ასტრონომია


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. რა არის შავი ხვრელი?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

შავი ხვრელი ეს არის ზემკვრივი მატერია, რომლის მიზიდულობა იმდენად დიდია რომ სინათლის ფოტონიც კი ვერ აღწევს მის მიზიდულობას თავს. წარმოიქმნება მზის სიკვდილის შემდეგ. სახელი შავი ხვრელი სწორედ სინათლის შთანთქვის გამო აქვს შერქმეული, სინამდვილეში რა ხდება შავი ხვრელის ცენტრში ჯერჯერობით შეუძლებელია რომ შესწავლილი იყოს. 

 

Written Feb 04, 2017

Q. არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

გამომდინარე სამყაროს მაშტაბიდან და უკვე დაშვეული მოცემულობიდან რომ ჩვენ ამ სამყაროში, ცნობიერი არსებები ვარსებობთ, ვარაუდი რომ არსებობენ სრულიად ლოგიკურია. თუმცა მტკიცებით ფორმაში ამის თქმა ვიდრე მყარი ფაქტებით გამყარებული მტკიცებულებ არ გვექნება არ გამოვა.

Written Feb 18, 2017



Q. ყოფილა ვინმე კოსმოსში, ვინც შავ ხვრელში ჩავარდნილა ან მიახლოვებულა მაინც მასთან?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არა. მეცნიერების აზრით, უახლოესი შავი ხვრელი არის V616 მარტორქის თანავარსკვლავედში, რომელიც მზიდან 20000 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ადამიანს ყველაზე შორს მთვარეზე უმოგზაურია. შავი ხვრელი 73,833,468,262-კერ უფრო შორსაა დედამიწიდან, ვიდრე მთვარე. აპოლოს კაფსულების ფრენის სიჩქარეს თუ გავითვალისწინებთ, შავ ხვრელთან მიახლოებას 80,472,276 წელი დასჭირდება.

ასე რომ, დინოზავრებს, რომ კოსმოსური პროგრამები ჰქონოდათ და შავი ხვრელის მიმართულებით ასტრონავტები გაეგზავნათ, ალბათ ისინი ახლაც გზაში იქნებოდნენ.

MZUE-3sXEGv4wwegCkQJauGDwaDFs2nE.jpg

Written Apr 05, 2017