მცირე ბიზნესი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. როგორ მოვიფიქრო კარგი იდეა (ტექნოლოგიებში ან ფინანსებში) ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კარგი იდეა ყოველთვის ჩნდება კითხვიდან: რა უნდა ისეთი ხალხს, რაც ჯერ არ აქვს? შენ უნდა გქონდეს ემპათია ხალხის მიმართ. ხალხის უმეტესობა სტარტაფებს იმის მიხედვით ქმნის რისი შესაძლებლობაც აქვს. ისინი ფიქრობენ: ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ X, ჯერ ხომ არავის აურევია ის Y-თან. საუბედუროდ, ზემოთ ხსენებულ მსჯელობის შედეგი დაახლოებით ასეთია.

q0DaVa479sFZhHKez35OHmDqUAJMxhKh.png

ამ მოწყობილობის გამომგონებელმა ხალხის პრობლემები კი არ მოაგვარა, არამედ საკუთარი- ოდრის საჭიროების პრობლემა. ეს იდეის მოფიქრებოს არასწორი გზაა. 

იყავი გარემოზე ორიენტირებული. იფიქრე რა სჭირდება ხალხს, რომელი პროდუქტი/მომსახურება გახდიდა მათ ბედნიერს ან მოუტანდა უფრო მეტ ფულს.

 

Written Mar 20, 2017

Q. რომელ გვერდით ბიზნესს შეუძლია მოგიტანოს თვეში 1000-2000 ლარამდე ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ საუბარია გვერდით ბიზნესზე, დავიშვათ რომ შენ მისთვის გამოყოფილი გაქვს კვირაში 20 საათი.
* გახდი თავისუფლად მომუშავე მწერალი, თუ ხარ კრეატიული და გამოგდის წერა. 
* ისწავლე პოკერის თამაში (ონლაინ ან პირისპირ). ონლაინ თამაშს თუ დააპირებ პატარა ფსონებით დაიწყე, მოიგე ფული, შემდეგ გაზარდე ფსონები და ეცადე მოუგო მოწინააღმდეგეებს.
* გახდი რეპეტიტორი და ასწავლე შეძლებულ ბავშვებს ისეთი საგნები, რომლებშიც ძლიერი ხარ.
* სახელმძღვანელო წიგნების არბიტრაჟი ამაზონზე.
* თუ გყავს ავტომობილი, საღამოობით ტაქსაობაც შეგიძლია:)
* თუ გაქვს თავისუფალი ოთახი/ბინა, გააქირავე airbnb-ზე.
* იყიდე საოფისე პროგრამები, ისწავლე მათი დაყენება და დაუყენე მსურველებს.
* თუ ერკვევი რამე თემაში ანაზღაუებადი კონსულტაციები გაუწიე ხალხს.
* გახსენი ხელნაკეთი ნივთების facebook გვერდი, ან იყიდე 3D პრინტერი და მაისურებზე/ჭიქებზე/ჩანთებზე დახატვა შესთავაზე.

 

Written Mar 20, 2017

Q. რომლებია პოტენციური დაბალხარჯიანი ბიზნესები, რომელთა მართვაც მოზარდებს შეუძლიათ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შეგიძლია გამოიწერო ნივთები იაფად და გაყიდო ონლაინ. სკოლას რომ ვამთავრებდი იმ პერიოდში ვცადე ტელეფონის აქსესუარების, კაბელების თუ
ქეისების გამოწერა და შემდეგ facebook გვერდზე ვყიდიდი, ამ საქმით საკმაოდ ბევრი დავაგროვე. ხარჯი ბიზნესს ძალიან ცოტა აქვს, არც ფართის ქირაობაა საჭირო და არც ვებ-გვერდის დამზადება, უბრალოდ შენი facebook გვერდის გაპიარება დაგჭირდება.

Written Mar 20, 2017