ყოველდღიური ფილოსოფიები


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის ჭკვიანად ყოფნის ბნელი მხარე?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

 

1. რთულად უძლებ „ნორმალური“ ხალხის საუბარს. ხვდები, რომ მათი კომუნიკაციის 90% ისედაც აშკარაა, ბანალური და არაფრის მომცემი. თემები, რომლებიც შენთვის საინტერესოა, იქნება ეს მეცნიერება, ფილოსოფია თუ სხვა, მათთვის ძალიან მოსაწყენია.

2. იძულებული ხარ ისაუბრო მაშინ, როცა რაიმე ძალიან კარგი იდეა მოგაფიქრდება, უმეტეს დროს ჩუმად ხარ.

3.შენ გაინტერესებს ყველაფერი ახალი და უცნობი. ამიტომ შენი სამსახური ძალიან მალე გბეზრდება, რადგან უკვე ყველაპერი იცი მის შესახებ და მარტივადაც გამოგდის.

4. ფიქრს უფრო მეტ დროს უთმობ, ვიდრე მოქმედებას.

5. ზოგჯერ, უბრალოდ გასართობად, ძალიან დიდ დროს კარგავ ისეთი ცოდნის მიღებაზე, რომელიც უსარგებლოა.

6. რთულია იყო უშუალო.

Written Mar 22, 2017

Q. რომელია ადამიანებს შორის ყველაზე უსამართლო უპირატესობა ?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

იღბალი.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი ყიდულობს ლატარიის ბილეთს, მათგან 1-5 კაცი იგებს. უსამართლობაა? რა თქმა უნდა.

ყოვლედღიურად 353000 ბავშვი იბადება. მათგან 80% იცხოვრებს ისე, რომ დღეში ექნება 10$-ზე ნაკლები. განვითარებად ქვეყნებში დაბადებულებს კი განსაკუთრებით არ უმართლებთ.

მაგრამ ისეთი ხალხი, როგორიც მე და შენ ვართ? ჩვენ გვაქვს დრო, რომ დავხარჯოთ წერაზე და გავცეთ pasuxebi.ge -ზე შეკითხვებს პასუხები, შენ ასევე გვაქვს დრო, რომ წაიკითხო ჩემი პასუხი! ეს ფუფუნებად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან არსებობს ქვეყნები, სადაც თავისუფალი ინტერნეტიც კი ძალიან საკვირველია.

Written Mar 22, 2017

Q. ცხოვრების მეგზურის არჩევისას რა გავრცელებულ შეცდომებს უშვებენ ადამიანები?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არ არსებობს სწორი და არასწორი არჩევანი, არსებობს არჩევანი.   შეცდომა მხოლოდ ისაა, როცა ვფიქრობთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, თუ იმედი გაგვიცრუვდება, მერე ვფიქრობთ რომ არა სწორი არჩევანი იყო. 

ყველაზე გავცელებული და ჩემი აზრით ერთადერთი შეცდომაა, რომ ეს არ გვესმის.  

Written Mar 25, 2017

Q. რატომ ქორწინდებიან ადამანები?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რატომ ქორწინდება ხალხი?
თუ სიყვარული არის კავშირი ორი ადამიანისა, მოვალეობა- ის უხილავი ძაფი მათ შორის, რომელიც ემოციურად აახლოებს მათ ერთმანეთთან, ქორწინება არის უხილავი ძაფის დამატებითი დამცავი ფენა, რომელიც იცავს მას სირთულეების დროს გაწყვეტისგან.

Written Mar 30, 2017

Q. რა არის ადამიანური არსებობის ყველაზე დიდი სიამოვნება ?

Lasha Sulaberidze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

11) რაღაც დიადი მთელი გულით გწადია, ბევრს იბრძვი, შრომობ, ბოლოს აღწევ და ცრემლები მოგდის

Written Mar 30, 2017

Q. რა არის ცხოვრების აზრი, თუ ბოლოს მაინც ყველანი მოვკვდებით და არაფერი გვემახსოვრება?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ნამცხვარს თუ შევჭამთ, ის დამთავრდება და მისგან აღარაფერი დარჩება, მაშინ რა არის მისი მირთმევის აზრი?

WWKmgDBEnlsOrIbLRc3TbV4bS7Iay-jZ.jpg

აზრი სიამოვნების მიღებაშია. თუ მოგართმევენ ნამცხვარს, ხომ არ უპასუხებთ, "არა, მადლობა. ნამცხვარს სამუდამოდ ვერ შევჭამთ, ის ამოიწურება, ანუ აზრი არ აქვს მის ჭამას." რა თქმა უნდა, არა! შეზღუდულობა არ ხდის მას ნაკლებ სასიამოვნოს.
ნუთუ არ გამოიყურება ის მადის აღმძვრელად? ასევეა ცხოვრებაც.

Written Apr 02, 2017