რჩევები


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა შეცდომებისგან უნდა დაიზღვიონ თავი სტარტაპებმა?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ყველაზე გავრცელებული შეცდომაა არასწორი პროდუქტის შერჩევა. სტარტაპზე მუშაობისას ორიენტირებული უნდა იყო მომხმარებელზე, გაიგო თუ რა სურს მას და შესთავაზო ის რაც მას უნდა. ყოველთვის უნდა იყო ფოკუსირებული შენს მიზანზე, როდესაც შესაძლებლობები გაიზრდება არ გადაუხვიო გზას. შენ შეიძლება გქონდეს შესანიშნავი პროდუქტი მაგრამ გეგმა ჩაგეშლება თუ ვერავინ გაიგებს ამ პროდუქტის შესახებ. აუცილებლად დაგჭირდება მარკეტინგი და კარგი პიარ კამპანია. 

Written Mar 09, 2017

Q. რომლებია ყველაზე დამაბნეველი ფილმები?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

David Lynch-ს შეუძლია ამ კითხვაზე გაგცეს პასუხი :)

Written Mar 03, 2017

Q. რა უნდა წაიკითხო ან ისიწავლო, რომ გახდე უფრო გონიერი?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მოკლედ რომ ვთქვათ, ეცადე გამოიყურებოდე სულელად.

 ათლეტების და ბოდიბილდერების უმეტესობა ფორმაში ჩადგომას იწყებს იმიტომ, რომ იყვნენ ძალიან უსტები, ან ჰქონდათ ზედმეტი წონა. ეს „დეფიციტი“ იყო მთავარი მოტივატორი მიეღწიათ მიზნისთვის და ყოველდღიურად ევარჯიშათ. ანალოგიურადაა თუ გინდა გახდე უფრო გონიერი მოტივაციისთვის საუკეთესოა აღმოჩნდე ისეთ სიტუაციებში, სადაც თავს სულელად იგრძნობ.

როგორ იგრძნო თავი სულელად?

1.    ეცადე იყო შენზე ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში. თუ ისინი პატივს სცემენ შენს გონებრივ საზღვრებს მაშინ საშიშიც არაფერია შენთვის. ცონდა იმისა, რომ შენ არ ხარ მათ დონეზე იქნება სტიმული რომ იმუშაო საკუთარ თავზე. თავდაპირველად ისინი შეიძლება არ იცინოდნენ შენს  ხუმრობებზე, ვერ უგებდე კამათისას არგუმენტაციით, ლაპარაკის სურვილიც დიდად არ გქონდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდენი რომ მათ „თამაშში“ მოგებაც შეგიძლია. ამბობენ, რომ შენ ხარ იმ 5 ადამიანის საშუალო, ვისთან ერთადაც ყველაზე ხშირად ატარებ დროს. და თუ შენ ხარ დაბლა, ერთადერთი გზა არის მაღლა ასვლა.

2.    მეორე გზა? ბევრი ექსპერიმენტირება. ისწავლი რამეს? ეცადე მოქმედებაში გამოიყენო. კითხვამ და ინფორმაციის მიღებამ შეიძლება გაგხადოს უფრო მცოდნე, მაგრამ შენ ყოველთვის შეგეძლება თქმა ვის აქვს გამოცდილება ცოდნის მიღმა და ვინ უბრალოდ „აფრქვევს“ ამ ცოდნას.

3.    მესამე გზა- მოძებნე შენთვის მენტორი. ადამიანი, ვინც წარმტებულია, განათლებული, გარეულია შენს წრეში და ისურვებდა შენს წარმატებას. შეგეძლება დაუსვა მას კითხვები, მასთან ახლოს ყოფნით ნახავ თუ როგორ შეიძლება ცოდნის გამოყენება. წარმატება გამომდინარეობს ჩვევებიდან და ხასიათიდან, მასზე დაკვირვებით შენ მიხვდები თუ რა გაშორებს წარმატებამდე.

Written Mar 16, 2017

Q. ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებელი რა ხერხები იცით?

Inco Gnitus
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ყურადღებით დაიმახსოვრეთ უცხოების სახელები, ყველა ადამიანს მოსწონს როცა სახელით მიმართავენ.
თუ გინდა კარგი მოსაუბრე იყო, კარგი მსმენელი იყავი, შეეკითხე სხვას მისი ინტერესის სფეროდან რაიმე.
კამათში მოწინააღმდეგეს ნუ დაამარცხებ, ხოლო თუ მტყუანი ხარ აღიარე.

