ფსიქიური ჯანმრთელობა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. დიდი ხნის ძილის შემდეგ ფხიზლად ყოფნის მაგივრად რატომ ვგრძნობთ თავს ისევ დაღლილად?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

წარმოიდგინე, რომ შენ დღეში 6 საათი გძინავს. სხეული ამას ეჩვევა. რეალურად გჭირდება მეტი ძილი, თუმცა როდესაც კვირის ბოლოს 10 საათი გამოიძინებ, დილით იქნები მოდუნებული და გამოფიტული. მაშასადამე, უცვლელი ძილის რუტინის შენარჩუნება უფრო მნიშვნელვანია, ვიდრე, შაბათ-კვირას ძილის ნაკლებობის დაბალანსება, იმის მიუხედავადაც, თუ ძილის ხანგრძლივობა 5-6 საათი იქნება.
ეს არ ნიშნავს, რომ 6 საათიანი ძილი შენთვის უკეთესი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. 8-10 საათი გამოძინება იდეალურია ჯანმრთელობისთვის და აქტიური ცხოვრებისათვის, მაგრამ შენ გექნება ბენეფიტები თუ შეინარჩუნებ უცვლელ რუტინას. როდესაც რუტინას ხანგრძლივობაზე წინ აყენებ, თავს უფრო ჯანსაღად გრძნობ. მირჩევნია დღეში 6 საათი ვიძინო და შიგადაშიგ 1-2 საათი წავუძინო, ვიდრე უმეტეს დღეებში 7საათი ვიძინო და ხანდახან 9. 

Written Mar 27, 2017

Q. რა მოხდება თუ ადამიანი საერთოდ არ დაიძინებს?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გექნება დაახლოებით ასეთი განცდა:

24 საათში-  მცირედი ბოდვა, ხასიათის ცვლილება, ინტენსიური უძილობის ან აქტივობის პერიოდები.

48 საათში- კოორდინირების გაუარესება, ჰორმონალური ცვლილებები. ზოგადი მახსოვრობის ფუნქციის შესუსტება, მაგრამ მოკლევადიანი მახსოვრობის გაუმჯობესება.

72 საათში- ვიზუალური ჰალუცინაციები, "მიკროძილის" უცაბედი პერიოდები (რამდენიმე წამიანი გამოთიშვა).

100+ საათში- "მებრძოლთა კლუბის" ხელახალი ამოქმედება.

11+ დღეში- შეხვალთ გინესის წიგნში, როგორც ნებაყოფლობით ყველაზე დიდხანს ფხიზლად მყოფი ადამიანი.

2+ კვირაში- სიკვდილის საშიშროება. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ისინი 2-4 კვირაში იხოცებიან.

6+ თვეში- გარდაუვალი სიკვდილი. ამდენი ხნით ფხიზლად ყოფნა მხოლოდ იშვიათი დარღვევების (მაგალითად, ფატალური ოჯახური უძილობა) შემთხვევაში ხდება.

P_K6qUBu6aTJAME1XDsnSZ-jTjKyzj21.jpg

Written Mar 26, 2017