მოგზაურობა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, რა საბუთები უნდა მქონდეს ან რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთო?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ტურიზმის და დასვენების შემთხვევაში:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.). ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

კომფერენციის/სემინარების შემთხვევაში ამყველაფერს დაემატება ​იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.

ნათესავთან ჩასვლის  შემთხვევაში კი საჭიროა მოწვევა: მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

Written Mar 01, 2017

Q. უცხო ენის, კერძოდ ინგლისურის სწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი რომელია?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მე ყველას ურჩევ, თუ არ ეჩქარებათ და 2 კვირაში არ ელიან რეზულტატს, მაშინ ყოველ დღე უყურონ ერთს მინიმუმ და სასურველია ორ ფილმს ინგლისურ ენაზე.  გაიგებ, ვერ გაიგებ, მნიშვნელობა არა აქვს.  უყურე და ნელნელა მიხვდები რომ გესმის.  

უბრალოდ მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ეს პროცესი მინიმუმ 6 თვე გამოტოვებების გარეშე გააკეთო, ან მინიმალური გამოტოვებებით.  ასევე ამ პერიოდის განმავლობაში, უარი თქვა ქართულ ან რუსულ ენაზე ფილმების ყურებაზე.  ანუ ან ინგლისურად ან არ უყურებ.  ვინმემ შეიძლება იფიქროს რომ რა პრობლემაა ერთხელ ჩავაგდებ, ან ერთხელ ქართულად ვუყურებო, მაგრამ ნუ ეგ ერთი ყურს და ტვინს დაძაბულობას უხსნის, რომელი დაძაბულობის კულტივაციითაც მიიღწევა ინგლისურის სწავლა.

ბევრმა შეიძლება გამაკრიტიკოს, ასე ვერც გრამატიკას ისწავლით და ვერც მართლწერას, მაგრამ მემგონი ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს და შეგვეძლოს რომ სხვას ვუთხრათ.

ამ 6 თვის თავზე თუკი ამერიკაში წახვალთ ან ინგლისში, თუნდა 1 კვირით, ოღონდ მარტო, ქართველების გარეშე, ენა გაგიტყდებათ ისე რომ თვითონაც გაგიკვირდებათ.

ისე, ცნობისთვის, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ არანაირად პროფესიონალური კომპეტენცია არ ამქვს რომ დავამტკიცო რომ ეს ესეა, უბრალოდ მახსენდება ცემი თავი და ის თუ როგორ ვისწავლე რუსული ენა.  საბჭოთა პერიოდში ხომ ფილმების ყურება ბავშვობიდანვე რუსულ ენაზე გვიწევდა.

"რაო მამი რა თქვა?"  ეს ფრაზა ალბათ ყველას გვითქვამს და მშობლებს კი ალბათ გვსმენია ჩვენი შვილებისგან.  ხოდა როგორც პატარა, დაჯექი და უყურე ფილმებს. 

ან წადი პროფესიონალ მასწავლებელთან.

ააა და კიდე არის აპლიკაციები, duolingvo და ეგეთები, მგონი ქართულიც არის არ მახსოვს სახელი.

Written Feb 05, 2017

Q. სად არის ეს მონუმენტი?

Vigen Vartanov
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

NYC

Written Feb 07, 2017

Q. რომელი ფაქტებია იაპონიაზე, რომლებსაც უცხოელები არ იჯერებენ სანამ თავად არ მოინახულებენ ამ ქვეყანას?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზაფხულში ტოკიოში ვიყავი მივლინებით. მე და ჩემი იაპონელი პარტნიორი სასადილოდ წავედით, ქუჩაში სიარულისას ტროტუარზე დაგდებული 1 იენი შევამჩნიე. გამჯხარდა, დავიხარე, ავიღე და ვიფიქრე რომ იღბლიანი მონაპოვარი იყო. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მეგობარი გაჩერდა. მითხრა, რომ უმჯობესი იქნება მონეტა უკან დავდო და ამიხსნა, რომ თუ იაპონიაში ვიღაცა რაღაცას დაკარგავს, დიდი ვარაუდით ის უკან დაბრუნდება მის საპოვნელად, ამიტომ არავინ იღებს იმას, რაც არ ეკუთვნის. მაშასადამე, არც ქუჩაში დაგდებულ ხურდას კიდებენ ხელს. ძალიან შემრცხვა და მონეტა უკან დავდე.

 

Written Mar 30, 2017

Q. რომლებია მოსანახულებლად ყველაზე უცნაური/სიურეალისტური ადგილები?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ ადგილს ჰქვია დარვაზა, მდებარეობს თურქმენეთში. ხალხი მას "ჯოჯოხეთის კარიბჭესაც" უწოდებს. ეს არის ვეებერთელა ღია გამოქვაბული, რომელიც მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. დარვაზა ალბათ ისეთი ადგილია სიკვდილამდე აუცილებლად რომ უნდა მოინახულო. ის დანამდვილებით წარმოადგენს დედამიწის ყველაზე სიურეალისტურ ადგილს.

main-qimg-4fa7b20861c1c9b7c419da1a2d9f4fb1-c

main-qimg-84afe43ef2a45e8da1b3f8ac53ff1dfb

main-qimg-e28910f8043ad9686f843bc1858f228b-c

 

Written Mar 07, 2017

Q. რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

Written Mar 12, 2017

Q. რომელია ყველაზე ნაკლბად ცნობილი ქვეყანა მსოფლიოში?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რატომ ქვია "სიამოვნების კუნძული"?

