საქართველო


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა უნდა იცოდეს ყველა უცხოელმა ჩვენს ქვეყანაზე?

ანონიმი

ნახევრად იუმორით ვიტყვი (იმედია დროის კაფსულას გაუძლებს ეს ნათქვამი ) 
_ 99,9 % სიმართლეა ხუმრობაშიო ნათქვამია და რავი იქნებ ეს იმას მიეკუთვნება თ არა თავად განსაჯეთ ,,,, 
> რომ აქ ამ ქვეყანაში შეუძლია მიაღწიოს წმინდა მოგების პიკს , მიიღს მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯის გაწევის გარეშე ანუ ჰყავდეს იაფი მუშა ხელი 

Written Feb 13, 2018

Q. ტრამპი კარგია თუ ცუდი საქართველოსათვის?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ შეკითხვას მეტი კონკრეტიკა სჭირდება. ცუდი ან კარგი რა თვალსაზრისით - უსაფრთხოების, ეკონომიკური, ევრო და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის, თუ შიდა პოლიტიკური სტაბილიზების თვალსაზრისით? რაც შეეხება ტრამპის სავარაუდო პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩვენ შეგვეხოს. იქიდან გამომდინარე იქმნება პოზიტიური მოლოდინი რომ მის ადმინისტრაციაში, ჩვენთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით საინტერესო და საჭირო პოზიციის მქონე ადამიანების შევიდნენ. ასევე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება იყოს ის რომ ის არის რესპუბლიკელი და თუკი ის ამ პარტიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკური კურსს გაატარებს, მაშინ ისევ და აისევ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი, რომლის ეკონომიკურ ეფექტად ქცევაც შესაძლებელი იქნება თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. 

უფრო ვრცლად ამ თემაზე თუ დაგაინტერესებთ ჩემს რამნდეიმე კვირის წინანდელ სტატიაში წაიკითხავთ, რომელის ბმულსაც აქ დავდებ: http://ladoch.blogspot.com/2016/12/blog-post_27.html

Written Feb 04, 2017

Q. ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, რა საბუთები უნდა მქონდეს ან რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთო?

Mariam Lezhava
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ტურიზმის და დასვენების შემთხვევაში:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.). ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

კომფერენციის/სემინარების შემთხვევაში ამყველაფერს დაემატება ​იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.

ნათესავთან ჩასვლის  შემთხვევაში კი საჭიროა მოწვევა: მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

Written Mar 01, 2017

Q. სად შევჭამ ყველაზე გემრიელ აჭარულ ხაჭაპურს?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

RETRO - გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური

Written Mar 03, 2017

Q. რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

რაც უფრო დიდი კრამიტიდან დალევ ღვინოს, მით უფრო "მაგარი კაცი" რომ ხარ აი ეგ,

ასევე ქელეხები და ბავშვის ნაკურთ წყალში ჩაძირვა ნათლობისას.

Written Mar 03, 2017

Q. საქართველოში ჩამოსულ ტურისტს, პირველ რიგში რის ნახვას ურჩევდით ?

Sonder
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

თბილისის დათვალიერების შემდეგ, ვურჩევდი მოენახულებინა ყაზბეგი, ხევსურეთი, ზიარებოდა და ბოლომდე შეეგრძნო ეს სილამაზე თავისი ეგზოტიკით.

Written Mar 12, 2017

Q. რა დრო დაჭირდება თქვენი აზრით მარიხუანის დეკრიმინალიზაციას საქართველოში?

Inco Gnitus
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

დეკრიმინალიზდა 

Written Dec 05, 2017

Q. როგორ შეიძლება თბილისი გავხადოთ უფრო მიმზიდველი ვიზიტორებისათვის?

khatia khosroshvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

უნიკალურობით და თავგადასავლებით. ჩემი აზრით ტურისტი ეძებს ახალ გამოცდილებებს, აინტერესებს უცხო კულტურები, უნდა ემოციები. კრეატივი! მარკეტინგი, პროფესიონალიზმი და რაც არის იმის  ლამაზად მიწოდებაა საჭირო. ჯერ ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი ..  მერე უამრავი იდეა გაჩნდება და განხორციელდება,  როგორ დავხუკოთ სხვები. <3

ანძაც კი შეიძლება ვაქციოთ ლენდმარკად :)) ან მტკვარზე ტივით გასეირნება.. წარმოიდგინეთ რა ეგზოტიკაა დახვეწილი ბრიტანელისთვის :))))  

Written Mar 08, 2017

Q. რა იყო ყველაზე სასირცხვილო ეპიზოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

- ბიჭიაა ბიჭიაააა!!!

- რა დაარქვით რა დააარქვიიით?

- იოსებიი იოსებიი!!!

სიხარულისგან აცრემლებული გასძახოდა ბესარიონი ტავარიშ მეზობელს.

Written Mar 07, 2017

Q. რომელია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი/გამაღიზანებელი ქართული სტერეოტიპი?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კაცებმა უფრო კარგი „ძმაკაცობა“ იციან, ვიდრე ქალებმა - „დაქალობა“.
 

Written Mar 12, 2017


Q. რა სარგებელს მივიღებთ საქართველოს მოქალაქეები "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისაგან"?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ასევე, უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და სხვა.

Written Mar 12, 2017

Q. რა რჩევას მისცემდით თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ბევრი საჭირო რჩევის მიცემაა შესაძლებელი

1. ფრთხილად გადაკვეთოს გზები;

2. ისწავლოს სასაუბრო ქართული ელემენტარულ დონეზე, რუსულიც გამოადგება, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისურს უფრო ფლობს;

3. ეცადოს თავი აარიდოს ქართველებთან პოლემიკაში შესვლას, რადგან შეიძლება ჩხუბით დასრულდეს:)

4. მითუმეტეს არ იკამათოს რელიგიურ თემებზე;

5. თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია დიდად აფიშირებას ნუ მოახდენს და სააშკარაოზე ნუ გამოიტანს.

Written Mar 12, 2017

Q. რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

ანონიმი

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

Written Mar 12, 2017


Q. შესაძლებელია თუ არა უმუშევრობის დაზღვევა საქართველოში?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ზოგადად, უმუშევრობის დაზღვევა სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტია და მისი შემოღება აუცილებელია, რადგან სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანის სრულიად უსახსროდ დატოვება სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლობაა. მთავრობის წარმომაგენლები არ უარყოფენ უმუშევრობის დაზღვევის მნიშვნელობას, მაგრამ პრობლემა საკმარისი სახსრების არ ქონაა. როგორც ვიცი, სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს დაზღვევის შემოღებას, მაგრამ როდის, რა პირობებით და მსგავსი დეტალები უცნობია. რამდენიმე წლის წინ კერძო სადაზღვეო კომპანიას ჰქონდა უმუშევრობის დაზღვევა, მაგრამ ვერ იმუშავა და გააუქმეს.

Written Mar 22, 2017


Q. როგორ განისაზღვრება 2017 წლის კანონპროექტის მიხედვით საქართველოში ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და მოცულობა?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ეს გადასახადი 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.

bpn

Written Apr 04, 2017

Q. რომელი ინდუსტრიებია საქართველოში ყველაზე მეტად შემოსავლიანი?

გიორგი
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

აზარტული თამაშები, ბანკები, საწვავის და თამბაქოს ინდუსტრიები ყველაზე შემოსავლიანია ამ ეტაპზე

საკმაოდ დეტალური სტატია კომერსანტზე: http://commersant.ge/?view=post&id=129766&lang_id=ge

Written Nov 30, 2017