საიდუმლო


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა საიდუმლოები იცით თვითმფრინავების და ავიაკომპანიების შესახებ, რაც მგზავრებმა არ იციან?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

  • ჟანგბადის ნიღბები გათვლილია სულ მცირე 15 წუთზე. არ ღირს დიდხანს ლოდინი,  სიმაღლის ცვლილების გამო ის 15-20 წამში ამოიწურება.
  • თვითმფრინავში არ არის უფრო უსაფრთხო ადგილი. ავიაკატასტროფის შემთხვევაში გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი მთლიანად გარემოებაზეა დამოკიდებული.
  • პილოტები არც ისეთი გამოცდილები არიან როგორც გგონია. საპილოტე მოთხოვნები განსხვავებულია და სულაც არა არის მაღალი სტანდარტის.
  • საჭმლის ლანგრებ არც ისე კარგადაა გაწმენდილი. დაფიქრდი სანამ ხელს მოკიდებ მას. თან იქონიე ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცი.
  • რამდენიმე წყაროდან ვიცი, რომ სტიუარდესები ზოგჯერ ელოდებიან მგზავრების დაძინებას და ამის შემდეგ გამოაქვთ საჭმელი, რათა შეიმცირონ სამუშაო.

Written Mar 18, 2017

Q. რომელი ადამიანები იცით, რომლებსაც სიკვდილამდე გაჰყოლიათ უდიდესი საიდუმლო?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ევარისტ გალუა, ფრანგი მათემატიკოსი, რომლის გამოკვლევებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ალგებრის განვითარებაზე. ის მეფის რეჟიმის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის ორჯერ დააპატიმრეს; განთავისუფლებისთანავე პოლიტიკურმა მტრებმა თავს მოახვიეს დუელი და 1832 წელს 21 წლისა მოკლეს.

ამ ფატალურ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე მან მისწერა 60 გვერდიანი წერილი მის მეგობარ ოგიუსტ შევალიეს. ხელნაწელი შევალიემ გადმოწერა და 1843 წელს მათემატიკურ ჟურნალში გამოაქვეყნა.

რა იყო უდიდესი საიდუმლო?  როდსაც გალუას ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი და მან ვერ მოასწრო კვლებების დამთავრება. ქვემოთ მოყვანილ სურათში შეგიძლიათ წაიკითხოთ „Il y a quelque chose à compléter dans cette démonstration. Je n'ai pas le temps“ (კვლევაში არის რაღაც დასამთავრებელი, მაგრამ მე არ მაქვს ამის დრო)

main-qimg-1ee768761fe53d3ed9b9685ecc6b8aa6-p

მეცნიერებს ათწლეულები დასჭირდათ რათა დაემთავრებინათ და დაემტკიცებინათ ეგრეთ წოდებული გალუას თეორია. მათემატიკოსი ასეთ ადრეულ ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო ვინ იცის ახლა რა აღმოჩენები იქნებოდა მათემატიკაში.

Written Mar 19, 2017

Q. რომელი საიდუმლოებია, რომლებსაც ბიჭები გოგოებს იშვიათად უზიარებენ?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გავრცელებული ცრურწმენები:

1.  SMS „მიხვედი სახლში?“ არ არის ხოლოდ ფორმალობა. სინამდვილეში ჩვენ არ ვდარდობთ იმაზე მიხვეიდი თუ არა სახლში, იქნება ის და, დედა, მეგობარი გოგო, უბრალოდ მეგობარი თუ ნაცნობი.

2. ცუდად ვინარჩუნებთ თვალით კონტაქტს. ჩვენ შეიძლება გიყურებდეთ და ამავდროულად  ვფირქობდეთ ოფისში დაუმთავრებელ საქმეზე.

3. როდესაც ურთიერთობას ვიწყებთ გოგოსთან, ჩვენი მეგობრები ისეთივე პატივისცემით ეკიდებიან მას, როგორც თავიანთ დებს.

4. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ სიყვარული და ვნება.

5. ჩვენ ვერ ვიგებთ ქალების ემოციებს. ძალიან ხშირად ვხვდებით რაშიცაა საქმე და თბილი სიტყვებით ვცდილობთ სიტუაციის მოგვარებას.

6. ჩვენ გვიყვარს დედები ყველა ქალზე მეტად. თუ ბიჭი გეუბნებათ, რომ დედამისზე მეტად უყვარხართ, ის ან ჭკუასუსტია, ან მატყუარა.

Written Mar 19, 2017