პოლიტიკა


თემასთან დაკავშირებული კითხვები


Q. ტრამპი კარგია თუ ცუდი საქართველოსათვის?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ამ შეკითხვას მეტი კონკრეტიკა სჭირდება. ცუდი ან კარგი რა თვალსაზრისით - უსაფრთხოების, ეკონომიკური, ევრო და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის, თუ შიდა პოლიტიკური სტაბილიზების თვალსაზრისით? რაც შეეხება ტრამპის სავარაუდო პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩვენ შეგვეხოს. იქიდან გამომდინარე იქმნება პოზიტიური მოლოდინი რომ მის ადმინისტრაციაში, ჩვენთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით საინტერესო და საჭირო პოზიციის მქონე ადამიანების შევიდნენ. ასევე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება იყოს ის რომ ის არის რესპუბლიკელი და თუკი ის ამ პარტიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკური კურსს გაატარებს, მაშინ ისევ და აისევ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი, რომლის ეკონომიკურ ეფექტად ქცევაც შესაძლებელი იქნება თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. 

უფრო ვრცლად ამ თემაზე თუ დაგაინტერესებთ ჩემს რამნდეიმე კვირის წინანდელ სტატიაში წაიკითხავთ, რომელის ბმულსაც აქ დავდებ: http://ladoch.blogspot.com/2016/12/blog-post_27.html

Written Feb 04, 2017






Q. რომელი ყველაზე დიდი ღალატი იცით ორ ქვეყანას შორის?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

მე-19 საუკუნეში იტალიელებს სჭირდებოდათ ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლებში ფრანგბის დახმარება, მათ უნდოდათ შეექმნათ ერთიანი და დამოუკიდებელი იტალია. თუ იტალიელები ფრანგებისგან დახმარებას მიიღებნენ დიდი ვარაუდით მათი ქვეყნა საფრანგეთის ვასალი იქნებოდა. რა უნდა მოემოქმედათ იტალიელებს ამ დილების გადასაწყვეტად? დიდმა იტალიელმა კამილო კავურმა თქვა: „ჩვენ უნდა მივიღოთ დახმარება ფრანგებისგან, მოვუპოვოთ იტალიას დამოუკიდებლობა და უნდა გავაოცოთ მსოფლიო ჩვენი უმადურობით“. ეს იყო რაც იტალიამ გააკეთა 1870 წლის შემდეგ როდესაც გაერთიანდა ავსტრია-გერმანიასთან. ავსტრიამაც სტრატეგიულად იმოქმედა და გააკვირვა აღმოსავლეთ მოკავშირე რუსეთი, როდესაც საფრანგეთის და ბრიტანეთის მხარე დაიჭირა ყირიმის ომის დროს.

main-qimg-264078b518c71564439974b3cd284059-c

Written Mar 12, 2017

Q. რომელია ტერიტორიულად ყველაზე რთულად დასაპყრობი ქვეყანა?

Tata Kapanadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ახალი ზელანდია

მისი ყველაზე ახლო მეზობელი არის ავსტრალია, რომელიც 1340 მილის დაშორებითაა. მას არ ესაზღვრება სხვა ქვეყნები, თუ ქვეყანამ მისი დაპყრობა განიზრახა, მას დასჭირდება თავისი ყველა მარაგის გადმოტანა და ამის ლიჯისტიკური ხაზი იქნებოდა წარმოუდგენელი.
 

Written Mar 06, 2017

Q. ალიანსის შემთხვევაში, რომელი ორი ქვეყანა შეძლებდა ემართა მსოფლიო და რატომ?

tika akhvlediani
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში. ქვეყნა არა არის მხოლოდ გეოპოლიტიკის ობიექტი. არც ქვეყნები და არც ალიანსები არ უნდა მართავდნენ მსოფლიოს, თუ ჩვენ გვინდა ცხოვრება დემოკრატიის პირობებში. ქვეყანას უნდა მართავდეს ყველა, ერთობლივად. ჰეგემონობის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დასავლურ დემოკრატიულ იდეებს ეწინააღმდეგება: დემოკრატია გულისხმობს, რომ ხალხმა უნდა მართოს თავიანთი თავი, ხოლო ჰეგემონობა კი სხვა ქვეყნის მიერ მათ მართვას გულისხმობს. და მაინც, თუ ალიანსი შედგება, ალბათ ეს იქნება ამერიკის და ჩინეთის გაერთიანებს, რადგან მათ აქვთ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკები.

Written Mar 12, 2017

Q. რა იყო ყველაზე სასირცხვილო ეპიზოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?

Suuns The Revelator
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

- ბიჭიაა ბიჭიაააა!!!

- რა დაარქვით რა დააარქვიიით?

- იოსებიი იოსებიი!!!

სიხარულისგან აცრემლებული გასძახოდა ბესარიონი ტავარიშ მეზობელს.

Written Mar 07, 2017

Q. აქვს თუ არა პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას?

Demetre Paichadze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ნაპოლეონი ამბობდა, რომ ყველანაირი ძალის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ქვეყნის გეოგრაფია. რატომ არის ასე? რადგან ტერიტორიის პოლიტიკური კონტროლი თვით ამ ტერიტორიის ბუნებას ეფუძნება. ქვეყნის მოსახლეობაზე ურთიერთქმედებს როგორც ტერიტორიის შიდა ასევე გარე ნაწილი.

ბუნებრივია, ქვეყნის საზღვრების რაოდენობა მეზობლებთან განსაზღვრავს მის სტაბილურობას.

Written Mar 13, 2017

Q. როგორ განსაზღვრავდით კაპიტალიზმს, სოციალიზმს და კომუნიზმს ერთი წინადადებით?

Paata Makhviladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

კაპიტალიზმი: მე მყავს სამი ძროხა, შენ გყავს ერთი, რადგან მე ვმუშაობ შენზე მეტს.

სოციალიზმი: მე მყავს ერთი ძროხა, შენც გყავს ერთი, რადგან ჩვენ ორივე ბევრს ვმუშაობთ.

კომუნიზმი: თუ ჩვენ გვეყოლებოდა ათი ძროხა, მათ გავინაწილებდით. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ძროხები.

Written Mar 14, 2017

Q. რა სარგებელს მივიღებთ საქართველოს მოქალაქეები "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისაგან"?

Qetevan Andguladze
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ასევე, უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და სხვა.

Written Mar 12, 2017


Q. აქვს თუ არა ISIS-ს აღიარებულ ქვეყნად გადაქცევის პოტენციალი ?

Lado Chalatashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

არ არსებობს ასეთი თეორიული დაშვებაც კი. პირველ რიგში იმიტომ რომ მათი წარმოქმნა არ მომხხდარა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის უფლებების დასაცავად ან უუფლებო ეთნოსის (მაგ. ქურთები) ქვეყნის შესაქმნელად. ISIS-ი არის ალ-ქაედას გამოყოფილი და სადამ ჰუსინის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცრების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობას ვერანაირად ვერ შესძლება, ისევე როგორც ვერ მოახერხა ალ-ქაედამ ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის სტატუსის მიღება თუნდაც ავღანეთს შიგნით.  

Written May 04, 2017


Q. მეკუთვნის თუ არა მე ჩემი სხეული?

Tornike Kituashvili
ამ თემებზე, მომხმარებელს არ აქვს შევსებული ბიო

ki

Written Feb 06, 2018