ფილოსოფია


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. როგორი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ტყუილის გარეშე სამყარო არსებობს, ეს არის ცხოველებისთვის აღქმაში მიცემული სამყაროს მოდელი, რომელშიც ტყუილი არ არის მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეისაძლოა იყო ილუზია, ჰალუცინაცია და ა.შ. გამომდინარე აქედან ისეთივე როგორიც ეხლა არის და არაფერი განსხვავებდა მას. ერთდერთი შესაძლოა კაცობრიობის ისტორია ყოფილიყო სხვაგვარი :) 

Written Feb 18, 2017


Q. რა არის თავისუფლება?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არარსებობს აბსოლიტური თავისუფლება, არსებობს მხოლოდ თავისუფლების ილუზია.

Written Mar 03, 2017


Q. ფანტაზია რატოა უსაზღვრო?

nuclear nuclear
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გააჩნია ვისი ფანტაზია. :)

Written Feb 12, 2017

Q. არსებობს თუ არა კითხვა,რომელიც ჯერ არ დასმულა?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კითხვა რომელიც ჯერ არ დასმულა არ არსებობს.

ანუ შეიძლება რომ მომავალში დაისვას, და მერე იარსებებს.   თუ თქვენ იკითხავდით არსებობს თუ არა კითხვა რომელიც მომავალში შეიძლება დასივას მაგრამ ამ ეტაპზე არ დასმულა, პასუხი იქნებოდა, კი არსებს. მარა კითხვები რომლებიც ჯერ არ დასმულა არ არსებობენ.

თუმცა ასეთი ბევრია.  უფრო მეტია ვიდრე დასმული კითხვები.

Written Feb 11, 2017

Q. საჭიროა თუ არა კითხვები,რომლებზეც პასუხები არ არსებობს?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ასეთი სახის კითხვები საინტერესო და სასარგებლოა გონებრივი ექსპერიმენტების თვალსაზრისით. თუ კითხვა თავისთავში მოიცავს პარადოქსს ეს კიდევ უფრო უკეთესი რადგან, პარადოქსებზე გონებრივი ვარჯიში ზრდის მსოფლმხედველობას და ინტელექტუალური საზღვრებს აფართოებს. აჩენს ახალ ჰორიზონტებს და ქმნის თემატიკას, რომელიც სტანდარტული "კროსვორდული" სავარჯიშოებისგან განსხვავდება.

Written Feb 08, 2017

Q. ვინ არის დამნაშავე იმაში,რომ ბოროტება არსებობს?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არავინ, ინი და იანის ფენომენია. სამყარო დუალისტურია და შესაბამისად გულისხმობს ორ კატეგორიას რომელშიც მხოლოდ ერთი კატეგორია ვერ იარსებებს და აუცილებლობით გულისმობს მეორე, საწინააღმდეგო მნიშვნელობით კატეგორიას. ამ პრინციპით ბოროტების არსებობაში "დამნაშავე" არის სიკეთე რადგან, რომ არა ის, არ იარსებებდა ბოროტება.

Written Feb 08, 2017

Q. რამდენჯერ კვდება ადამიანი?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ერთხელ. 

ერთხელ დაბადებული ერთხელ კვდება.  და მე ორჯერ დაბადებული ადამიანი არ მინახავს.  

რატო დასვა ეს კითხვა ავტორმა? ალბათ რამეს ზეადამიანურს გულისხმობდა.  თუ არა და, ისედაც ნათელია პასუხი რომ ერთხელ კვდება.  მარა რადგან კითხვა დასვა, ე.ი. რაღაცას გულისხმობდა ადამიანის გარდა, რომელიც კვდება, და შესაძლაო მეტჯერ ვიდრე ერთხელ. 

ხოდა ის რაც უნებლიედ იგულისხმა ის "ადამიანი" არ არის, ის არის "ის რაც იგულისხმა", და "ის რაც ჩვენ ყველას ჩვენებურად შეგვიძლია გავიგოთ".  ის რაც "სიტყვებით ვერ აღიწერება".  ანუ მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი წარმოსახვის უნარის ნაყოფი.   ოოო, რაც შეეხება ჩვენს წარმოსახვას და ილუზიებს, მის მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს, შესაბამისად ეს ნაყოფი უკვდავია.  მაგრამ აი რა იქნებოდა რომ მოკვდეს?!

