ვიდეო თამაშები


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რომელია ყველაზე რთული კომპიუტერული თამაში?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემი გამოცდილებიდან, ყველაზე რთული თამაში რაც კი ოდესმე მითამაშია არის EVE: Online.

pWkGmSowOa51YMKZbYFSitL7zld4wrej.jpg

ეს არის თამაში, სადაც შეგიძლია იყო ყველაფერი. EVE: Online იმდენად დიდი და მრავალფეროვანი თამაშია, რომ შენ შეიძლება ასობით საათი გქონდეს ნათამაშები, იყო გამოცდილი ფლოტის მთაური, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდეს როგორ მოიპოვო მადანი. ასეთი მრავლისმომცველია ის.

თამაში, რომელსაც არ აქვს რეალური მიზანი- ეს არის მასობრივი მულტიფლეიერული თამაში, რომლის მთავარი იდეაა პირადი კარიერის მოწყობა. გინდა გახდე პოლიტიკოსი? იყავი! გინდა გახდე მხედართმთავარი? იყავი! ვიცნობ ხალხს, რომელიც ცხოვრების გზის საპოვნელად იწყებს თამაშს. ეკონომისტის სტატიას ვკითხულობდი, სადაც ეწერა, რომ EVE: Online-ს ეკონომიკა რეალურ ეკონომიკასაც უახლოვდება თავისი სირთულით.

Written Mar 30, 2017