სისხლი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ შევძლო სისხლის ჩაბარება?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
•    თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
•    თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
•    თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია.
•    თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
 
სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
•    გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
•    მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
•    გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები.
•    უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
•    რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
•    იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60  წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, სისხლის აღება  არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს  ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ. 
მიუხედავად ამისა  პიროვნებისაგან  სისხლის გაღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ.

Written Apr 04, 2017