ცხოვრება

ცნობიერი არსების სოციალური არსებობა.


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რატომ მოიკლა თავი გალაქტიონმა?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არავინ არ იცის. არც არის სადმე აღწერილი ის თუ რა მიზეზი ედო საფუძვლად. ოფიციალურად მიჩნეულია რომ ფსიქკური აშლილობა იყო მიზეზი. აი შინაარსი კი გადაწყვეტილებისა თან წაიღო :( 

 

Written Feb 04, 2017

Q. რა შემიძლია ვიცოდე/ვისწავლო 10 წუთში რაც მთელი ცხოვრება გამომადგება?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

საყოფაცხოვრებო ნივთების არაპირდაპირი დანიშულებით გამოყენება. თვითგადარჩენის მეთოდები ექსტრემალურ პირობებში. 

Written Feb 08, 2017

Q. არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი ადამიანმა იარსებოს წერით. რა მოხმარება აქვს წერითი უნარების მქონე ადამიანებს?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კოპირაიტერებს ეძებენ ხოლმე, სცენარისტებიც სჭირდება ტელევიზიებს, სტატიებითაც ხო შეიძლება დააინტერესო ჟურნალები ?!  არის ვარიანტები. 

Written Feb 05, 2017

Q. ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, რა საბუთები უნდა მქონდეს ან რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთო?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ტურიზმის და დასვენების შემთხვევაში:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.). ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

კომფერენციის/სემინარების შემთხვევაში ამყველაფერს დაემატება ​იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.

ნათესავთან ჩასვლის  შემთხვევაში კი საჭიროა მოწვევა: მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

Written Mar 01, 2017

Q. როგორი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე?

Léon Noe
ადამიანი ვარ, და ეს არის ჩემი კომპეტენცია.

სამყარო არის ტყუილის გარეშე.  აბა მანახე ტყუილი სამყაროში.

ალბათ გაინტერესებს როგორი იქნებოდა ადამიანი ტყუილის გარეშე?  --> თავისუფალი.

Written Feb 05, 2017

Q. სიკვდილის წინ ( როგორც ზღაპრებში )ბოლო სურვილი რომ გისრულდებოდეთ რას ისურვებდით?

George Petriashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თუ ზღაპარში  ვარ ჰარი პოტერის ფილოსოფიურ ქვას... და ისე საერთოდ არ მინდა ვიცოდე და ვგრძნობდე რომ ვკვდები. მოკლედ ბაქეთ ლისტის კეთება არ მინდა. ვცდილობ სურვილები შეძლებისდაგვარად ავისრულო. რეალობა ისეთი მივიღო როგორიც არის და მოცემულ რეალობაში ვპოვო ის კპაყოფა და ბედნიერება.

Written Mar 07, 2017

Q. რატომ გვინდა ყველას,ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რატომ გვინდა საერთოდ რამე?   ზუსტად იგივე მიზეზია აქაც.  ჩვენ გვგონია რომ თუ ისე იქნება როგორც გვინდა, მაშინ ბენიერებას მივაღწევთ. 

მაშინ, რატომ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ ?!

იმიტომ რომ გვგონია რომ თუკი ბედნიერები ვიქნებით ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. 

მთავარი ის არის რომ ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს, გვინდა ეს ჩვენ თუ არა!!!  მაგრამ ძალგვიძს შევცვალოთ როგორც არის, და რომ შევცვლით და ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, მაშინაც ზუსტად ისე იქნება როგორც უნდა იყოს.

სხვანაირად ვერც გამოვა.

გამოიმიწერეთ pasuxebi.ge-ზე.  http://www.pasuxebi.ge/profile/58/Leon-Noe

 

Written Feb 08, 2017

Q. რა ჯობია ლიჟბი რამე აკეთო,თუ ელოდო როცა მართლა მოგინდება რამის კეთება?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ალბათ, ,,ლიჟბი" აკეთო ჯობია, თორე დიდი ხანი რომ არ მოგინდეს მართლა რამის კეთება გავიდა ცხოვრება და ახალი სერია ან იქნება ან არა :))  თანაც ჭამა მადაში მოდისო.. მგონი აინშტაინმა თქვა :)))))))))

Written Feb 08, 2017

Q. რამდენჯერ კვდება ადამიანი?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ერთხელ. 

ერთხელ დაბადებული ერთხელ კვდება.  და მე ორჯერ დაბადებული ადამიანი არ მინახავს.  

