ისლამი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. როგორ ფიქრობთ, გახდება ისლამი ქრისტიანობაზე წინმდგომი და გავრცელებული რელიგია?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დღესდღეობით, ქრისტიანობა ყველაზე გავრცელებული რელიგიაა, მაგრამ ისლამი- ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგიაა მსოფლიოში. 2070 წლისთვის ნავარაუდევია, რომ მუსულმანთა რაოდენობა გადააჭარბებს ქრისტიანთა რაოდენობას. ამის მიზეზი არის ის, რომ მუსულმანთა პოპულაცია დღთიდღე იზრდება, ხოლო ქრისტიანთა დიდი ნაწილი ათეისტი ხდება. მაგალითად ირლანდია, მისი მოსახლეობის 93% ქრისტიანია, 87% კათოლიკე, მხოლოდ 0.8% არის ათეისტი, ხოლო როდესაც ჩაატარეს კვლევა კოლეჯებში, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 61% იყო ქრისტიანი და 20% ათეისტი, აქედან 45%ქრისტიანებად მიიჩნიეს, რადგან მათი მშობლები იყვნენ ქრისტიანები. თუ ასე გაგრძელდება ქრისტიანი მოსახლეობის რიცვი მნიშვნელოვნად შემცირდება და ისლამი ნამდვილად გადაჯაბნის მას. 

Written Mar 09, 2017

Q. რა მოხდება თუ ხალხმრავალ ადგილას "ალაჰ აქბარ"-ს დაიძახებ?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შემდგომი განვითარებული მოვლენები დამოკიდებულია იმაზე თუ სად დაიძახებ. თუ ეს დასავლეთ ევროპაში იქნება , სავარაუდოდ ხალხი ძალიან შეშინდება, დაიწყება მასობრივი პანიკა და ბევრი გაქცევას გადაწყვეტს. თუ ადგილი გადატვირთული იქნება, შეიძლება ჭყლეტვაც დაიწყოს და საბოლოო ჯამში ადამიანები დაშავდებიან. თავდაცვის ძალები დაგაპატიმრებენ. მოხდება ადგილის ევაკუაცია, გაუქმდება ტრანსპორტი. საქმე აღიძრება იმის მიუხედავადაც თუ შენ აუხსნი პოლიციას, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

თუ ეს იქნება ბრიუსელში ან პარიზში, არის შანს, რომ გესროლონ (ეს დამოკიდებულია თავდაცვის, პოლიციის მოთმინების უნარზე).

ქვემოთ მოცემულია ვიდეო: ამსტერდამში 2010 წლის 4მაისს მოედანზე შეკრებილი ხალხი წუთიერ დუმილს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ადამიანებს და ამ დროს უცნობმა ადამიანმა დაიყვირა...

 

Written Mar 02, 2017

Q. აქვს თუ არა ISIS-ს აღიარებულ ქვეყნად გადაქცევის პოტენციალი ?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არ არსებობს ასეთი თეორიული დაშვებაც კი. პირველ რიგში იმიტომ რომ მათი წარმოქმნა არ მომხხდარა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის უფლებების დასაცავად ან უუფლებო ეთნოსის (მაგ. ქურთები) ქვეყნის შესაქმნელად. ISIS-ი არის ალ-ქაედას გამოყოფილი და სადამ ჰუსინის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცრების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობას ვერანაირად ვერ შესძლება, ისევე როგორც ვერ მოახერხა ალ-ქაედამ ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის სტატუსის მიღება თუნდაც ავღანეთს შიგნით.  

Written May 04, 2017