თმის ცვენა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა იწვევს თმის ცვენას?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თმის ცვენის მიზეზები შეიძლება იყოს მარტივი. როგორიცაა ვიტამინის დეფიციტი და კომპლექსური - მძიმე სამედიცინო მდგომარეობები. თმის ცვვას ძალიან ბევრი რამ იწვევს, შევეცდები ძირთადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზები ჩამოვთვალო:
 

ფიზიკური სტრესი - დიდი და სერიოზული ფიზიკური ტრავმა , ავარია, ქირურგიული ოპერაცია, მძიმე დაავადება, გრიპიც კი. შეიძლება გახდეს თმის ცვენის დროებითი მიზეზი.  
ორსულობა - ორსულობაში საკმაოდ ხშირია თმის ცვენა, უფრო ხშირი კი მშობიარობის შემდგომი თმის ცვენაა, ვინაიდან მშობიარობა ნამდვილად დიდი ტრავმაა.  თმების ზრდა ისევ ნორმალურ რიტმს უბრუნდება რამდენიმე თვეში მშობიარობიდან.
A ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება - მაღალი დოზებით ა ვიტამინი შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი. ამიტომ, ა ვიტამინის    5000 საერთაშორისო ერთეულზე მეტის მიღება სასურველი არ არის. ა ვიტამინით თმის გამოწვეული თმის ცვენა დროებითია,  როგორც კი ნორმას დაუბრუნდება ა ვიტამინის დონე  თმის ზრდა  განახლდება.
ცილების ნაკლებობა -  თუ არ იღებთ სათანადო ოდენობით ცილებს  თმის ცვენა შეიძლება ნამდვილად პრობლემად გექცეთ. ასევე თმის ღეროების დაყოფა და ფრჩხილების პრობლემებიც.   თმის ცვენა იწყება ცილების მიღების შემცირებიდან დაახლოებით  2-3 თვეში. 
თმის ცვენა მამაკაცური ტიპით - კაცების 70 % 60 წლისთვის უკვე მელოტია.  ყოველ შემთხვევაში მამაკაცური ტიპით მაინც.  ამის მიზეზს გენეტიკური წინასწარ განწყობა, მამაკაცის სასქესო ჰორმონები და  გარემო ფაქტორების ერთობლიობა წარმოადგენენ.   მამაკაცის სასქესო ჰორმონები განაპირობებენ ე.წ. M ის ფორმის თმის თმების სტილს.  გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, ან ფინასტერიდი. ან თმის გადანერგვა. წამლები მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
გენეტიკა - ქალების შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი ხშირად არის გენეტიკა. ასეთი ფორმით  თმის ცვენას ანდროგენულს უწოდებენ. განსაკუთრებით ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი თუ თმის ცვენა დაეწყო მშობელს (ქალს) განსაზღვრულ ასაკში. გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, რომელიც ეხმარება თმებს ზრდაში, ან მინიმუმ აჩერებს თმის ცვენას.
ქალური ჰორმონები- კონტრაცეპტივები ზოგჯერ იწვევენ თმის ცვენას. იგივე ითქმის მენოპაუზაზე,  ჰორმონული დისბალანსის გამო შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა.
ემოციური სტრესი - ძალიან იშვიათია, რომ ემოციური სტრესის გამო თმის ცვენა განვითარდეს, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს.
ჰიპოთიროიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება იწვევს თმის ცვენას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა და ჰორმონული ბალანსის აღდგენა.
B ვიტამინის დეფიციტი - შედარებით იშვიათია მაგრამ მაინც ვითარდება, შეიძლება მეტად შეგვხვდეს იმ ადამიანებში ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამენ.  მკურნალობას წარმოადგენს B  ვიტამინის მიღება.
ასაკი - 50-60 წლიდან ბუნებრივად იწყება თმის ცვენა. კაცებში მანამდეც, ქალებში კი ამ ასაკიდან.  კონკრეტული მკურნალობა ასაკობრივი თმის ცვენისთვის არ არსებობს.

 

Written Mar 25, 2017