საზოგადოება


თემასთან დაკავშირებული კითხვები



Q. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელის მართებულობაშიც საზოგადოება გვარწმუნებს?

Elene Pataraia
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

- სიყვარული მარადიულია 

- ხელისუფლება ქვეყანაზე ზრუნავს

- ფული ბედნიერების გარანტიაა

 

Written Mar 15, 2017

Q. ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებელი რა ხერხები იცით?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ გსურთ, რომ ადამიანებს მოსწონდეთ მისდიეთ შემდეგ რჩევებს:

  1. გამოავლინეთ მათდამი გულწრფელი ყურადღება.
  2. გაიღიმეთ.
  3. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახელი ყველაზე ძვირფასია ლექსიკური მარაგიდან.
  4. ყურადღებით მოუსმინეთ და წააქეზეთ ადამიანები სალაპარაკოდ.
  5. ისაუბრეთ ისეთ რამეზე, რაც მოსაუბრისთვის საინტერესოა.
  6. აგრძნობინეთ დამიანს მისი უპირატესობა და ეს გულწრფელად აღიარეთ.

Written Mar 18, 2017

Q. რომელი დაუწერელი სოციალური კანონები უნდა ვიცოდეთ ყველამ?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არასოდეს აგრძნობინოთ სტუმარს თავი უტაქტოდ ან უხერხულად.


ერთხელ, ჯონ კენედი დიპლომატიურ მისიაზე იყო უცხო ქვეყანაში წასული. მან არ იცოდა რომ სუფრაზე მოტანილი ცხელი წყალი ხელის დასაბანად იყო განკუთვნილი, მას ჩაი ეგონა და დალია. მასპინძელი ქვეყნის მეთაურმაც იმავე გაიმეორა.
როდესაც იგივე მეთაური თეთრ სახლში სადილობდა, მან იფიქრა, რომ ჩაი ხელების დასაბანად იყო. ამის შემხედვარე, კენედიმაც ხელები ჩაით დაისველა.

Written Apr 02, 2017