სტერეოტიპები

ტერმინის სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას. სტერეოტიპული აზროვნება არის სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულება.


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რომელია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი/გამაღიზანებელი ქართული სტერეოტიპი?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზოგადად ყველანაირი სტერეოტიპი გამაღიზიანებელია. სტერეოტიპი არის კოლექტიური რწმენა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), რომელიც აღიქმება, როგორც "კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება, როგორც "ცუდი". სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ "იარლიყებს აკრავენ", არამედ აფასებენ "სწორია-არასწორია", ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები "ასე არავინ აკეთებს" ან  "ყველა ასე ცხოვრობს".

Written Mar 12, 2017