ბიზნესი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა შეცდომებისგან უნდა დაიზღვიონ თავი სტარტაპებმა?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არსებობს მთელი რიგი შეცდომებისა, რომლებიც ძალიან სარისკოა სტარტაპებისთვის:

  • მხოლოდ ერთი დამფუძნებელი
  • ცუდი მდებარეობა
  • ზღვრული მოღვაწეობის არეალი
  • სიჯიუტე
  • ცუდი პროგრამისტების დაქირავება
  • არასწორი პლატფორმის შერჩევა
  • ბაზარზე საქონლის გამოტანის ტემპის შენელება
  • არ გაითვალისწინო კონკრეტული მომხმარებელი და იფიქრო ზოგადად ყველაზე
  • ბევრის დახარჯვა
  • ინვესტორების სუსტი მენეჯმენტი
  • ცდილობდე ყოველთვის თავიდან აირიდო "ხელის დასვრა"
  • დამფუძნებლებს შორის უთანხმოებები
  • ნახევრად გაწეული ძალისხმევა

Written Mar 02, 2017

Q. რა გზითაა შესაძლებელი მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მცირე ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად უნდა მიმართო განცხადებით  შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგინო განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი.

Written Mar 03, 2017

Q. რომელი რადიკალური სტარტაპ იდეები იცით, რომლებმაც მოულოდნელად დიდ წარმატებას მიაღწიეს?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

საუკეთესო სტარტაპებს ალბათ რეტროსპექტულად ვუყურებთ. დღესდღეობით, ყველას გვსმენია მათ შესახებ, მაგრამ როდესაც ისინი მხოლოდ იდეის დონეზე იყო, ალბათ ჩნდებოდა კითხვა "იმუშავებს კი?". კარგი სტარტაპი, კარგი იდეის შედეგად იქმნდება, მაგრამ ხშირად საუკეთესო სტარტაპების იდეები უცნაურად ჟღერს, ბევრს ეჭვიც ეპარება იმუშავებს თუ არა ის. შენ რომ რისკზე წამსვლელი მეწარმე ყოფილიყავი, ჩადებდი თუ არა ფულს ამ იდეებში?

Facebook- ბევრი წარმატებულო სოციალური ქსელია (myspace, friendster..) მაგრამ ქვეყანას სჭირდება ახალი. თავდაპირველად ჩვენ გავხსნით რამდენიმე ათასი კაცისთვის, ხოლო ამის შემდეგ ყველას მოუნდება დარეგისტრირება.

Dropbox- ჩვენ შევქმნით ფაილების შემნახველ ახალ სისტემას, რომელიც სინქრონიზდება. მართალია უამრავი ასეთი აპლიკაციაა, მაგრამ მას ექნება ერთადერთი ფუნქცია, გადაიტანო ყველა შენი ფაილი და გამოიყენო ის.

Amazon- ჩვენ გავყიდით ონლაინ წიგნებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა ჯერკიდევ შეშინებულია გამოიყენოს საკრედიტო ბარათი ვებ გვერდებზე. ტრანსპორტირების ხარჯი წაართმევს მათ მთელ დანაზოგს და ისინი ორ კვირიანი ლოდინის მიუხედავად, მაინც გამოიწერენ ჩვენს პროდუქტს.

Ios- ჩვენ შევქმნით ახალ ოპერატიულ სისტემას, რომელიც მილიონობით პროგრამებისგან, რომლებიც ვინდოუსზე, ლინუქსზე და mac OS-ზე ყენდება, არც ერთს არ გაუშვებს.

Instagram- ვის სჭირდება facebook-ი? ჩვენ გვაქვს ფოტო-ეფექტები!

Twitter- ის არის იმეილის და ესემესის მსგავსი, მაგრამ მას შეუძლია მხოლოდ 140 სიმბოლომდე ტექსტის გამოქვეყნება, არ აქვს ფოტოსურათების მხარდაჭერა, არ შეგიძლია გახადო პრივატული. მას გამოიწერენ ცნობოლი ადამიანები.

