ინტრავერტი

ადამიანი, რომლის სოციალურ-ფსიქოლოგიური წყობა ხასიათდება შინაგან სამყაროზე კონცენტრაციით, ჩაკეტილობით. ახასიათებთ სოციალური პასიურობა და თვითანალიზი.


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. როგორ ერთობიან-ხოლმე ინტრავერტები ?

Zuka Tsintsabadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზუსტად ისე როგორც ექსტრავერტები. ინტრავერტებსაც უყვართ მეგობრებთან ერთად გასვლა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა ან თუნდაც ხანდახან კლუბში წასვლა. ინტრავერტებს განა რამე სხვა გასართობი საშვალებები აქვთ, უბრალოდ ექსტრავერტები თუ მუდამ რაღაც სტიმულაციის ძებნაში არიან, ინტრავერტს ჭირდება განმარტოება თავის სამყაროში და მაგ სტიმულაციის დაგდება.

Written Mar 16, 2017