Written Feb 11, 2017

Q. ვინ წყვეტს რა არის ნორმალური და რა არა?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ნორმა ეს არის სოციუმის უმრავლესობის შეთანხმება განმეორებად ან თავისთავად არსებადი მოვლენების შესახებ, რომელიც გამოიხატება ფილოსოფოსების, მორალისტების ან იურისტების მიერ შექმნილ ნაშრომებში, რომელსაც ასევე სოციუმის უმრავლესობის მიერ არჩეული ან ლეგიტიმაცია მინიჭებული სტრუქტურები ავრცელებენ.

Written Feb 08, 2017

Q. თქვენი აზრით როგორ კითხვას ექნებოდა ყველაზე საინტერესო პასუხი?

ASSASSIN 23
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

სიყვარული რა არი ?
ყველაზე ყველაზე დადებითი ემოციის მატარებელი და მოსასმენად საამო 

Written Dec 18, 2017


Q. არის თუ არა "ვიცი, რომ X არ ვიცი" პარადოქსი?

Super Administrator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

და საინტერესო რა არის იცი?  რამაზ ჯავახიშვილი-ის არ იყოს ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა ძნელია. :) პასუხის ცოდნა კი არა კითხვა ვერ დაამუშავა ტვინმა წესიერად.  

მაგრამ საინტერესო უცებ სხვა რამ გახდა.  დავუშვათ და გავიგე რომ არის თუ არა ეგ რაღაცა პარადოქსი, ამითი რას გავიგებ? 

როგორი კითხვაც იყო ისეთი პასუხები იქნება :) 

 

_____

ვისარგებლებ სიტუაციით. :)

კონტექსტიდან ამოვარდნილია მარა სანამ ახალია აქაურობა, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება რომ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ მომხმარებლებს, თავიანთი ავტორიტეტის მიხედვით თხოვოთ რომ გიპასუხოთ კითხვაზე, და იმას მიუვა თქვენი მოთხოვნა.

ასევე მადლობა რომ დატაგეთ კითხვა.  კიდევ თუ მიაქცევთ ყურადღებას ნახავთ რომ შეგიძლიათ თქვენი ბიო დაწეროთ ამა თუ იმ ტეგზე, რომ მკითხველმა იცოდეს პასუხის გამცემის კომპეტენცია ამ თემაზე.

 

 

Written Nov 29, 2017

Q. მარტო მე მგონია, რომ სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებს?

Levan Bakhia
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იცი ალბათ გონია არ გონიაზე არ არის.  ფაქტი არის რომ სამყარო კიდევაც ტრიალებს ყოველი ჩვენგანის გარშემო.  

მაგრამ უკვე როცა სვავ ამ კითხვას უშვებ რომ შესაძლოა რომ სხვის გარშემოც ტრიალებდეს.  ტუკი ერთი ადამიანი მაინც გიპასუხებს პოზიტიურად ამ კითხვაზე გამოვა ცოტა პარადოქსი, იმიტომ რომ ვიცით რომ ცენტრი ერთია და არა ორი.

გამოდის რომ შენ თუ მიგაჩნია რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს, მაშინ ეს მხოლოდ ექკლუზიურად შეგიძლია მიგაჩნდეს ან არადა თუკი ეს ექკლუზიური არ არის, გამოდის რომ სამყარო შენს გარშემო არ ტრიალებს.

ხოლო თუ ექსკლუზიურად შენს გარშემო ტრიალებს მაშინ რაღაცნაირად მარტო ხარ არა?

რა არის გამოსავალი?

შენ ტრიალებ სამყაროში და რა სამყარო შენს გარშემო.

და ამ ტრიალს რომლითაც შენ ტრიალებ სამყაროში აქვს თავისი ცენტრი.  და ის ცენტრი გამოიყურება რომ ხარ შენ.  გამოდის რომ შენ ხარ ცენტრი რომლის გარშემოც ტრიალებ სამყაროში.

და ასეთ შემთხვევაში შენ მარტო არ ხარ, და შეგიძლია სხვა ცენტრებს ჩაეხუტო, ან გაეხუმრო, ან შეყვარო, ან შეიძულო, და ამ ყველაფერში მარტო ხარ.

სულაც არ ვამტკიცებ ამით რომ მარტოობა ცუდია ან სხვების ჩახუტება კარგია თქო.  უბრალოდ ორ სხვადასხვა ვერსიას ვხედავ.  ორივეში ნათელია რატომ მაქვს ცენტრობის შეგრძნება.  იმიტომ რომ ყველაფერი ხომ შეგრძნებიდან მოდის?  ანუ შენ რომ ამბობ რომ "მე მგონია"-ო. გულისხმობ რომ ეგეთი შეგრძნება გაქვს რომ რაღაცის ცენტრი ხარ.

