ცხოვრებისეული ფილოსოფიები


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის მედიტაცია?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მედიატაციას ძალიან ბევრი განმარტება აქვს. ჩემთვის სუბიექტურად მედიტაცია გონებაში აზრთა დინების ჰარმონიზაციაა, რომელიც გაძლევს საშუალებას კონცერტრირდე ერთ კონკრეტულ აზრზე და დეტალურად, მრავალმხრივ და ყველა ფორმაში შეისწავლო ის. თვითშემეცნებისთვის საუკეთესო საშუალებაა და იძლევა ეფექტს განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანს ემოციური ან ინფორმაციული ოვედოზი აქვს.

Written Feb 18, 2017

Q. როგორი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე?

George Petriashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

The invention of lying. კომედიური ჟანრის ფილმია სადაც ადამიანები არ იტყუებიან. საინტერესო ხედვაა იმ სამყაროსი სადაც არც იციან რას ნიშნავს საერთოდ ტყუილი. ნახეთ

Written Mar 02, 2017

Q. რეალურად ვინ მართავს ეხლა პლანეტა დედამიწას?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კითხვა დაზუსტებას საჭიროებს, მართავს რა თვალსაზრისით - პოლიტიკურად თუ ზოგადად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან (მათ შორის ბიოლოგიურ) პროცესებს?

 კონსპიროლოგებისთვის საყვარელი თემატიკაა ის რომ პლანეტას მართავენ (პოლიტიკური მართვა იგულისხმება) მასონები ხოლო ამავე კონსპიროლოგების მტკიცებით უცხოპლანეტელებიც არ არიან შორს ჩვენი მმართველობისგან. ამიტომ არჩევანი თქვენზეა რომელიც გინდათ ის დაიჯერეთ :) 

სინამდვილეში კი პლანეტას მართავს გრავიტაცია და დიდი აფეთქების დროს წარმოქმნილი ენერგია :) 

Written Feb 18, 2017

Q. ფანტაზია რატოა უსაზღვრო?

nuclear nuclear
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გააჩნია ვისი ფანტაზია. :)

Written Feb 12, 2017

Q. არსებობს თუ არა კითხვა,რომელიც ჯერ არ დასმულა?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კითხვა რომელიც ჯერ არ დასმულა არ არსებობს.

ანუ შეიძლება რომ მომავალში დაისვას, და მერე იარსებებს.   თუ თქვენ იკითხავდით არსებობს თუ არა კითხვა რომელიც მომავალში შეიძლება დასივას მაგრამ ამ ეტაპზე არ დასმულა, პასუხი იქნებოდა, კი არსებს. მარა კითხვები რომლებიც ჯერ არ დასმულა არ არსებობენ.

თუმცა ასეთი ბევრია.  უფრო მეტია ვიდრე დასმული კითხვები.

Written Feb 11, 2017

Q. რატომ გვინდა ყველას,ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იმიტომ რომ ადამიანები გამოვიდავრთ პოზიიციდან "მე და სამყარო" შესაბამისად სამყაროში "მე" უნდა იყოს ცენტრალური, რომელსაც აქვს თავისი დეფიციტები, კომპლექსები, პიროვნული ნიშანთვისებები (ხასიათი) და ა.შ. შესაბამისად ფსიქიკაშია რსებობს სამყაროს მოწყობის მოდელი (მსოფლმხედველობა), რომელიც გვაიძულებს არსებული გარემო იმდენად გარდავქმნათ რამდენადაც ეს მოდელი ითხოვს. ეს უსასრულო პროცესია და ადამიანი მარადიულად გარდაქმნის თავის ირგვლივ გარემოს და ნებისმიერ წარმატებულ გარდაქმნას ეძახის "კომფორტს". არის კავშირში უცვლელ მოთხოვნილება/პრობლემასთან იყოს უსაფრთხო გარემოში.

