დეჟა ვუ


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რატომ გვემართება დეჟა ვუ და რას ნიშნავს ის?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დეჟა ვუ არის  ფსიქოლოგიურ მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება რომ სიტუაცია, რომელშიც ახლა იმყოფება უკვე იყო მომხდარი წარსულში. როგორც წესი ადამიaნი ასეთ მომენტში გაურკვევლობაში ვარდება, აანალიზებს რომ ეს არის არარეალური თუმცა დაჯერება მაინც უჭირს რადგან დეტალური სიზუსტით იცის რა მოხდება შემდგომ რამოდენიმე წამში.   დეჟა ვუსთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი ეხედულებები არსებობს. ზოგიერთის აზრით ეს პარანორმალური უნარია და არაფერთან არ არის კავშირში. ზოგი კი თვლის რომ უბრალოდ მარტივი მომენტი ‘’უკვე მოვისმინე’’და ‘’უკვე გამოცდილი’’ ს ფაქტორი უფროა ვიდრე რაიმე პარანორმალური ფაქტორისა.  გამოკვლევებმა აჩვენა რომ, დეჟა ვუს ფენომენი - ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 97% ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. ფსიქიატრები ირწმუნებიან რომ დეჟა ვუს ხშირი განცდა იწვევს ადამიანის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას.  ერთადერთი რაშიც მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან არის ის რომ დეჟა ვუ გამოწვეულია ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებით რომელთა პასუხისმგებელიცაა აღქმისა და მეხსიერების უჯრედები. კონკრეტულ მიზეზებად კი სპეციალისტები ასახელებენ შემდეგ ვერსიებს.  ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით დეჟა ვუ ‘’მოგონებებია აწმყოზე’’. ამ მომენტში ადამიანი რეალობას ცხადად აღიქვამს, უბრალოდ გარკვეულწილად გონებრივად გადააქვს წარსულში.  დეჟა ვუს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სიზმრებიც იყოს.

Written Mar 20, 2017