შენთვის საინტერესო კითხვები


Q. რა საიდუმლოები იცით თვითმფრინავების და ავიაკომპანიების შესახებ, რაც მგზავრებმა არ იციან?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო
  • ჟანგბადის ნიღბები გათვლილია სულ მცირე 15 წუთზე. არ ღირს დიდხანს ლოდინი,  სიმაღლის ცვლილების გამო ის 15-20 წამში ამოიწურება.
  • თვითმფრინავში არ არის უფრო უსაფრთხო ადგილი. ავიაკატასტროფის შემთხვევაში გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი მთლიანად გარემოებაზეა დამოკიდებული.
  • პილოტები არც ისეთი გამოცდილები არიან როგორც გგონია. საპილოტე მოთხოვნები განსხვავებულია და სულაც არა არის მაღალი სტანდარტის.
  • საჭმლის ლანგრებ არც ისე კარგადაა გაწმენდილი. დაფიქრდი სანამ ხელს მოკიდებ მას. თან იქონიე ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცი.
  • რამდენიმე წყაროდან ვიცი, რომ სტიუარდესები ზოგჯერ ელოდებიან მგზავრების დაძინებას და ამის შემდეგ გამოაქვთ საჭმელი, რათა შეიმცირონ სამუშაო.


Q. რბილი ძალის რომელი მაგალითები იცით?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რბილი ძალა არის ქვეყნის ძალა, განსხვავებული ტრადიციული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ თავდაცვითი ძალა-უფლებებისგან, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე. რამდენიმე მაგალითი:

1.       ჰოლივუდის ფილმები: ამერიკას მსოფლიოში უდიდესი მთლიანი შიდა პროდუქტი და უძლიერესი თავდაცვითი მექანიზმები აქვს. თუმცა მისი რბილი ძალა, როგორიცაა ჰოლივუდის ფილმები, მსოფლიოს გარშემო ვრცელდება. დაახლოებით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი უყურებს ჰოლივუდურ კინოებს.

2.       ინგლისური ენა: ინგლისური ენის სამშობლის (გაერთიანებული სამეფოს) მოსახლეობა მხოლოდ 60 მილიონია, თუმცა დედამიწის მოსახლეობის 25% ლაპარაკობს ამ ენაზე.

3.       ვენესუელა: ვენესუელის ხსენებაზე ალბათ მის სამყარო გახსენდებათ, ან მის მსოფლიო. ვენესუელას ამ კონკურსში ბევრჯერ გაუმარჯვია. ერთ-ერთი გამარჯვებული იყო საეზ კონდე (1981), რომელიც შემდგომში ჩიკაოს მუნიციპალიტეტის მერი გახდა და ვენეუელას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას.


Q. რომელმა ტრივიალურმა ცოდნამ შეიძლება ერთ დღეს გადაგირჩინოს სიცოცხლე?

tika akhvlediani
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ დაიკარგე და ვინმეს ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს სად შეიძლება იყო და ელოდება შენს დაბრუნებას, დარჩი იმ ადგილას სადაც ხარ! უფრო მარტივად გიპოვიან თუ არ გადაადგილდები. თუმცა, თუ არავინ არ იცის, რომ დაიკარგე და არც წარმოდგენა აქვთ სად შეიძლება იყო, ხარ მარტო და არ იცი გზა, იარე ქვემოთ (დაღმართის მიმართულებით). დაღმართები მიგიყვანს წყალთან, როდესაც იპოვი წყალს გაყევი დინებას და ის მიგიყვანს ადამიანებთან.

ჯულია კოეფცკი იყო ერთადერთი გადარჩენილი 1971 წლის თვითმფრინავის კატასტროფიდან, თვითმფრინავი პერუს ტყეში ჩამოვარდა. მოტეხილობების და დაშავების მიუხედავად, მან მისდია ზემოთ ხსენებულ რჩევას, იარა მდინარის მიმართულებით, რაც ნაკლებ ენერგიას საჭიროებდა. მან 9 დღე იცურა ტივით სანამ ნავს და თავშესაფარს არ მიაგნო, მან დაიცადა და რამდენიმე საათში მეტყევემ აღმოაჩინა.


Q. რა ტიპის ადამიანებს უნდა მოვერიდოთ ყოველთვის?

Lado Chalatashvili
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ კითხვაზე პასუხი უნდა გამომდინარეობდეს იქიდან თუ თავად როგორი პიროვნება ხარ და მორიდების რა კონტექსტს გულისხმობთ - თანაცხოვრებას, მეგობრობას, თანამშრომლობას და ა.შ. არის კონტექსტები სადაც ადამიანების ერთგვაროვნება განაპიროებებს ეფექტური კავშირს. შესაბამისად არის კონტექსტები როდესაც პირიქით, განსხვავებულობა არის ეფექტურობის განმაპირობებელი. 

