენენ.   მამაკაცის სასქესო ჰორმონები განაპირობებენ ე.წ. M ის ფორმის თმის თმების სტილს.  გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, ან ფინასტერიდი. ან თმის გადანერგვა. წამლები მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
გენეტიკა - ქალების შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი ხშირად არის გენეტიკა. ასეთი ფორმით  თმის ცვენას ანდროგენულს უწოდებენ. განსაკუთრებით ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი თუ თმის ცვენა დაეწყო მშობელს (ქალს) განსაზღვრულ ასაკში. გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, რომელიც ეხმარება თმებს ზრდაში, ან მინიმუმ აჩერებს თმის ცვენას.
ქალური ჰორმონები- კონტრაცეპტივები ზოგჯერ იწვევენ თმის ცვენას. იგივე ითქმის მენოპაუზაზე,  ჰორმონული დისბალანსის გამო შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა.
ემოციური სტრესი - ძალიან იშვიათია, რომ ემოციური სტრესის გამო თმის ცვენა განვითარდეს, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს.
ჰიპოთიროიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება იწვევს თმის ცვენას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა და ჰორმონული ბალანსის აღდგენა.
B ვიტამინის დეფიციტი - შედარებით იშვიათია მაგრამ მაინც ვითარდება, შეიძლება მეტად შეგვხვდეს იმ ადამიანებში ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამენ.  მკურნალობას წარმოადგენს B  ვიტამინის მიღება.
ასაკი - 50-60 წლიდან ბუნებრივად იწყება თმის ცვენა. კაცებში მანამდეც, ქალებში კი ამ ასაკიდან.  კონკრეტული მკურნალობა ასაკობრივი თმის ცვენისთვის არ არსებობს.

 


Q. ლეკვის აყვანას ვაპირებ და ბინის პირობებში ძუ ჯობია, თუ ხვადი ?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. აქ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია: ის, რაც ერთისთვის პლიუსია, დიდი მინუსია სხვისთვის. აქ ყველაფერი მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ არასოდეს გყოლიათ ძაღლი, თავიდან საკმაოდ რთულია განსაზღვრო, რომელი აიყვანოთ, ძუ თუ ხვადი.
მათი ქცევა ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხვადები ითვისებენ ახალ ადგილს, იცავენ ტერიტორიას. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე და ცნობისმოყვარეობა, ისინი ლიდერობისაკენ მიისწრაფვიან, მაგრამ ხალისით ემორჩილებიან თავისზე ძლიერს.
ძუების მთავარი ამოცანა შთამომავლობის დატოვებაა. ისინი უფრო კონსერვატორები და ცბიერები არიან, მათთვის მთავარი მიზნის მიღწევაა, გარეგნულად მორჩილი ძუ ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს ბრძანებას და ამისათვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებს.
სუფთა პრაქტიკული მოსაზრებით ხვადი ლეკვის აღზრდა უფრო რთულია.
ძუ ლეკვები უფრო დამჯერები არიან, მაგრამ მოზრდილ ძუსთან უფრო მეტი მოქნილობის გამოჩენაა საჭირო, ვიდრე მოზრდილ ხვადთან.
საბოლოოდ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი უფრო მეტად გაფრთხობთ: ხვადის მუდმივი სექსულური მოთხოვნილება თუ ძუს - იშვიათი(წელიწადში 2-ჯერ).


Q. რა ხდება სითი პარკის ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში?

Tata Kapanadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ ჯარიმას პირადად არ ჩაიბარებთ და ხელს არ მოაწერთ, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში არაფერი არ მოხდება. 6 თვეში ჯაიმას ვადა გასდის.


Q. მარტივად როგორ გადმოვიბიროთ ადამიანები ჩვენს მოსაზრებებზე?

Mariam Lezhava
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

  • კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუალება მისი თავიდან აცილებაა;
  • გამოხატეთ პატივისცემა სხვათა მიმართ, არასოდეს თქვათ: „შენ ტყუიხარ!“
  • თუ შეცდით, აღიარეთ დაუყოვნებლივ და შთამბეჭდავად;
  • საუბარი დაიწყეთ მეგობრული ტონით;
  • აიძულეთ მოსაუბრე გიპასუხოთ „დიახ, დიახ“;
  • მიეცით მას საშუალება ბევრი ილაპარაკოს, თქვენ კი ცოტა;
  • მიეცით ადამიანს საშუალება იგრძნოს, რომ იდეა, რომელიც თქვენ მიაწოდეთ, ეკუთვნის მას და არა თქვენ;
  • მოვლენებს შეხედეთ მოსაუბრის თვალით;
  • პატივისცემა გამოხატეთ სხვა ადამიანების იდეებისა და გადაწყვეტილებებისადმი;
  • მიმართეთ კეთილშობილურ მოტივებს;
  • თქვენი იდეები შემოქმედებითად წარმოაჩინეთ;
  • ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოწვევას;


