სიცოცხლე

მრავალმნიშვნელოვანი ცნება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად: -ბიოლოგიური სიცოცხლე, როგორც მატერიის განსაკუთრებული ფორმა; -სიცოცხლე (იურისპრუდენცია და სამართალი) სოციალურ-პოლიტიკური აზრით (სიცოცხლის დაზღვევა); -სიცოცხლე (სიცოცხლის უნარი) როგორც მეტაფორა, როდესაც, მაგალითად, ცოცხალი ორგანიზმების თვისება მიეწერება სხვა ობიექტებს (სიცოცხლის უნარიანი იდეა, ცოცხალი წყალი, ცოცხალი მუსიკა, სხვა). სიცოცხლის მნიშვნელოვანი, გამაერთიანებელი თვისებებია: ქცევა, მეტაბოლიზმი, ზრდა, გამრავლება, განვითარება, ჰომეოსტაზი.


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის ადამიანის სიცოცხლის ფასი?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

საკითხს მორალურ-ეთიკურად რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ღირებულების განსაზღვრა აუცილებელ საკითხს წარმოადგენს, მაგალითად სიცოცხლის დაზღვევისათვის სადაზღვეო კომპანიას უწევს ამის გამოთვლა. ფასის დასადგენად იგი იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს:

•    პირვნების ყოველწლიური შემოსავალი

•    ხარჯთაღრიცვა( რა გადასახადების გადახდა უწევს)

•    პერიოდის განსაზღვრა, სადამდეა აუცილებელი

 ოჯახისთვის თანხის გადახდა

•     უკუგების ნორმის გათვალისწინება

•     რა იქნებოდა მისი სამომავლო შემოსავალი

 

საიტიც კი არსებობს, რომელიც დაგითვლით თუ რა ღირს თქვენი სიცოცხლე

  http://www.insuranceqna.com/calculators/human-life-value.html

 

Written Mar 06, 2017

Q. რომელმა ტრივიალურმა ცოდნამ შეიძლება ერთ დღეს გადაგირჩინოს სიცოცხლე?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ დაიკარგე და ვინმეს ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს სად შეიძლება იყო და ელოდება შენს დაბრუნებას, დარჩი იმ ადგილას სადაც ხარ! უფრო მარტივად გიპოვიან თუ არ გადაადგილდები. თუმცა, თუ არავინ არ იცის, რომ დაიკარგე და არც წარმოდგენა აქვთ სად შეიძლება იყო, ხარ მარტო და არ იცი გზა, იარე ქვემოთ (დაღმართის მიმართულებით). დაღმართები მიგიყვანს წყალთან, როდესაც იპოვი წყალს გაყევი დინებას და ის მიგიყვანს ადამიანებთან.

ჯულია კოეფცკი იყო ერთადერთი გადარჩენილი 1971 წლის თვითმფრინავის კატასტროფიდან, თვითმფრინავი პერუს ტყეში ჩამოვარდა. მოტეხილობების და დაშავების მიუხედავად, მან მისდია ზემოთ ხსენებულ რჩევას, იარა მდინარის მიმართულებით, რაც ნაკლებ ენერგიას საჭიროებდა. მან 9 დღე იცურა ტივით სანამ ნავს და თავშესაფარს არ მიაგნო, მან დაიცადა და რამდენიმე საათში მეტყევემ აღმოაჩინა.

Written Mar 18, 2017

Q. მეკუთვნის თუ არა მე ჩემი სხეული?

Tornike Kituashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ki

Written Feb 06, 2018