თვითგანვითრება


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა შემიძლია ვიცოდე/ვისწავლო 10 წუთში რაც მთელი ცხოვრება გამომადგება?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

საყოფაცხოვრებო ნივთების არაპირდაპირი დანიშულებით გამოყენება. თვითგადარჩენის მეთოდები ექსტრემალურ პირობებში. 

Written Feb 08, 2017

Q. მეხსიერების გასაუმჯობესებლი სავარჯიშოები არსებობს?

Léon Noe
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არსებობს.  ვარჯიშები, რომელსაც ყოველდღიურად თუ აკეთებ რეალურ შედეგამდე მიყავხარ.

საბედნიეროთ 21 საუკუნეში, ასეთი თამაშბისადმი წვდომა და ტექნოლოგია დაიხვეწა მობილური აპლიკაციების ფორმით, რომელიც ერთგვარად თან გართობს, და თან მეცნიერულად დამტკიცებული გზით გინვითარბს არა მარტო მეხიერებას, არამედ გონების სხვა არეალებსაც. 

ზოგი ისეთი დახვეწილია რომ გონების რუქებს გიხატავს, გადარებინებს სხვა ადამიანებს. გაჯიბრებს და მოკლედ დიდი მხიარულება გელით.  თუმცა არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობა ფასიანია, და ყოველთვიურ გადასახადს ითხოვს.  როგორც აუზი, ან სავარჯიშო დარბაზი.  ნუ დაგენანებათ, ღირს ნამდვილად.

მაგალითისთვის ჩემი საყვარელი რამდენიმეა, მაგრამ კიდე ბევრია.

 

Written Feb 08, 2017

Q. რა ჯობია ლიჟბი რამე აკეთო,თუ ელოდო როცა მართლა მოგინდება რამის კეთება?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ალბათ, ,,ლიჟბი" აკეთო ჯობია, თორე დიდი ხანი რომ არ მოგინდეს მართლა რამის კეთება გავიდა ცხოვრება და ახალი სერია ან იქნება ან არა :))  თანაც ჭამა მადაში მოდისო.. მგონი აინშტაინმა თქვა :)))))))))

Written Feb 08, 2017

Q. როგორ გავხდე უფრო თავდაჯერებული სხვებთან საუბრისას?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

  • ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთს არ აქვს მნიშვნელობა - ადამიანებმა, რომლებიც საუკეთესონი არიან საუბარში იციან რომ ნამდვილად არცერთს არ აქვს მნიშვნელობა. თუ შენ აგერევა და იტყვი რიამე უხერხულს, არავინ მიაქცევს ყურადღებას. თუ ზოგი დააკვირვებას დაიწყებს, ამას შენთვის მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რადგან მილიონობით ადამიანთან გიწევს საუბარი. არ მისცე საშუალება ტვინს მოგატყუოს, რომ შენ უშეცდომო ხარ.
  • იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია წასვლა- თუ რამე უცნაურს იტყვი და საუბარი შეჩერდება, იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია წახვიდე. თუ მოსაუბრე უცხო ადამიანია შეგიძლია არც დაემშვიდობო. ეს არის ძალა იმისა, რომ იცოდე, თუ საუბარი ისე არ წაიმართა, როგორც გინდოდა, ყოველთვის შეგიძლია უკან დახევა.
  • თავდაპირველად საუბრის ხმამაღალი ტონით დაწყება კარგია გონებისთვის- ეს არის ხერხი, რომ შენმა ტვინმა იფიქროს, რომ იგი უსაფრთხო გარემოშია, ამით მარტივად შეძლებ იყო ის, ვინც ხარ.
  • ელაპარაკე შენ თავს - დააყენე ტაიმერი ორ წუთზე და ელაპარაკე ხმამალა შენ თავს ნებისმიერ თემაზე. მოყევი როგორ ჩაიარა დღემ, როგორი ამინდი იყო და ა.შ. ივარჯიშე ლაპარაკისას შენი ხმის მოდულირებაში, რომ გახდე უფრო დამაჯერებელი მოსაუბრე.
  • იფიქრე და გააკეთე- თუ დაინახავ ვინმეს, ვისთანაც ისურვებდი საუბარს, გააკეთე ეს აც შეიძლება მალე. რაც უფრო დიდხანს იფიქრებ, მით უფრო გაგიჭირდება ნაბიჯის გადადგმა.
  • განზრახ არიე საუბარი- ჩემი მეგობარი განზრახ რევდა საუბარს ქალთან, რათა ენახა დააბრუნებდა თუ არა უკან ქალი თემას. ამას ყველას ვერ ვურჩევდი, მაგრამ ეს ხრიკი მას საუბრის ცუდადად წარმართვის შიშს უქრობდა.
  • ყოველთვის ეძებე თუ დამატებით რა ღირებულების შეძენა შეგძლია საუბრისთვის- ჰკითხე შენს თავს "როგორ შემიძლია გავუუმჯობესო მას დღე?" და ხმამაღლა გამოთქვი ეს გზა.
  • სამყარო შენი სათამაშო მოედანია- და ადამიანები მოთამაშე ბავშვები არიან, ზოგი შენთან ერთად ითამაშებს, ზოგი კი -არა, მაგრამ თუ მეგობრების შეძენას არ ეცდები, დღის ბოლოს საკუთარ თავთან მოგიწევს თამაში .