და ვერავინ ვერ შეძლებს რომ დაგარწმუნოს რომ ეგ შეგრძნება არაა რეალური. ამიტომ გვჭირდება რომ ისეთი პასუხი იყო რომ ეს შეგრძნება გაითვალისწინოს.  და ამიტომ ყველაზე მარტივია რომ დავასკვნა რომ ერთადერთი გზა რატომაც ეს გრძნობა მექნება არის ის რომ ასეა მართლაც.  მაგრამ მეორეს მხრივ ასე როა მართლა ეს რას ნიშნავს ცალკე საკითხია.  აღმოჩნდა რომ ცენტრობის შეგრძნება ისე მაინც არის შესაძლებელი რომ სამყარო არ მოძრაობდეს შენს მოძრაობასთან ერთად.  შენ ტრიალებდე სამყაროში და ამ ტრიალს, ზუსტად იმიტომ რომ ტრიალია, როგორც ყველა სხვა ტრიალს აქვს ცენტრი რომლის მიმართაც ეს ტრიალი ხორციალდება.  და ეს ცენტრი ქმნის ამ შეგრძნებას.

ჩემი აზრით რა თქმა უნდა.

ამიტომ კი, ალბათ შენ ერთადერთი არა ხარ ვისაც გონია რომ გონია რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს, ზოგისთვის კი ალბათ ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში არ დგას იმიტომ რომ ამდენზე ფიქრი არ ჭირდებათ იმიტომ რომ ისედაც ინტუიტიურად გრძნობენ რომ არ სამყარო არ ბრუნავს არამედ რომ თითონ ბრუნავენ, ოღონდ ეს გააზრების გარეშე აქვთ.  და კიდევ სხვა ბევრი ვარიანტი იარსებებს.

მერწმუნე, დანამდვილებით ვიცი რომ მე შენი გამოგონილი არ ვარ და შენს გარშემო არ ვტრიალებ.  შენს გარშემო(ც) ვტრიალებ კი ბატონო შესაძლოა, მაგრამ ჩვენს ტრიალს სამყარო არ მიყვება, ის უბრალოდ არის ალბათ კიდევაც ამ ტრიალის წყარო.  

ასეთ თემებზე ფიქრის დროს ვისწავლე რომ სიფრთხილე გვმართებს.  სამყარო თუ ჩემს გარშემო არ ტრიალებს ამაში ტრაგედია არაფერი არ არის, პირიქით შვებაა.  იმიტომ რომ თუ სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებს, მაშინ ძალიან ფაქიზად უნდა მოვიქცე რომ რამე არ გავაფუჭო, ხოლო თუ სამყაროში ვტრიალებ მე, მაშინ ჩიტივით ვარ ჰაერში, ვერაფერს გავაფუჭებ მარტო ფრენით დავტკბები.

 

 

Written Nov 22, 2017

Q. რაში მდგომარეობს ნების თავისუფლება და არსებობს თუ არა იგი?

ანდრო დგებუაძე
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მოკლედ ასე იქნება: ყველა ჩემი აზრი შეიძლება იყოს განპირობებული გარე ფაქტორის გამო. და თუ ასეა ის თავისუფალი არ არის. ანუ კითხვა "არსებობს თუ არა თავისუფალი ნება" ჩემთვის იგივეა რაც: შემიძლიათუ არა ვიცოდე რამე გარდა იმისა რაც ვიცი, ან შემიძლია თუ არა ვგრძნობდე რამე ახალს, ანუ გარდა იმისა რაც უკვე ნაგრძნობი მაქვს. და შეიძლება თუ არა ვინებო ის რაც არასდროს მინებია. მოკლედ ამის პასუხია კი, და ის რაც ამას აკეთებს არის თავად სინდისი, რომელზე კონტროლი მე არ მაქვს. რომ ასე არ იყოს მაშინ არ იქნებოდა კათარზისი, ფერიცვალება, ზრდა, და ყოველთვის ყველაფერი იქნებოდა "ცვლადის მინიჭება" და არა "გაგება".

ვრცლად კი ასე იქნება: ჩაი დაადგით და მოვდივარ :-)

Written Dec 25, 2017