Written Mar 13, 2017

Q. როგორ მოვიფიქრო კარგი იდეა (ტექნოლოგიებში ან ფინანსებში) ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კარგი იდეა ყოველთვის ჩნდება კითხვიდან: რა უნდა ისეთი ხალხს, რაც ჯერ არ აქვს? შენ უნდა გქონდეს ემპათია ხალხის მიმართ. ხალხის უმეტესობა სტარტაფებს იმის მიხედვით ქმნის რისი შესაძლებლობაც აქვს. ისინი ფიქრობენ: ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ X, ჯერ ხომ არავის აურევია ის Y-თან. საუბედუროდ, ზემოთ ხსენებულ მსჯელობის შედეგი დაახლოებით ასეთია.

q0DaVa479sFZhHKez35OHmDqUAJMxhKh.png

ამ მოწყობილობის გამომგონებელმა ხალხის პრობლემები კი არ მოაგვარა, არამედ საკუთარი- ოდრის საჭიროების პრობლემა. ეს იდეის მოფიქრებოს არასწორი გზაა. 

იყავი გარემოზე ორიენტირებული. იფიქრე რა სჭირდება ხალხს, რომელი პროდუქტი/მომსახურება გახდიდა მათ ბედნიერს ან მოუტანდა უფრო მეტ ფულს.

 

Written Mar 20, 2017

Q. რომელ გვერდით ბიზნესს შეუძლია მოგიტანოს თვეში 1000-2000 ლარამდე ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ საუბარია გვერდით ბიზნესზე, დავიშვათ რომ შენ მისთვის გამოყოფილი გაქვს კვირაში 20 საათი.
* გახდი თავისუფლად მომუშავე მწერალი, თუ ხარ კრეატიული და გამოგდის წერა. 
* ისწავლე პოკერის თამაში (ონლაინ ან პირისპირ). ონლაინ თამაშს თუ დააპირებ პატარა ფსონებით დაიწყე, მოიგე ფული, შემდეგ გაზარდე ფსონები და ეცადე მოუგო მოწინააღმდეგეებს.
* გახდი რეპეტიტორი და ასწავლე შეძლებულ ბავშვებს ისეთი საგნები, რომლებშიც ძლიერი ხარ.
* სახელმძღვანელო წიგნების არბიტრაჟი ამაზონზე.
* თუ გყავს ავტომობილი, საღამოობით ტაქსაობაც შეგიძლია:)
* თუ გაქვს თავისუფალი ოთახი/ბინა, გააქირავე airbnb-ზე.
* იყიდე საოფისე პროგრამები, ისწავლე მათი დაყენება და დაუყენე მსურველებს.
* თუ ერკვევი რამე თემაში ანაზღაუებადი კონსულტაციები გაუწიე ხალხს.
* გახსენი ხელნაკეთი ნივთების facebook გვერდი, ან იყიდე 3D პრინტერი და მაისურებზე/ჭიქებზე/ჩანთებზე დახატვა შესთავაზე.

 

Written Mar 20, 2017

Q. რომლებია პოტენციური დაბალხარჯიანი ბიზნესები, რომელთა მართვაც მოზარდებს შეუძლიათ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შეგიძლია გამოიწერო ნივთები იაფად და გაყიდო ონლაინ. სკოლას რომ ვამთავრებდი იმ პერიოდში ვცადე ტელეფონის აქსესუარების, კაბელების თუ
ქეისების გამოწერა და შემდეგ facebook გვერდზე ვყიდიდი, ამ საქმით საკმაოდ ბევრი დავაგროვე. ხარჯი ბიზნესს ძალიან ცოტა აქვს, არც ფართის ქირაობაა საჭირო და არც ვებ-გვერდის დამზადება, უბრალოდ შენი facebook გვერდის გაპიარება დაგჭირდება.

Written Mar 20, 2017

Q. რომელი ინდუსტრიებია საქართველოში ყველაზე მეტად შემოსავლიანი?

გიორგი
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

აზარტული თამაშები, ბანკები, საწვავის და თამბაქოს ინდუსტრიები ყველაზე შემოსავლიანია ამ ეტაპზე

საკმაოდ დეტალური სტატია კომერსანტზე: http://commersant.ge/?view=post&id=129766&lang_id=ge

Written Nov 30, 2017