 

Written Mar 12, 2017

Q. რომელი ჰობი გაგხდის უფრო ჭკვიანს?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

 წერა/ბლოგინგი/pasuxebi.ge-ს კითხვებზე პასუხების გაცემა. ჩვეული ბენეფიტების გარდა, როგორებიცაა  ფოკუსირების გაუმჯობესებული უნარი და იდეების შესაბამისად გამოხატვა, ის ასევე გაძლევს დიდ ცოდნას. რათა დაწერო რაიმე ღირებული შენ დაგჭირდება ბერი კითხვა. თემების გამოკვლევა და ყველაფრის შენი სიტყვებით დაწერა გეხმარება მახსოვრობის გაუმჯობესებაში. ამასთან ერთად შენ იგებ ახალ საინტერესო ინფორმაციებს, რაც გხდის უპრო საინტერესო და ინტელექტუალ პიროვნებად. ცადე დღესვე დაიწყო pasuxebi.ge-ს კითხვებზე პასუხების გაცემა.

Written Mar 18, 2017

Q. რომელია სწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩემმა მასწავლებელმა მიამბო ისტორია, რომელიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

კერამიკის მასწავლებელმა კლასი ორად გაყო. პირველ ნახევარს უთხრა, „მთელი სემესტრის განმავლობაში ისწავლით კერამიკას, დაგეგმვას, დიზაინს და გამოძერწავთ იდეალურ ქოთანს. სემესტრის ბოლოს გამოვავლენთ ვისი იქნება საუკეთესო.“

 მეორე ნახევარს უთხრა, „ამ სემესტრში თქვენ უნდა გამოძერწოთ რაც შეიძლება მეტი ქოთანი. ნიშნები დამოკიდებული იქნება რაოდენობაზე და ვინც ყველაზე მეტს გააკეთებს ის გაიმარჯვებს.“

პირველი ნაწილმა დაიწყო დიზაინის და დაგეგმარების შესწავლა. გააკეთესმათი იდეალური ქოთნის  მონახაზი. მეორე ნაწილმა აიღო თიხა და შეუდგა სწრაფად ძერწვას. ისინი აკეთებდნენ დიდებს, პატარებს, საშუალოებს, მარტივებს, რთულებს. სისწრაფემ ფიზიკურად გააძლიერა ისინი და დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტის კეთება შეეძლოთ.

სემესტრის ბოლოს, ორივე ნაწილმა გამოიგონა მათი საუკეთესო იდეალური ქოთანი შეჯიბრებისთვის. ხმების დათვლის შემდეგ, საუკეთესო ქოთნების უმრავლესობა იყო მეორე ნაწილისგან (სადაც რაოდენობაზე იყო ყურადღება გამახვილებული). პრაქტიკამ ისინი უკეთეს მეთუნუქეებად აქცია.

ცხოვრებაშიც ასეა, სწავლის საუკეთესო საშუალებაა გამოძერწო ბევრი ქოთანი.

Written Mar 22, 2017

Q. დილაობით რომელი ყოველდღიური ჩვევებია წარმატების საწინდარი?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

 ჩემი აზრით ყველა წარმატებულ ადამიანს თავისი გზა აქვს გაკვალული. ანუ წარმატების საწინდარი დილის ჩვევები არის, თუ არა დასაფიქრებელია, მაგრამ დილით დღის გეგმის გაკეთება, ეფექტური მეთოდია  ბევრი საქმე და ორგანიზებულად გააკეთო. ეს კი მიზნის მიღწევაში გეხმარება. 

Written Mar 25, 2017

Q. რა უნდა გააკეთეოს ადამიანმა, თუ მის ცხოვრებაში ყველაფერი ცუდისკენ მიდის?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

1. ეცადე გააკონტროლო ცხოვრების მცირე ასპექტი, რომელიც თუნდაც არც არის კავშირში შენს რეალურ პრობლემასთან. თუ არ გაქვს ევროპაში მოგზაურობის საშუალება, მოაწყე სახლში კინო საღამო, დაპატიჟე მეგობრები, დაიწე ვარჯიში, შედი კულინარიის კურსებზე და ა.შ.
2. პრობლემას ვერ გაექცევი! საათობით რეალითი შოუების ყურება მას ვერ დაგავიწყებს. შეიძლება ყურების დროს გადაერთო მაგრამ, გადაცემა როგორც კი დამთავრდება, პრობლემა მაშინვე თავს გამოიჩენს. არ ეცადო მისგან თავის დაღწევა ნარკოტიკებით ან სასმლით (ისინი მდგომარეობას გაგიუარესებენ).
3. პრობლემის მოსაგვარებლად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ცხოვრების გარკვეულ ნაწილზე კონტროლის დაბრუნება.

Written Mar 28, 2017

Q. რომელი საუკეთესო თავდაცვის ხერხის სწავლაა შესაძლებელი ერთ საათში?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო


" ჩემი სახლის გარეთ მდებარე კედელი არ არის 3 მეტრის სიმაღლის."
სწორედ ესაა ხრიკი.
თუ ვინმეს შენთან გასწორება უნდა, უთხარი ზემოთ ნახსენები ფრაზა გარკვევით და თავდაჯერებული ტონით. მისი რეაქცია იქნება "რაა?". უბრალოდ გაიმეორე.
ეს ცნობილია, როგორც ყურადღების გადასატანი ტაქტიკა. მუშაობს, რადგან განსაზღვრულ სიტუაციებში ადამიანებს განსაზღვრული პასუხის მოლოდინი აქვთ. თქვი მოლოდინისგან რადიკალურად განსხვავებული ფრაზა, ისეთი, რომელიც მოითხოვს ფიქრს და აკავებს ტვინის ვიზუალურ ნაწილებს. ეს განმუხტავს თავდამსხმელის თავდაპირველ ფიქრებს და მოგცემს დროს ჩხუბის ასარიდებელი საუბრის გასაგრძელებლად, პირველი დარტყმის მისაყენებლად ან გასაქცევად.

Written Mar 30, 2017