უნარები


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რომელი სასარგებლო სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება შემიძლია მოკლე დროში?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. ილაპარაკე ხმამაღლა და გარკვევით- გაუმარტივე ხალხს მოისმინოს შენი სათქმელი.
2. გაღიმებისას გამოაჩინე კბილები- უფრო კარგად და გულწრფელად წარმოაჩენ თავს.
3. გააკეთე განცხადებები- ისინი უფრო სახალისოა ვიდრე შეკითხვები.
4. ყოველთვის დაასრულე წინადადება- არ მისცე ხალხს უფლება გაგაწყვეტინონ.
5. გაიცინო როდესაც ადამიანები სასაცილოს ამბობენ- არ შეიკავო სიცილი, ისინი უკეთ იგრძნობენ თავს.
6. მოიქეცი ისე, თითქოს ყველა შენ მეგობარია- გაგიმარტივდება მეგობრების შეძენა.
7. ისაუბრე საუზმეზე რომელიც დილით მიირთვი- ხალხს უყვარს საჭმელებზე საუბარი.
8. მოყევით საინტერესო ისტორიები მსოფლიოზე- ხალხს უყვარს გასაცარი ისტორიების მოსმენა.
9. იყავი თავმომწონე მაგრამ იხუმრე საკუთარ თავზეც- ხდები უფრო მხიარული და სასაცილო.
10. გაუზიარე პირად ცხოვრების დეტალები- ადამიანები უფრ მარტივად მოგენდობიან. 
11. უთხარი ადამიანებს რა მოგწონს მათში- ამან შეიძლება გამოუკეთოს მათ დღე.
12. ილაპარაკე ტაბუდადებულ თემებზე- გექნება უფრ საინტერესო საუბრები და ადამიანებს მეტად დაამახსოვრდები.
13. დაუსვი სახალისო კითხვები- ამას ყოველთვის მოყვება სასიამოვო საუბარი.
14. როდესაც გაქვს ეჭვი ილაპარაკე ხმამაღლა- ეს ატყუებს ტვინს და გხდის უფრო თავდაჯერებულს.

Written Mar 30, 2017