დაფინანსება


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. სად ვნახო ინფორმაცია საზღვარგარეთ სასწავლებლად სტიპენიდის მოპოვების შესახებ?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

http://erasmusplus.org.ge/ge/for-students 

Erasmus+ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა. სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის არსებობს Erasmus+ ორი ქვეპროგრამა:

1.Credit Mobility - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3–12 თვე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა. ანუ თუ თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არაა ჩართული Erasmus+ პროგრამაში, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

2) Degree Mobility - სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული - კონკურსში მონაწილეობას ინდივიდუალურად იღებთ.

კონკურსში გაიმარჯვებული სტუდენტები დაფინანსდებიან Erasmus + ევროკავშირის გრანტით, გაცვლითი პროგრამის პერიოდში საჭირო სამოგზაურო და საარსებო ხარჯების დაფარვისათვის.

 

Written Mar 22, 2017