რატო დასვა ეს კითხვა ავტორმა? ალბათ რამეს ზეადამიანურს გულისხმობდა.  თუ არა და, ისედაც ნათელია პასუხი რომ ერთხელ კვდება.  მარა რადგან კითხვა დასვა, ე.ი. რაღაცას გულისხმობდა ადამიანის გარდა, რომელიც კვდება, და შესაძლაო მეტჯერ ვიდრე ერთხელ. 

ხოდა ის რაც უნებლიედ იგულისხმა ის "ადამიანი" არ არის, ის არის "ის რაც იგულისხმა", და "ის რაც ჩვენ ყველას ჩვენებურად შეგვიძლია გავიგოთ".  ის რაც "სიტყვებით ვერ აღიწერება".  ანუ მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი წარმოსახვის უნარის ნაყოფი.   ოოო, რაც შეეხება ჩვენს წარმოსახვას და ილუზიებს, მის მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს, შესაბამისად ეს ნაყოფი უკვდავია.  მაგრამ აი რა იქნებოდა რომ მოკვდეს?!

Written Feb 11, 2017

Q. რისი კეთება ან სწავლა შემიძლია დავიწყო ეხლა რაც შეიძლება მაგრა გამომადგეს ხუთი წლის მერე?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მე მგონია რომ რა დროც არ უნდა იყოს, და რა ვადაშიც არ უნდა ვიყურებოდეთ მომავალში, ყველაზე მთავარი რისი შესწავლაც შეგვიძლია და გამოგვადგება ეს არის საკუთარი თავი.

რა იქნებოდა ხუთი წლის მერე მაინც რომ გვესმოდეს ვინ ვართ.  რას წარმოვადგენთ და რისთვის ვართ.

საკუთარი ფიქრების შესწავლაზე მეტად რა შეიძლება გამოადგეს ადამიანს? 

ის ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, მიხვდება სხვის არსსაც, რამეთუ სხვა ერთადერთი გზა არის საკუთრი თავის შესწავლისაკენ.  მე ვარ ის რითაც განვსხვავდები სხვებისგან.  და ხუთი წლის მერე ამაზე საჭირო არაფერი მეცოდინება.

მარა ალბათ ორიგინალი კითხვის ავტორს სულ სხვა კუთხით აინტერესებდა მარა მე მაინც ის პასუხი გავეცი რაც მე მინდოდა.  

Written Feb 25, 2017

Q. რას გრძნობთ როდესაც ძალიან ახლო ადამიანს გულს ტკენთ?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ტკივილს, გულის არეში:)

Written Mar 12, 2017


Q. რაში ვკარგავთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მეტ დროს?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ძილში

Written Mar 02, 2017

Q. შენი ცხოვრება რომ ნოველა იყოს, რა იქნებოდა მისი სათაური და რატომ?

ASSASSIN 23
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რთულია იცი ამაზე პასუხის გაცემა და რატომ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ
> ჯერ იმდენი საინტერესო ცხოვრებისეული თავგადასავლებია რომ შეუძლებელია დასათაურება ,,,
>> ულევია აურაცხელია ის რასაც ჯერ არ შევხებილვართ და ამიტომ თუ კითხვა დაისმებოდა ამ ეტაპზე როგორ დავასათაურებდით მაშინ ,,   მდაა დამაფიქრა საინტერესოდ და კითხვაც მომეწონა მადლობა კითხვის ავტორს და ალბათ გეტყოდი რომ
 

" - უსასრულობიდან _საინტერესო ხათაბალასა და + უსასრულობას შორის "  
>>>  "- ∞ < x < + ∞ "აი ასე ავსახავდი 

Written Jan 06, 2018

Q. რა აბრკოლებთ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც მათ უნდათ?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კომფორტი.

მსოფლიოში, სადაც არის Amazon, McDonalds, , Youtube, AirBnB, არავის უნდა საქმის რთული გზით გაკეთება. არავინ ცდილობს დათმოს ამჟამინდელი კომპორტი მომავლის კეთილდღეობისთვის. ყველაფერი უნდა იყოს იაფი, სწრაფი და მარტივი.

არაფერი ღირებული მოდის მარტივად, სწრაფად თუ იაფად.

