შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რომელ გვერდით ბიზნესს შეუძლია მოგიტანოს თვეში 1000-2000 ლარამდე ?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ საუბარია გვერდით ბიზნესზე, დავიშვათ რომ შენ მისთვის გამოყოფილი გაქვს კვირაში 20 საათი.
* გახდი თავისუფლად მომუშავე მწერალი, თუ ხარ კრეატიული და გამოგდის წერა. 
* ისწავლე პოკერის თამაში (ონლაინ ან პირისპირ). ონლაინ თამაშს თუ დააპირებ პატარა ფსონებით დაიწყე, მოიგე ფული, შემდეგ გაზარდე ფსონები და ეცადე მოუგო მოწინააღმდეგეებს.
* გახდი რეპეტიტორი და ასწავლე შეძლებულ ბავშვებს ისეთი საგნები, რომლებშიც ძლიერი ხარ.
* სახელმძღვანელო წიგნების არბიტრაჟი ამაზონზე.
* თუ გყავს ავტომობილი, საღამოობით ტაქსაობაც შეგიძლია:)
* თუ გაქვს თავისუფალი ოთახი/ბინა, გააქირავე airbnb-ზე.
* იყიდე საოფისე პროგრამები, ისწავლე მათი დაყენება და დაუყენე მსურველებს.
* თუ ერკვევი რამე თემაში ანაზღაუებადი კონსულტაციები გაუწიე ხალხს.
* გახსენი ხელნაკეთი ნივთების facebook გვერდი, ან იყიდე 3D პრინტერი და მაისურებზე/ჭიქებზე/ჩანთებზე დახატვა შესთავაზე.

 


Q. რომლებია პოტენციური დაბალხარჯიანი ბიზნესები, რომელთა მართვაც მოზარდებს შეუძლიათ?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შეგიძლია გამოიწერო ნივთები იაფად და გაყიდო ონლაინ. სკოლას რომ ვამთავრებდი იმ პერიოდში ვცადე ტელეფონის აქსესუარების, კაბელების თუ
ქეისების გამოწერა და შემდეგ facebook გვერდზე ვყიდიდი, ამ საქმით საკმაოდ ბევრი დავაგროვე. ხარჯი ბიზნესს ძალიან ცოტა აქვს, არც ფართის ქირაობაა საჭირო და არც ვებ-გვერდის დამზადება, უბრალოდ შენი facebook გვერდის გაპიარება დაგჭირდება.


Q. რა მოხდება თუ დიეტისას მთლიანად ამოვიღებთ შაქარს (ხილის და თაფლის გამოკლებით) ?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო


ორი წლის წინ ამოვიღე შაქარი (პური და რძის ნაწარმიც) ჩემი რაციონიდან. გავზარდე ვარჯიშის სიხშირე, დილაობით დავიწყე სირბილი. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიურად უკეთ ვხდებოდი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ჩემს დიეტაში არ შედიოდა ტბილეული და შაქარი
თაფლით ჩავანაცვლე. თავს იდეალურად ვგრძნობ!


Q. როდისაა სიყვარული დროის ფლანგვა?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ შენ ხარ კაცი და გიწევს შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად საყიდლებზე წასვლა. ახალგაზრდა ხარ თუ უფროსი ამას მნიშვნელობა არ აქვს, გიწევს საათობით ლოდინი. კაცები ამ ლიდინით ამტკიცებენ, რომ დამდვილად უყვართ.


Q. .

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. სად შეიძლება თბილისში გემოვნებიანი გამოსასვლელი ტანსაცმელის (ქორწილისთვის, ბანკეტისთვის) ყიდვა?

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელის მართებულობაშიც საზოგადოება გვარწმუნებს?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

·         ყველას შეუძლია გახდეს მდიდარი და წარმატებული თუ ბევრს იმუშავებს.

·         ნამდვილი სიყვარული ყველას ეწვევა.

·         მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება ამდაბლებს ადამიანს (განსაკუთრებით ქალს)

·         მხოლოდ ერთი გზაა წარმატებული ურთიერთობისთვის, მონოგამია.

·         ღარიბები არიან ღარიბები, რადგან ისინი ზარმაცობენ და არ უნდათ მუშაობა.

·         სექსუალური მუშაკები დაზარალებულები არიან (მათ აძალებენ, ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან).

·         კაცები და ქალები შინაგანად განსხვავდებიან  და ვერ უგებენ ერთმანეთს.

·         განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები, შვილებს აღზრდისას მორალურ ზიანს მიაყენებენ.

·         რელიგია მორალის წყაროა. არარელიგიურებს არ აქვთ მორალი.

·         თუ ციხეში ხარ, ანუ დამნაშავე ხარ.

·         თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, უნდა გქონდეს აკადემიური ხარისხი.


Q. თუ ათეისტებს არ სჯერათ ღმერთის, მაშინ რა არის მათი აზრით სამყარო და საიდან წარმოიქმნა ის?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ ვიღაც გეტყვის, „აი ტელეფონი, როგორ მუშაობს ის?“

შენ უპასუხებ, „ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ მას დენში შეაერთებ ის იმუშავებს. ხოლო ზუსტად რა მოქმედებები მიმდინარეობს მოწყობილობის ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამ მოვლენას მაინც მტკიცე ლოიალობით ვეკიდები.

ან შენ შეიძლება უპასუხო, „არ ვიცი. შევეცდები გავარკვიო როგორ მუშაობს ის“, შემდეგ დაშალო ტელეფონი ნაწილებად და გაარკვიო.

ასევეა სამყაროზე. მეცნიერები (რალიგიურები არიან თუ არა ისინი) იკვლევენ სამყაროს საწყისებს. ჯერჯერობით მათ სრულყოფილად არ იციან როგორ წარმოიშვა ის მაგრამ დროთა განმავლობაში იმედია პასუხებს მიაგნებენ.

მირჩევნია ამ კითხვაზე ვუპასუხო, რომ არ ვიცი, რადგან სრულყოფილი ცოდნა ამ საკითხთან ჯერჯერობით არ არსებობს.