სიზარმაცე


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. აქვს თუ არა რაიმე დადებითი მხარე სიზარმაცეს?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემს ისტორიას გიამბობთ:

Facebook-ზე და Instagram-ზე მიყენია 29 სიმბოლოიანი პაროლი. როდესაც მაქვს სამუშაო, უბრალოდ გამოვდივარ ხოლმე ჩემი ანგარიშიდან. როდესაც ვგრძნობ, რომ დასვენება მჭირდება და მინდება fadebook-ზე შესვლა, იმდენად მეზარება პაროლის აკრეფა, რომ საქმის გაგრძელებას ვარჩევ. რეალურად რომ ვთქვათ ჩემივე სიზარმაცის გამო ვუბრუნდები სამუშაოს და მაქვს-ხოლმე პროდუქტიული დღეები.

- ცნობისთვის, გრძელ პაროლს სხვა დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად, უცაბედად თუ მოგინდება მისწერო შენს „ყოფილს“, მეტი დრო გექნება დასაფიქრებლად და გაიზრდება შანსი იმისა,რომ თავიდან აიცილო ისეთი საქციელი, რომელსაც შემდეგ აუცილებლად ინანებ.

Written Mar 16, 2017