გამომდინარე აქედან ასეთი ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს :) 


Q. როგორ ერთობიან-ხოლმე ინტრავერტები ?

Zuka Tsintsabadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზუსტად ისე როგორც ექსტრავერტები. ინტრავერტებსაც უყვართ მეგობრებთან ერთად გასვლა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა ან თუნდაც ხანდახან კლუბში წასვლა. ინტრავერტებს განა რამე სხვა გასართობი საშვალებები აქვთ, უბრალოდ ექსტრავერტები თუ მუდამ რაღაც სტიმულაციის ძებნაში არიან, ინტრავერტს ჭირდება განმარტოება თავის სამყაროში და მაგ სტიმულაციის დაგდება.


Q. რატომ გვაქვს ქართველებს ცურვის სტილი ხელ-ფეხ შეკრული?

ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია პასუხი. იყავი პირველი


Q. რომელია სწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი?

Demetre Paichadze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემმა მასწავლებელმა მიამბო ისტორია, რომელიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

კერამიკის მასწავლებელმა კლასი ორად გაყო. პირველ ნახევარს უთხრა, „მთელი სემესტრის განმავლობაში ისწავლით კერამიკას, დაგეგმვას, დიზაინს და გამოძერწავთ იდეალურ ქოთანს. სემესტრის ბოლოს გამოვავლენთ ვისი იქნება საუკეთესო.“

 მეორე ნახევარს უთხრა, „ამ სემესტრში თქვენ უნდა გამოძერწოთ რაც შეიძლება მეტი ქოთანი. ნიშნები დამოკიდებული იქნება რაოდენობაზე და ვინც ყველაზე მეტს გააკეთებს ის გაიმარჯვებს.“

პირველი ნაწილმა დაიწყო დიზაინის და დაგეგმარების შესწავლა. გააკეთესმათი იდეალური ქოთნის  მონახაზი. მეორე ნაწილმა აიღო თიხა და შეუდგა სწრაფად ძერწვას. ისინი აკეთებდნენ დიდებს, პატარებს, საშუალოებს, მარტივებს, რთულებს. სისწრაფემ ფიზიკურად გააძლიერა ისინი და დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტის კეთება შეეძლოთ.

სემესტრის ბოლოს, ორივე ნაწილმა გამოიგონა მათი საუკეთესო იდეალური ქოთანი შეჯიბრებისთვის. ხმების დათვლის შემდეგ, საუკეთესო ქოთნების უმრავლესობა იყო მეორე ნაწილისგან (სადაც რაოდენობაზე იყო ყურადღება გამახვილებული). პრაქტიკამ ისინი უკეთეს მეთუნუქეებად აქცია.

ცხოვრებაშიც ასეა, სწავლის საუკეთესო საშუალებაა გამოძერწო ბევრი ქოთანი.


Q. რა სარგებელს მივიღებთ საქართველოს მოქალაქეები "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისაგან"?

Qetevan Andguladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ასევე, უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და სხვა.


Q. რა მოხდება თუ დედამიწა 42 წამით შეწყვეტს ღერძის გარშემო ბრუნვას?

Paata Makhviladze
ამ თემაზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. თუ უცაბედად დედამიწა შეწყვეტს ღერძის გარშემო ბრუნვას, ატმოსფერო გააგერძელებს ბრუნვას. ეს ნიშნავს, რომ წარმოიქმნება ძალიან მაღალსიჩქარიანი ქარიშხლები (დაახლ. 1670 კმ/სთ), ქარი გამოიწვევს დედამიწის ქერქის ეროზიას.

2. ბრუნვის უეცარ შეწყვეტას ექნება ისეთივე ეფექტი, როგორც მოძრავ მანქანაზე უეცრად მუხრუჭის დაჭერას აქვს. ნამდვილად, შენ დედამიწის ბრუნვის სიჩქარით გაფრინდები.

3. დედამიწა გახდება იდეალური სფერო, რადგან დედამიწის ამოზნექილობა მისი ბრუნვის შესაბამისია. ამოზნექილობა ეკვადორის გასწვრივაა, ოკეანეები ხელახლა დაიწყებენ გადანაწილებას, სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსები ოკეანეთი დაიფარება. მაგრამ რადგან დედამიწა მხოლოდ 42 წამით შეწყვეტს ბრუნვას ამოზნექილობა ბოლომდე გაქრობას ვერ მოასწრებს, თუმცა უძრაობა გამოიწვევს წყალდიდობებს.

4. შენ გექნება 42 წამით მეტი დრო:)


Q. რატომ ვგრძნობ თავს ბედნიერად მარტო ყოფნისას?

ანონიმი

ინტრავერტი ადამიანებისათვის დამახასიათებელი თვისებაა ეგ და ჩემი აზრით სულაც არ არის საგანგაშო. კარგია თუ საკუთარ თავთან კომფორტი გაქვს და მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველას არ აქვს მაგის ფუფუნება.