თავისუფალი ნება


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, ანუ რას ვგულისხმობთ რა არის მნიშვნელოვანი?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მგონი კარლ მარქსი იყო - რელიგია ოპიატია მასებისთვისო.

მას მერე რაც საზოგადოებაში რელიგიის როლი კლებულობს, ახალი ოპიატია საჭირო.

და ეს არის თავისუფლება.

თავისუფლება ახალი ფეტიში, კერპი, იდეა, ესკეიპი გახდა ჩვენთვის.  თითქოს თავისუფლება ბედნიერების წინაპირობა გახდა.

როცა მე ვამბობ რომ ჩემთვის თავისუფლება მნიშვნელოვანია თქო, პირველ რიგში ვკარგავ თავისფულებას თავისფულების მოთხოვნილებისადმი.

ამიტომ მე არ ვთვლი რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ რომ ვარ თავისუფალი თავისფულების იდეისგანაც.

და მოგიწოდებ რომ შენც აქედან დაიწყო.

მადლობა საინტერესო კითხვისათვის.

Written Dec 25, 2017

Q. რაში მდგომარეობს ნების თავისუფლება და არსებობს თუ არა იგი?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დაე ნებამ ან უნებობამ თითონ დაწეროს პასუხი.

ჩემი ფილტვები სუნთქავს თავისით, ჩემი გულიც უნებლიედ ცემს.  მაშინ რატომ მგონია რომ ჩემს თითებს მე ვაკონტროლებ?

თუ ჩემი ჰორმონები ავტომატურად ოპერირებენ, რატო მგონია რომ ნაბიჯებს ჩემით ვდგავ?

ვინ არის ის ვინც საკუთარი თავის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს პირველად ისმენს?

მე ვამბობ, და ჩემი პირიდან ამოსულ ბგერებს დრო ჭირდებათ რომ ჩემს ყურებამდე მიაღწიონ, მერე იქ წარმოქმნან რხევები და ჩემმა ტვინმა ის როგორც სიტყვები და შემდგომ როგორც აზრი ისე აღიქვას. რაც არ უნდა მომენატალურად მეჩვენებოდეს ეს პროცესი, ის უსასრულოდ ხანგძლივია.

ანუ იმ მომენტისათვის როცა მე აღვიქვავ ჩემს ქმედებას და მის შედეგს, ის უკვე წარსულია და ვერაფერს შევცვლი. მე კი შეილება მეგონოს რომ წინადადება რომელიც ვთქვი, მისი თქმის პროცესში მე ვაკონტროლებდი პროცესს, მაგრამ სინამდვილეში ეს თქმა გულის ცემასავით ხდებოდა.  ჩემმა გონებამ იცოდა რისი თქმა უნდოდა, ხოლო შემდგომ თავისით მოხდა. და მე აღვიქვი რაც მოხდა. და მერე ისევ გონებაში დავაკორექტირე ჩემი ზრახვები. და ეს ზრახვები მომავალში განაპირობებს უნებო, ავტომატურ ქმედებას რომელსაც მომავალში ისევ აღვიქვა მას მერე რაც ის მოხდება. და ასე შემდეგ.

მივდივარ მანქანით. გადმომიხტა ძაღლი. მეორე მხრიდან მოდის მანქანა. თუ ძაღლს ავაცილებ შესაძლოა ავტომანქანას შევეჯახო, თუ ავტომანქანას შევეჯახები ძაღლი მოკვდება. და ჩემი სხეული აკეთებს მოძრაობას, და ერთერთი რეზულტატი დგება.  მე ამ დროს ვიღებდი გადაწყვეტილებას? თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული მქონდა და მერე თავისით მოხდა.  მე მიყვარს ძაღლები, და შესაძლოა ადამიანებს მირჩევნია, და ეს აზრი იღებს გადაწყვეტილებას რომ ძაღლს არ დავარტყა რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცი რომ მეტკინება ამიტომ მანქანასაც ავაცილებ.  მე რომ ამ მომენტში მიმეღო გადაწყვეტილებები არაფერი გამოვიდოდა. მე მივენდე ჩემს სხეულს იმან უკეთ იცოდა.

მე დავუთმე ჩემი ნება ჩემს ორგანიზმს. ჩემთვის კი მხოლოდ ზრახვებზე დავიტოვე კონტროლი. რომელიც ყოველთვის მქონდა, მაგრამ ფასს არასდროს ვადებდი.

თავისუფალი ნება ჩემს ხელშია, მაგრამ არა იმ ფორმით რა ფორმითაც მინდა, არამედ იმ ფორმით რომ მე ვხვდები რომ - ან მე მაქვს ნება, ან მე ისა ვარ ვისაც ჩემი ნება აქვს, და შესაბამისად...

 

Written Dec 26, 2017

Q. მეკუთვნის თუ არა მე ჩემი სხეული?

Tornike Kituashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ki

Written Feb 06, 2018