Written Feb 08, 2017

Q. რა ჯობია ლიჟბი რამე აკეთო,თუ ელოდო როცა მართლა მოგინდება რამის კეთება?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ალბათ, ,,ლიჟბი" აკეთო ჯობია, თორე დიდი ხანი რომ არ მოგინდეს მართლა რამის კეთება გავიდა ცხოვრება და ახალი სერია ან იქნება ან არა :))  თანაც ჭამა მადაში მოდისო.. მგონი აინშტაინმა თქვა :)))))))))

Written Feb 08, 2017



Q. რას ნიშნავს იყო გულწრფელი?

ASSASSIN 23
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

უბრალოდ აუღწერო ადამიანს საქმის ვითარება ისე რომ არაფერი ბოროტი ზრახვები არ გამოძრავებდეს და მიიღოს მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხი 

Written Jan 06, 2018


Q. რამდენჯერ კვდება ადამიანი?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემმა ერთმა მეგობარმა ადამიანის გამარჯვება საკუთარ შიშებზე სიკვდილს შეადარა. ანუ რამდენჯერაც თვალებში ჩახედავ იმას რასაც ყოველთვის გაურბოდი, კვდება შენი ძველი ,,მე"  და იბადება ახალი.  ეს ადამიანის შინაარსის გარდაცვლილებებთან  დაკავშირებით, ჩემი აზრით საინტერესო თეორია და ისე, ფიზიკურად,  თუ არ მეშლება  ერთხელ. :)) 

Written Feb 08, 2017

Q. რა აბრკოლებთ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც მათ უნდათ?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კომფორტი.

მსოფლიოში, სადაც არის Amazon, McDonalds, , Youtube, AirBnB, არავის უნდა საქმის რთული გზით გაკეთება. არავინ ცდილობს დათმოს ამჟამინდელი კომპორტი მომავლის კეთილდღეობისთვის. ყველაფერი უნდა იყოს იაფი, სწრაფი და მარტივი.

არაფერი ღირებული მოდის მარტივად, სწრაფად თუ იაფად.

•        თუ არ მოინდომებ გავლას, ვერასოდეს გაირბენ მარათონზე.

•        თუ არ მოინდომებ წერას, ვერასოდეს გამოაქვეყნებ წიგნს.

•        თუ არ მოინდომებ საჭმლის დამზადებას, ვერ იკვებები ჯანმრთელად.

•        თუ არ მოინდომებ ვარჯიშს, ვერასოდეს ჩადგები ფორმაშო.

•        თუ არ გამორთავ ტელევიზორს, ვერასოდეს წაიკითხავ.

•        თუ არ მოინდომებ ფულის დაზოგვას, ვერ იქნები მშვიდად მომავალში.

•        თუ არ მოინდომებ ინვესტირებას, ვერასოდეს გახდები მდიდარი.

•        თუ არ მოინდომებ მუშაობას, ვერასოდეს იშოვი ფულს საყვარელი საქმით.

თუ არ დათმობ შენს კომფორტის ზონას, ვერასოდეს გექნება ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა.

Written Mar 14, 2017


Q. რა არის კითხვის მიზანი/აზრი?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რამდენადაც უცნაური ანალოგი არ უნდა იყოს, წიგნის კითხვა კბილების გამოხეხვას შეიძლება შევადაროთ.

დილით ჩვენ ვიხეხავთ კბილებს და დღის განმავლობაში უამრავი ბაქტერია ხვდება ჩვენს პირის ღრუში, ყოველი ახალი დღის დაწყებამდე ჩვენ ვცდილობთ კბილებს დავუბრუნოთ თავდაპირველი სისუფთავე. ჩვენ ვიხეხავთ კბილებს, ვრეცხავთ ტანსაცმელს, ვბანაობთ, რადგან რეალური გარემო სავსეა ჭუჭყით და ჩვენ არ გვინდა დავიგროვოთ ის.

რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ გავისუფთავოთ გონება ყოველდღიური სისულელეებისგან, როგორიცაა ჭორები, ახირებები, რეალითი შოუები, უსარგებლო სიახლეები და ყველა დანარჩენი ჭუჭყი რომელსაც ვიღებთ გარემოცვიდან? წიგნის პერიოდული კითხვა და გააზრება გვაცილებს ყოველდღიურ „გონებრივ ჭუჭყს“ და გვაბრუნებს შემეცნების და ცოდნის მდგომარეობაში.

Written Mar 16, 2017

Q. სიკვდილს რომ შეხვედროდი, რას ეტყოდი?

ანონიმი

“Hello, darkness my old friend,” უბრალოდ ასე მივმართავდი

Written Mar 16, 2017

Q. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელის მართებულობაშიც საზოგადოება გვარწმუნებს?

Elene Pataraia
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

- სიყვარული მარადიულია 

- ხელისუფლება ქვეყანაზე ზრუნავს

- ფული ბედნიერების გარანტიაა

 

Written Mar 15, 2017

Q. რას უნდა ვაქცევდეთ ნაკლებ ყურადღებას ცხოვრებაში?

თეო დვალიშვილი
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი აზრით რასაც ახლა ვიტყვი ბანალურია, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანი. 

• არ მიაქციო ყურადღება რას ფიქრობენ შენს ნებისმიერ საქციელზე იმიტომ, რომ რაც უნდა გააკეთო აზრი და შეხედულება აუცილებლად ორად გაიყოფა.

• არ მიაქციო ყურადღება არაფერს და არავის, არავითარ შემთხვევაში რაც/ვინც გიშლის გააკეთო ის, რისი კეთებაც გულით გინდა. მერე აუცილებლად სხვას დაადანაშაულებ საკუთარ წარუმატებლობაში.

 

Written Dec 03, 2017

Q. რა არის ჭკვიანად ყოფნის ბნელი მხარე?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

 

1. რთულად უძლებ „ნორმალური“ ხალხის საუბარს. ხვდები, რომ მათი კომუნიკაციის 90% ისედაც აშკარაა, ბანალური და არაფრის მომცემი. თემები, რომლებიც შენთვის საინტერესოა, იქნება ეს მეცნიერება, ფილოსოფია თუ სხვა, მათთვის ძალიან მოსაწყენია.

2. იძულებული ხარ ისაუბრო მაშინ, როცა რაიმე ძალიან კარგი იდეა მოგაფიქრდება, უმეტეს დროს ჩუმად ხარ.

3.შენ გაინტერესებს ყველაფერი ახალი და უცნობი. ამიტომ შენი სამსახური ძალიან მალე გბეზრდება, რადგან უკვე ყველაპერი იცი მის შესახებ და მარტივადაც გამოგდის.

4. ფიქრს უფრო მეტ დროს უთმობ, ვიდრე მოქმედებას.

5. ზოგჯერ, უბრალოდ გასართობად, ძალიან დიდ დროს კარგავ ისეთი ცოდნის მიღებაზე, რომელიც უსარგებლოა.

6. რთულია იყო უშუალო.

Written Mar 22, 2017

Q. რომელია ადამიანებს შორის ყველაზე უსამართლო უპირატესობა ?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იღბალი.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი ყიდულობს ლატარიის ბილეთს, მათგან 1-5 კაცი იგებს. უსამართლობაა? რა თქმა უნდა.

ყოვლედღიურად 353000 ბავშვი იბადება. მათგან 80% იცხოვრებს ისე, რომ დღეში ექნება 10$-ზე ნაკლები. განვითარებად ქვეყნებში დაბადებულებს კი განსაკუთრებით არ უმართლებთ.

მაგრამ ისეთი ხალხი, როგორიც მე და შენ ვართ? ჩვენ გვაქვს დრო, რომ დავხარჯოთ წერაზე და გავცეთ pasuxebi.ge -ზე შეკითხვებს პასუხები, შენ ასევე გვაქვს დრო, რომ წაიკითხო ჩემი პასუხი! ეს ფუფუნებად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან არსებობს ქვეყნები, სადაც თავისუფალი ინტერნეტიც კი ძალიან საკვირველია.

Written Mar 22, 2017