Q. რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ეს წიგნია ჰერმან ჰესეს ზიდჰარტა.

წიგნი ბუდას მოგზაურობაზეა. მოგზაურობაზე, რომელიც სავსეა ყველანაირი განსაცდელით, დარდით, ჭირით, ბედნიერებით თუ სიცოცხლის სიამოვნებით. ეს არის საკუთარი თავის საპოვნელი გზა. წიგნი გიჩვენებს, რომ იდეალური არავინაა და არაფერია ამაში ცუდი. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ეძიოს და გასცეს მისი სულისთვის ამოუცნობ შეკითხვებს პასუხი. წლების შემდეგ, ზიდჰარტაში იბადება ჭეშმარიტება, ის ხვდება, რომ ჭეშმარიტება სიყვარულშია, სამყაროს სიყვარულში.შენც პერსონაჟთან ერთად იწყებ ძიებას, იზრდები, როგორც დამიანი და საბოლოოდ ჭეშმარიტებისკენ მიდიხარ.

ამონარიდები:

“არ ვხუმრობ, იმას გეუბნები, რასაც მივაგენი. ცოდნის გაზირება შეიძლება, სიბრძნისა კი არა. კაცმა შეიძლება მიაგნოს სიბრძნეს, იმით იცხოვროს, მას დაეყრდნოს, იმი სასწაული მოახდინოს მაგრამ გამოთქვას და ასწალოს იგი შეუძლებელია….

ყოველი ჭეშმარიტების საპირისპირო ასევე ჭეშმარიტია! სახელდობრ: ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ გამოითქმის და სიტყვით იმოსება, თუკი ცალმხრივია იგი. ცალმხრივია ყველაფერი, რისი ფიქრით გაფიქრება და სიტყვით ამოთქმა შეიძლება, ყველაფერი ცალმხრივია, ყველაფერი ნახევრულია, ყველაფერი სისრულის, სიმრგვალის ერთიანობის ნაკლულია. როდესაც ამაღლებლი გოტამა სწავლებით სამყაროს გვიხსნიდა, იძულებული იყო სანსარად და ნირვანად, სიმცდარედ და ჭეშმარიტებად, ტანჯვად და ხსნად დაეყო იგი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, არ არსებობს სხვა გზა მისთვის ვისაც სწავლება სურს. მაგრამ თავად სამყარო კი მყოფი ჩვენს ირგვლივ და ჩვენში, არასოდეს არის ცალმხრივი. არასოდეს არის ადამიანი ან ქმედება სრულიად სანსარა ან სრულიად ნირვანა, არასოდეს არის ადამიანი სრულიად წმინდანი ან სრულიად ცოდვილი. ეს მხოლოდ ჩანს ასე, რადგან ჩვენ მოჩვენებითობას ვემორჩილებით თითქოსდა დრო რაღაც ნადვილი იყოს. დრო არ არის ნამდვილი, მე ეს ბევრჯერ გამოვცადე….”


Q. ეს რორშახის ტესტის მეათე ბარათია. რას ხედავ?

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. რა არის კითხვის მიზანი/აზრი?

Mariam Lezhava
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რამდენადაც უცნაური ანალოგი არ უნდა იყოს, წიგნის კითხვა კბილების გამოხეხვას შეიძლება შევადაროთ.

დილით ჩვენ ვიხეხავთ კბილებს და დღის განმავლობაში უამრავი ბაქტერია ხვდება ჩვენს პირის ღრუში, ყოველი ახალი დღის დაწყებამდე ჩვენ ვცდილობთ კბილებს დავუბრუნოთ თავდაპირველი სისუფთავე. ჩვენ ვიხეხავთ კბილებს, ვრეცხავთ ტანსაცმელს, ვბანაობთ, რადგან რეალური გარემო სავსეა ჭუჭყით და ჩვენ არ გვინდა დავიგროვოთ ის.

რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ გავისუფთავოთ გონება ყოველდღიური სისულელეებისგან, როგორიცაა ჭორები, ახირებები, რეალითი შოუები, უსარგებლო სიახლეები და ყველა დანარჩენი ჭუჭყი რომელსაც ვიღებთ გარემოცვიდან? წიგნის პერიოდული კითხვა და გააზრება გვაცილებს ყოველდღიურ „გონებრივ ჭუჭყს“ და გვაბრუნებს შემეცნების და ცოდნის მდგომარეობაში.