•        თუ არ მოინდომებ გავლას, ვერასოდეს გაირბენ მარათონზე.

•        თუ არ მოინდომებ წერას, ვერასოდეს გამოაქვეყნებ წიგნს.

•        თუ არ მოინდომებ საჭმლის დამზადებას, ვერ იკვებები ჯანმრთელად.

•        თუ არ მოინდომებ ვარჯიშს, ვერასოდეს ჩადგები ფორმაშო.

•        თუ არ გამორთავ ტელევიზორს, ვერასოდეს წაიკითხავ.

•        თუ არ მოინდომებ ფულის დაზოგვას, ვერ იქნები მშვიდად მომავალში.

•        თუ არ მოინდომებ ინვესტირებას, ვერასოდეს გახდები მდიდარი.

•        თუ არ მოინდომებ მუშაობას, ვერასოდეს იშოვი ფულს საყვარელი საქმით.

თუ არ დათმობ შენს კომფორტის ზონას, ვერასოდეს გექნება ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა.

Written Mar 14, 2017


Q. რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ ყველაზე მეტად?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულმა ანტისანიტარიამ 

Written Mar 12, 2017

Q. როგორ ერთობიან-ხოლმე ინტრავერტები ?

Zuka Tsintsabadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზუსტად ისე როგორც ექსტრავერტები. ინტრავერტებსაც უყვართ მეგობრებთან ერთად გასვლა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა ან თუნდაც ხანდახან კლუბში წასვლა. ინტრავერტებს განა რამე სხვა გასართობი საშვალებები აქვთ, უბრალოდ ექსტრავერტები თუ მუდამ რაღაც სტიმულაციის ძებნაში არიან, ინტრავერტს ჭირდება განმარტოება თავის სამყაროში და მაგ სტიმულაციის დაგდება.

Written Mar 16, 2017

Q. რა გაუკეთებია ადამიანს ისეთი, რამაც გაფიქრებინა, რომ ის ძალიან ჭკვიანია?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

როდესაც სკოლაში დავდიოდი, ფიზიკის მასწავლებელმა მოგვცა დავალება გაგვეკეთებინა ნებისმიერი ფორმის ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე შორს გაფრინდებოდა. ბავშვობაში ხშირად ვაკეთებდი ქაღალდის თვითმფრინავებს და ჩემი ყველა უნარი გამოვიყენე ახალის გასაკეთებლად.

j2In7oB4uNByn_CKHpqDglr31fJRD_Sw.jpg

ყველა დანარჩენი მსგავსად მოიქცა. ერთმა კლასელმა კი გააკეთა ყველაზე კარგი და მარტივი თვითმფრინავი. მან უბრალოდ დაკუჭა ქაღალდი და გაისროლა (ყველაზე შორს).

კლასი გაკვირვებული იყო.

orG2Y-Iwin-_Ec2WhgLdd3cxJJ2LcZUu.jpg

ზოგი კლასელი გაღიზიანდა და თქვა, რომ მან ითაღლითა.

მასწავლებელმა კი უპასუხა მათ, „როგორ? მე ხომ გითხარით, რომ ნებისმიერი ფორმის გაკეთება შეგეძლოთ, ქაღალდის ბურთი კი საუკეთესო ფორმაა.“

მან მოიგო.

„ნიჭიერი აღწევს ისეთ მიზანს, რომელსაც ვერავინ მიაღწევს, ხოლო გენიოსი აღწევს ისეთ მიზანს, რომელსაც ვერავინ ვერ ხედვს.“,- არტურ შოპენჰაუერი

დღემდე ვთვლი მას გენიოსად.

Written Mar 16, 2017

Q. რა არის კითხვის მიზანი/აზრი?

Inco Gnitus
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გაზეთზე და სტატიებზე გასნაკუთრებულს ვერაფერ გეტყვი მაგრამ, წიგნის და უფრო სწორად ლიტერატურის კითხვის მიზანი და აზრი თუ გაინტერესებს გირჩევ https://www.youtube.com/watch?v=ljANANXzgBw ამ ვიდეოს მოუსმინო თავისუფალ დროს, თან გაერთობი თან ამ კითხვასაც გასცემს პასუხს ბატონი ლევან ბერძენიშვილი ;)

Written Dec 05, 2017