Written Dec 05, 2017

Q. მარტივად როგორ გადმოვიბიროთ ადამიანები ჩვენს მოსაზრებებზე?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

  • კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუალება მისი თავიდან აცილებაა;
  • გამოხატეთ პატივისცემა სხვათა მიმართ, არასოდეს თქვათ: „შენ ტყუიხარ!“
  • თუ შეცდით, აღიარეთ დაუყოვნებლივ და შთამბეჭდავად;
  • საუბარი დაიწყეთ მეგობრული ტონით;
  • აიძულეთ მოსაუბრე გიპასუხოთ „დიახ, დიახ“;
  • მიეცით მას საშუალება ბევრი ილაპარაკოს, თქვენ კი ცოტა;
  • მიეცით ადამიანს საშუალება იგრძნოს, რომ იდეა, რომელიც თქვენ მიაწოდეთ, ეკუთვნის მას და არა თქვენ;
  • მოვლენებს შეხედეთ მოსაუბრის თვალით;
  • პატივისცემა გამოხატეთ სხვა ადამიანების იდეებისა და გადაწყვეტილებებისადმი;
  • მიმართეთ კეთილშობილურ მოტივებს;
  • თქვენი იდეები შემოქმედებითად წარმოაჩინეთ;
  • ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოწვევას;

Written Mar 18, 2017

Q. რომელი სასარგებლო სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება შემიძლია მოკლე დროში?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. ილაპარაკე ხმამაღლა და გარკვევით- გაუმარტივე ხალხს მოისმინოს შენი სათქმელი.
2. გაღიმებისას გამოაჩინე კბილები- უფრო კარგად და გულწრფელად წარმოაჩენ თავს.
3. გააკეთე განცხადებები- ისინი უფრო სახალისოა ვიდრე შეკითხვები.
4. ყოველთვის დაასრულე წინადადება- არ მისცე ხალხს უფლება გაგაწყვეტინონ.
5. გაიცინო როდესაც ადამიანები სასაცილოს ამბობენ- არ შეიკავო სიცილი, ისინი უკეთ იგრძნობენ თავს.
6. მოიქეცი ისე, თითქოს ყველა შენ მეგობარია- გაგიმარტივდება მეგობრების შეძენა.
7. ისაუბრე საუზმეზე რომელიც დილით მიირთვი- ხალხს უყვარს საჭმელებზე საუბარი.
8. მოყევით საინტერესო ისტორიები მსოფლიოზე- ხალხს უყვარს გასაცარი ისტორიების მოსმენა.
9. იყავი თავმომწონე მაგრამ იხუმრე საკუთარ თავზეც- ხდები უფრო მხიარული და სასაცილო.
10. გაუზიარე პირად ცხოვრების დეტალები- ადამიანები უფრ მარტივად მოგენდობიან. 
11. უთხარი ადამიანებს რა მოგწონს მათში- ამან შეიძლება გამოუკეთოს მათ დღე.
12. ილაპარაკე ტაბუდადებულ თემებზე- გექნება უფრ საინტერესო საუბრები და ადამიანებს მეტად დაამახსოვრდები.
13. დაუსვი სახალისო კითხვები- ამას ყოველთვის მოყვება სასიამოვო საუბარი.
14. როდესაც გაქვს ეჭვი ილაპარაკე ხმამაღლა- ეს ატყუებს ტვინს და გხდის უფრო თავდაჯერებულს.

Written Mar 30, 2017

Q. უნდა დავლიოთ თუ არა ვარჯიშის დროს წყალი?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ კითხვაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი თვლის, რომ ვარჯიშის დროს წყლის დალევა არ შეიძლება, მავნებელია, თირკმელების გადატვირთვას იწვევს, წონის კლების შეფერებას იწვევს და ა.შ. ზოგს, კი მიაჩნია, რომ წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებში და მის ნაკლებობას დეჰიდრატაციის სახით, სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმისთვის და წყალის სათანადო რაოდენობის მიღება მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროსაც. ყველაფერი მაინც ორგანიზმის ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული.

ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის მოსაზრების მიხედვით:

  • დალიეთ დაახლოებით ნახევარი ლიტრი წყალი ვარჯიშის დაწყებამდე ორი საათის განმავლობაში, რათა ორგანიზმი უზრუნველყოთ სათანადო ჰიდრატაციით და საკმარისი დრო ჰქონდეს ზედმეტი სითხის გამოსადევნად.
  • ვარჯიშის პერიოდში რეგულარული ინტერვალებით სვით იმ რაოდენობის წყალი, რამდენიც დაკარგეთ ოფლის სახით.
  • წყალი ან სითხე უნდა იყოს 15-23 გრადუსი ტემპერტურის,  არომატული, სასიამოვნო დასალევი და უზრუნველყოს სითხის ცირკულაცია.
  • აიწონეთ ვარჯიშამდე და ვარჯიშის დასრულების შემდეგ. ყოველ დაკარგულ ნახევარ კილოგრამზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი.