Written Mar 13, 2017

Q. რომელია მსოფლიოში ყველაზე უცნაური ადგილი?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1) ეშმაკის აუზი, ვიქტორიას ჩანჩქერი, ზამბია. ჩვეულებრივ მშრალი სეზომის დროს, კლდის კიდე იღებს ბუნებრივ „სავარძლის“ ფორმას. მოცურავეებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ჩანჩქერის კიდესთან მიახლოება, ცურვა და ხედით დატკბობა.

main-qimg-deb2c7d90ed12cd240953a74f6be8ed4-c

2) „ტროლის ენა“, ოდა, ნორვეგია. ის ღიაა მხოლოდ ზაფხულის თვეებში, ივნისიდან სექტემბრამდე. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას არავინ დაშავებულა ან გადავარდნილა. ინტერნეტ გაზეთები მას სურათის გადასაღებად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ.

main-qimg-ea0f073c671ed066d64ea97f3d1eb350-c

3) კლდის დაივინგი, პორტუგალია( Islet of Vila Franca do Campo). სურათზე ხედავთ ბლეიქ ალდრიჯი, რომელიც არის კლდის მყვინთავი, ის ხტება 29 მეტრის სიმაღლის კლდიდან პორტუგალიაში.

main-qimg-e68cf70cc3112434f0904a7104275f94-c

4) დეირნობა კიდეზე, CN Tower, ტორონტო, კანადა. ეს არის ჯოჯოხეთური მოგზაურობა ადრენალინის მაძიებლებისთვის, შენ „სეირნობ“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი შენობის კიდეზე. ეს არის ექსტრემალური ატრქციონი, მათთვის, ვისაც აინტერესებთ

პაერსონალური ლიმიტები.

main-qimg-4e0985de689973f727f0e69f8441ac92-c

5) ველოსიპედის ტარება მოჰერის კლდეზე. ველოსიპედის ტარება უმაღლეს და ფრიალო კლდეზე ძალიან საშიშად გამოიყურება და დიდ გამბედაობას საჭიროებს. აქ წონასწორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

main-qimg-f0dd8c2cda5ac26fcbf09e95d2737934-c

6) სიგიჟე, ლას ვეგასი. Insanity, Las Vegas გრავიტაციის საწინააღმდეგო თავდაყირა ტრიალი, წარმოიდგინეთ დანარჩენი...

main-qimg-33addee2c41b97e00d66d9d7873decf5-c

7) „ცის ქიმი“, უილის ტაუერი, ჩიკაგო მდებარეობს 413 მეტრის სიმაღლეზე, უილის ტაუერის 103-ე სართულზე, ეს არის „ცის ქიმი“, სადაც ტურისტებს შეუძლიან შუშის კიდეზე გავლა. იდგე ჰაერის შუაშ? წარმომიდგენია რა უცნაური შეგრძნება იქნება გრძნობდე შენს ქვემოთ მთელ ჩიკაგოს.

main-qimg-abbf589dbf71617e628617ebb19c2d45-c

8) სეირნობა ღრუბლებში ნიმბუს მთაზე, კანადა. ზოგი აქ ასვლას მხოლოდ ვერტმფრენის მეშვეობით ახერხებს. შემოკლებულია რკინის საფეხურებით, ის მდებარეობს მიწიდან ძალიან მაღლა. მცოცავებს დამაგრებული აქვთ ორი თოკი უსაფრთხოებისთვის.

main-qimg-a5cfa8c51d4f4259efef92b2ac1e0410-c

9) პორტალეჯის ქემფინგი იოსემიტეზე. ადრენალინის მოყვარულთათვის ეს არის როგორც ამაღელვებელი, ასევე საშიში ერთდროულად. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყო აქ ასე მშვიდად, როგორც სურათში არიან.

main-qimg-1e80a7f72fd9e7ad9991331d870c9f77-c

10) მსოფლიოს კიდეზე კატაობა, ბანოს ეკუადორი. საქანელა რეალურად ჩამოკიდებულია კასა დელ არბოლის ხის სახლზე, რომელიც არის სეისმური მონიტორინგის სადგური. ძალიან საშიში შეგრძნება იქნება აქ კატაობა, მაგრამ ეს მიღწევაა ადრენალინის და იქსტრიმის მოყვარულთათვის.

main-qimg-e57e21bbfd2a2199f720463868acf767-c

Written Mar 18, 2017

Q. რომლებია სამოგზაუროდ საუკეთესო, ნაკლებად ცნობილი ადგილები?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ფამუქ-ქალე

ფამუქალე („ბამბის ციხე") არის თერმული წყლების ბუნებრივი საცავი, რომელიც მდებარეობს თურქეთში, დენიზლის პრონვიციაში. წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის, ქმნის კირქვის ბუნებრივ ავზებსა და კედლებს. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით. 1988 წელს ეს ადგილი იერაპოლისის ნანგრევებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

Image result for Pamukkale

Image result for Pamukkale

Written Mar 19, 2017