დასამახსოვრებელი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა გაუკეთებია ადამიანს ისეთი, რამაც გაფიქრებინა, რომ ის ძალიან ჭკვიანია?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

როდესაც სკოლაში დავდიოდი, ფიზიკის მასწავლებელმა მოგვცა დავალება გაგვეკეთებინა ნებისმიერი ფორმის ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე შორს გაფრინდებოდა. ბავშვობაში ხშირად ვაკეთებდი ქაღალდის თვითმფრინავებს და ჩემი ყველა უნარი გამოვიყენე ახალის გასაკეთებლად.

j2In7oB4uNByn_CKHpqDglr31fJRD_Sw.jpg

ყველა დანარჩენი მსგავსად მოიქცა. ერთმა კლასელმა კი გააკეთა ყველაზე კარგი და მარტივი თვითმფრინავი. მან უბრალოდ დაკუჭა ქაღალდი და გაისროლა (ყველაზე შორს).

კლასი გაკვირვებული იყო.

orG2Y-Iwin-_Ec2WhgLdd3cxJJ2LcZUu.jpg

ზოგი კლასელი გაღიზიანდა და თქვა, რომ მან ითაღლითა.

მასწავლებელმა კი უპასუხა მათ, „როგორ? მე ხომ გითხარით, რომ ნებისმიერი ფორმის გაკეთება შეგეძლოთ, ქაღალდის ბურთი კი საუკეთესო ფორმაა.“

მან მოიგო.

„ნიჭიერი აღწევს ისეთ მიზანს, რომელსაც ვერავინ მიაღწევს, ხოლო გენიოსი აღწევს ისეთ მიზანს, რომელსაც ვერავინ ვერ ხედვს.“,- არტურ შოპენჰაუერი

დღემდე ვთვლი მას გენიოსად.

Written Mar 16, 2017