Pasuxebi.ge


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის "თემები" pasuxebi.ge-ზე, და რატო არის მათი მონშვნა მნიშვნელოვანი?

pasuxebi.ge არის კითხვებისა და პასუხების პორტალი რომელიც ერგება თქვენს გემოვნებას.  ყოველი დასმულ კითხვას უნდა მივანიჭოთ თემა.  რაც საშუალებას მოგვცემს რომ გავფილტროთ და სორტირება გავუკეთოთ თემების მიხედვით.  

გამოწერილი თემები თქვენს მარცხნივ, პოპულარული თემები მარჯვნი.  ხოლო თქვენი მთავარი კედელი კი სორტირდება და გენერირდება იმის მიხედვით რა თემები გაქვთ გამოწერილი, რა თემებზე აქტიურობთ ყველაზე მეტად, და ასე შემდეგ. 

თუკი არ მოხდება თემების მონიშვნა, ალგორითმს გაუჭირდება თქვნეი გემოვნების გამოცნობა.  მომავალ განახლებებში, ჩვენი გუნდი გეგმავს რომ შექმნას ალგორითმი რომლითაც დასმული კითხვის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენი ხელოვნური ინტელექტის კოდი, მიხვდება თემას და თავისით მონიშნავს ხოლმე, მაგრამ მანამდე მადლობელი ვიქნებით თუკი სტატისტიკის დასაგროვებლად მონიშნოთ ხოლმე თემები.

Written Feb 08, 2017

Q. როგორ უნდა ჩავასწორო კითხვა საიტზე?

კონკრეტული პასუხის გვერდზე რომ შეხვალთ, იქ ნახავთ სეტინგების ღილაკს.  შიგნით კი "კითხვის რედაქტირება"-ს.

dXWooYAltbpH2SsWP26iJnJRYU26INkO.png

Written Feb 08, 2017

Q. როგორ გავხდე პოპულარული pasuxebi.ge-ზე?

ჩვენი სოციალური ქსელის მიზანი არ არის რომ პუპულარული გახდე, თუმცა ამის ყველანაირი შესაძლებლობა გეცემათ. 

თუ დააკვირდებით, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თქვენ როგორც მომხმარებელს, შეგიძლიათ გყავდეთ გამომწერები, ისევერ როგორც თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ საინტერესო პასუხების ავოტრები.

საინტერესო პასუხების ავტორების გამოწერას აზრი იმიტომ აქვს რომ არ გამოგრჩეთ მათი პასუხები მომავალში.  

შესაბამისად იფიქრეთ თქვენს ტავზე, მოკლე და უინტერესო პასუხით ვერც ავტორიტეტს მოიპოვებთ, ვერც კითხვაზე პასუხით დაინტერესებულ პირებს შეძლებთ რომ დაეხმაროთ, და შესაბამისად ინტერესსაც ვერ გამოიწვევთ სხვა მკითხველების. 

ამიტომ ერთადერთი მექნაიზმი რომ ბევრი გამომწერი გყავდეთ, არის იყოთ საინტერესო.  თქვენი კითხვებითაც, და პასხუებითაც.

Written Feb 08, 2017

Q. რატომ იკარგება ჩემს მიერ დასმული კითხვები და გაცემული პასუხები?

მადლობა ფიდბექისათვის.  როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური ქსელი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, და შეცდომები გამორიცხული არ არის.  კარგი იქნება კომენტარებში, თუ შეძლებთ მოგვიყვეთ ზუსტად რა მომენტში და რა სახის ტექსტის წერისას დაიკარგა პასუხი?  მოკლე იყო იგი თუ არა? რამე კანონზომიერებას ხომ არ ხედავთ როცა ეს დაკარგვა ხდება?

Written Feb 08, 2017



Q. IP მისამართები თუ არის ხელმისაწვდომი ყველასათვის განსაკუთრებით ადმინს ეხება?

Super Administrator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არა ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ ზედმეტ ჩანაწერებს.  მე არ ვიცი ინტერნეტ პროვაიდერებს რაზე აქვთ წვდომა.  მაგრამ ჩვენ ადმინებს არაფერზე წვდომა არ აქვთ.  ეს საიტი თვით რეგულირებადი იქნება.  ანუ ადმინის სტატუსი თქვენში, მომხარებლებზე გადანაწილდება.

დროთ განმავლობაში.

მაგალითად თუ გაინტერესებს ტმებს ჩაგაბარებდით, ტექნიკურს და იქნებოდი ამ თემების ადმინისტრატორი.  რა ხეირიო თუ მკითხავ ჯერ არ ვიცი, მარა მომავალი წინ არის.

ამის გარდა ახლა ვმუშაობთ კოდი ისე რომ დაიწეროს რომ ჩვენ არ გვქონდეს წვდომა ანონიმურ პოსტებთან საერთოდ.  ანუ როცა ვინმე ანონიმურ პასუხს გაცემს, იმ ჩანაწერის ანონიმურობა დაცული იყოს იმ გზით რომ ჩვენც კი არ გვქონდეს წვდომა.

ეს ყვლეაფერი ნელნელა აქტუალური ხდება, და დროის და მუშაობის ამბავია.  ასევე ხალხის მოთხოვნის.  მაგალითად შენი.  მადლობა

 

Written Dec 18, 2017