კითხვა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის ის ხმა, რომელიც გესმის ჩუმად კითხვისას? რატომ ხდება ასე?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იგი ცნობილია როგორც სუბვოკალიზაცია და ჯერჯერობით არ არის მთლიანად გამოკვლეული. ადამიანების უმეტესობა ახდენს სუბვოკალიზაციას კითხვის დროს, მაგრამ ზოგს ეს არ გამოსდის და გონებაში გახმოვანების გარეშე უბრალოდ აზრი გამოაქვთ ინდივიდუალური სიტყვებიდან. შეგიძლია ივარჯიშო და გააჩუმო გონების ხმა, მე მაგალითად შემიძლია გავაკონტროლო როდის მესმოდეს და როდის არა.

 

Written Mar 12, 2017

Q. რა არის კითხვის მიზანი/აზრი?

George Petriashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რა არის და ცოდნის გაღრმავება.

ახლის გაგება და შეძენა ისეთი ინფორმაციის რომელიც არ გქონდა და დაგჭირდა. და რა თქმა უნდა ამ ახალი ინფრომაციით ან იადვილებ რაღაცებს, ან ისეთი აღმოჩნდება ინფორმაცია რომ პირიქით გაგირთულდეს ის რაღაცები. 

შემდეგ უკვე ახალი კითხვები გებადება, რომ ახალი პასუხები მიიღო იმისათვის რომ წინ წახვიდე და შეძლო გაამარტივო რაღაცები.

არ ვიცი რამდენად კარგად გავეცი კითხვას პასუხი, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კითხვის დასმას ის მიზანი და აზრი აქვს რომ მეტი გავიგო, მეტი გავიაზრო და უფრო წინ წავიდე ახალი ინფორმაციით.

-P.S - არასდროს იცი რა ინფორმაცია და ცოდნა, რაში და როდის გამოგადგება.

Written Mar 15, 2017

Q. რა უნდა წაიკითხო ან ისიწავლო, რომ გახდე უფრო გონიერი?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მოკლედ რომ ვთქვათ, ეცადე გამოიყურებოდე სულელად.

 ათლეტების და ბოდიბილდერების უმეტესობა ფორმაში ჩადგომას იწყებს იმიტომ, რომ იყვნენ ძალიან უსტები, ან ჰქონდათ ზედმეტი წონა. ეს „დეფიციტი“ იყო მთავარი მოტივატორი მიეღწიათ მიზნისთვის და ყოველდღიურად ევარჯიშათ. ანალოგიურადაა თუ გინდა გახდე უფრო გონიერი მოტივაციისთვის საუკეთესოა აღმოჩნდე ისეთ სიტუაციებში, სადაც თავს სულელად იგრძნობ.

როგორ იგრძნო თავი სულელად?

1.    ეცადე იყო შენზე ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში. თუ ისინი პატივს სცემენ შენს გონებრივ საზღვრებს მაშინ საშიშიც არაფერია შენთვის. ცონდა იმისა, რომ შენ არ ხარ მათ დონეზე იქნება სტიმული რომ იმუშაო საკუთარ თავზე. თავდაპირველად ისინი შეიძლება არ იცინოდნენ შენს  ხუმრობებზე, ვერ უგებდე კამათისას არგუმენტაციით, ლაპარაკის სურვილიც დიდად არ გქონდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდენი რომ მათ „თამაშში“ მოგებაც შეგიძლია. ამბობენ, რომ შენ ხარ იმ 5 ადამიანის საშუალო, ვისთან ერთადაც ყველაზე ხშირად ატარებ დროს. და თუ შენ ხარ დაბლა, ერთადერთი გზა არის მაღლა ასვლა.

2.    მეორე გზა? ბევრი ექსპერიმენტირება. ისწავლი რამეს? ეცადე მოქმედებაში გამოიყენო. კითხვამ და ინფორმაციის მიღებამ შეიძლება გაგხადოს უფრო მცოდნე, მაგრამ შენ ყოველთვის შეგეძლება თქმა ვის აქვს გამოცდილება ცოდნის მიღმა და ვინ უბრალოდ „აფრქვევს“ ამ ცოდნას.

3.    მესამე გზა- მოძებნე შენთვის მენტორი. ადამიანი, ვინც წარმტებულია, განათლებული, გარეულია შენს წრეში და ისურვებდა შენს წარმატებას. შეგეძლება დაუსვა მას კითხვები, მასთან ახლოს ყოფნით ნახავ თუ როგორ შეიძლება ცოდნის გამოყენება. წარმატება გამომდინარეობს ჩვევებიდან და ხასიათიდან, მასზე დაკვირვებით შენ მიხვდები თუ რა გაშორებს წარმატებამდე.

Written Mar 16, 2017

Q. რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ეგზუპერი - პატარა უფლისწული

ჰესე - ნარცისი და გოლდმუნდი

ბერჯესი - მექანიკური ფორთოხალი

ჰესე - ზიდჰარტა

კიოსაკი - მდიდარი მამა, ღარიბი მამა

იტალიური სამზარეულო

კოელიო - ალქიმიკოსი ( 65 მილიონიდან ერთი ეგზემპლარიც მე  ) :)) 

უაილდი - დორეან გრეის პორტრეტი

რატომღაც არ მავიწყდება ეს წიგნები. შეიძლება უფრო ღირებული წიგნებიც წამიკითხავს, მაგრამ ესენი არ მავიწყდება.  

Written Mar 25, 2017