დღევანდელობა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა იყო თქვენს ბავშვობაში ისეთი, რაც დღევანდელ ბავშვებს არ აქვთ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მე პირადად 90-იანების ბავშვი ვიყავი. რაც ჩემს ბავშვობაში იყო დღევანდელი ბავშვებისთვის ძალიან უცხოა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველას ერთნაირად გვციოდა, გვშიოდა, გვიხაროდა თუ გვწყინდა...
ერთნაირი მოუთმენლობით ველოდებოდით შუქს და მხიარული შეძახილებით ვატყობინებდით ერთმანეთს მის მოსვლას. ყველას გვახსოვს აკუმულატორებზე შეერთებული ტელევიზორები და საყვარელი სერიალების: "კასანდრას", "ველური გულის" და ა.შ. ყურება, რომელიც ახლო და შორეულ მეზობლებს, დიდსა და პატარას ერთ-ერთ ოჯახში გვიყრიდა თავს და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, მთავარი გმირების სიხარულსა თუ მწუხარებას მთელი სიმძაფრით განგვაცდევინებდა. 

6d03673b479ccd4764662342e4e9210f

 

73427cf74cf27b2cdd4cdc378fefbd6f

a7f9484e9f94b4218ef53dbf3e343bca

f06a22dc5f36e2d947dd8eac38856630

f3efa6f50a6eb1a774526f8a381657e5

 

Written Mar 18, 2017

Q. რაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ადამიანს არ აქვს Facebook -ი და არც აპირებს მის შექმნას?

Levan Bakhia
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იმაზე მეტყველებს რომ მზად არის რომ გახსნას ანგარიში pasuxebi.ge-ზე და იმოღვაწევოს აქაურ სოციალურ ქსელში.  ალბათ მას არ აინტერესებს ჭორაობა, იქნებ დააინტერესოს აზროვნება.  იქნებ დააინტერესოს საინტერესო კითხვების ამოკითხვა.

ეს ხუმრობით, ისე კი რამენიმე ტიპის ადამიანს ვიცნობ ვისაც არ აქვს ფეისბუქი.  ერთი ის არის ვისთვისაც ზოგადად ტექნოლოგია არ არის საინტერსო ან ხელმისაწვდომი.   მეორენი არიან რომლებიც ფეისბუქის ქონას ისევე უყურებენ როგორც სიტყვაზე შეიძლება შეხედო სნობიზმს.  კიდევ არიან ხალხი რომელთაც ეზარებათ, მაგრამ სხვისი ფეისბუქით სულ დაძვრებიან, ანუ კონტექნტი აინტერესებთ.  მოკლედ იმას ვიტყვი რომ საბოლოოდ ცდებიან, იმითი რომ არ ხსნია ექაუნთს რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, თანამედროვე ცხოვრების რაღაც ნაწილზე ამბობენ უარს.  

ბოლოს იმას კი არ ვინანებთ რაც გავაკეთეთ, არამედ იმას რაც არ გავაკეთეთ.  იქნებ ეს ფეისბუქის შემთხვევაშიც სწორია. :)

 

Written Mar 21, 2017