Written Mar 30, 2017

Q. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყურებოდეთ?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. გამოიძინეთ დღეში 8 საათი.
2. დალიეთ 3 ლიტრი წყალი.
3. ისეირნეთ და ივარჯიშეთ.
4. ყოველდღე მიიღეთ პროტეინები და ბოსტნეული.
5. მოერიდეთ მძიმე მაკიაჟს, ლაინერს, ტონალურ კრემს. ტუჩსაცხი საკმარისია.
6. გამოიყენეთ თმის ზეთი ღამით.
7. ჩაიცვით ის, რაც გიხდებათ და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ.
8. იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ. ეს შინაგანად გაგალამაზებთ.
9. გაიქარწყლეთ ყველანაირი ეჭვები. აღნიშნეთ, "მე ვარ მშვენიერი."
10. გიყვარდეთ, დააფასეთ და პატივი ეცით თქვენს თავს.
11. დაიბანეთ სახე დღეში 5-ჯერ. დაიძინეთ სუფთა სახით.
12. შაიცვით სუფთა, გაუთოებული ტანსაცმელი.
13. ჩაიცვით ლამაზი ფეხსაცმელი.
14. თმა მუდამ სუფთად გქონდეთ.
15. მოუარეთ ხელებს და ფეხის ტერფებს.
16. გამოიყენეთ ტანის ლოსიონები.
17. სანამ სადმე წახვალთ, წინასწარ შეარჩიეთ და გაამზადეთ ტანისამოსი.

 

Written Apr 02, 2017

Q. რა უნდა გავაკეთო, როდესაც უკანასკნელი იმედიც მიქრება?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1.     შეწყვიტე ფიქრი. 

2.     წამოდექი საწოლიდან. 

3.       მიიღე შხაპი.

4.       ჩაიცვი.

5.       დალიე ერთი ჭიქა წყალი.

6.       ისაუზმე.

7.       გაისეირნე სასიამოვნო ადგილას.

8.       დააკვირდი რა ხდება შენს გარშემო.

9.       დატკბი ხედით.

10.    დააფასე შენს გარშემო სილამაზე.

 

Written Apr 04, 2017

Q. როგორ გავაგრძელო (შევინარჩუნო) საუბარი ადამიანთან, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო და არც რაიმე განსაკუთრებული კითხვაა, რისი დასმის სურვილიც მაქვს?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

აქ არის 4 პასუხი, რომლის მოსმენაც ყველა ადამიანს სურს:

1.       „არ არსებობს!“

2.       „გასაოცარია!“

3.       „მართლა?“

4.       „კარგი რაა..“

შეგიძლია ყველაზე დასამუნჯებელი საუბარიც გააგრძელო ამ ოთხი ფრაზით. რატომ? იმიტომ, რომ ის ავსებს ადამიანს ინტერესით, და უბიძგებს გააგრძელონ საუბარი.

მაგალითი:

პიროვნება 1: „ძალიან მომწონს სუში.“

შენ: „არ არსებობს!“

1 : „ჰო! ნამდვილად მიყვარს, სუში საუკეთესოა.“

შენ: „გასაოცარია!“

1: „ვიცი! თუ მოგწონს სუში, მაშინ აუცილებლად შედი სუში ბარში, რომელიც აქვე, ქვედა ქუჩაზეა.“

შენ: „მართლა?“

1: „მართლა! ძალიან გემრიელ სუშის ამზადებენ, მრავალფეროვანი არჩევანია და სასიამოვნო გარემო, გველიც ხორცის კერძებიც აქვთ, გჯერა?“

შენ: „კარგი რაა..“

1: „არ ვხუმრობ! (იცინის, და შენთან თავს კომფორტულად გრძნობს) და ყველაზე კარგი, სამშაბათობით აქცია აქვთ, თუ სუშის ერთ ნაკრებს აიღებ, მეორეს გჩუქნიან.“

შენ: „არ არსებობს!“

და ა.შ 

Written Apr 05, 2017

Q. რატომ გვირჩევნია ამ საიტზე ანონიმურად რეგისტრირება?

თეო დვალიშვილი
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ დააკვირდებით, თავად გაქვთ პასუხი გაცემული, თქვენივე დასმულ კითხვაზე :) "არ გსურთ, რომ მერე თქვენი აზრი აკრიტიკონ საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანებმა. სულელურად ან ფილოსოფიურად მიიჩნიონ იგი." 

აი მე ვფიქრობ, რომ ანონიმურობა მხოლოდ საჩუქრებს უხდება. რათქმაუნდა მერე ისიც უნდა გაცხადდეს, მაგრამ ეფექტურობისთვის ასე ჯობია! ^^ 

რაც შეეხება თემას, ყოველთვის ყველამ გაიგოს შენი აზრი ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით! გაიგონ თუნდაც ის შეხედულება, რაღაც ახალი. იკამათონ და განავითარონ საკუთარი მსჯელობის უნარი.. დაე იკამათონ.. ადევნეთ თვალი შორიდან და დატკბით ადამიანების აზრთა მრავალფეროვნებით, რომელიც ხანდახან არაამქვეყნიურად სულელურია და ხანდახან სასაცილოც კი :)

Written Dec 05, 2017