ჰიბრიდი


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ჰიბრიდულ ავტომობილს?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჰიბრიდული ავტომობილების დადებითი მხარეები:

  • დაბალი აქციზის გადასახადი-  2017 წლის 1 იანვრიდან, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი განახევრდა, მაშინ, როცა თითქმის ყველა ტიპის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა.
  • ეკონომიურობა-100 კმ-ზე ჰიბრიდული ავტომობილი საშუალოდ, 5-6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
  • ეკოლოგიურობა-  მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი, სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით მცირეა. შესაბამისად, თუ თქვენ ასეთი ავტომობილით გადაადგილდებით, მსოფლიოს ეკოლოგიურ დიდ პრობლემებთან ბრძოლაში მცირე წვლილს შეიტანთ.

უარყოფითი მხარეები:

  • შენახვის შედარებით დიდი ხარჯები- მეორადი ჰიბრიდული აგრეგატის ღირებულება (ბატარიების კომპლექტი) 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასევე შესაძლებელია, ბატარიების სექციების ცალკე გამოცვლა, რაც შესაბამისად უფრო იაფია.
  • ფასები- ჰიბრიდი მის ანალოგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილზე საშუალოდ 1500 დოლარით მეტი ღირს. თუმცა, ამ სხვაობას აბალანსებს საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე შემცირებული აქციზის გადასახადი.

Written Apr 04, 2017